ბურღი სახრახნისების მწარმოებელი საუკეთესო კომპანიები
February 01, 2021ნებისმიერი ელექტრო ხელსაწყოს არჩევისას, მნიშვნელოვან ყურადღებას ვაქცევთ მწარმოებელ ბრენდს, რადგან ეს ფაქტორი განსაზღვრავს ხარისხისადმი სანდოობას.
რადგან ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული პროდუქციის ხარისხი, isurve.ge-ზე წარმოდგენილია მსოფლიოში აღიარებული ბრენდების ორიგინალი მოწყობილობები, რომლებსაც გარანტიის დოკუმენტაციას ახლას თან.
დღეს ვისაუბრეთ კონკრეტულად დრელი სახრახნისების შესახებ და ვნახავთ, რომელი ცნობილი ბრენდები ლიდერობენ ამ ელექტრო მოწყობილობის წარმოებაში.
Metabo - ეს არის კომპანია, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს ელექტრო ინსტრუმენტების წარმოებაში. Metabo დაარსდა გერმანიაში. კატალოგში კი წარმოდგენილია როგორც საყოფაცხოვრებო, ისე - პროფესიონალური მოდელები, სხვადასხვა სამუშაო სიმძლავრით, აღჭურვილობით და ძირითადი პარამეტრების რეგულირების შესაძლებლობით;
Makita - ბრენდი დაარსდა 1915 წელს. Makita-ს ძირითადი პრინციპები აგებულია ბაზრის მოთხოვნების მკაცრ დაცვაზე, ცვლილებების დროულ რეაგირებზე და საქონლის ხარისხის სტაბილურ გაუმჯობესებაზე.
Ryobi - მანქანების, ელექტრონიკისა და ტელეკომუნიკაციების მწარმოებელი იაპონური კომპანია, რომელიც ასევე ყიდის ელექტრო ხელსაწყოებსა და სამშენებლო აღჭურვილობას.
Bosch - გერმანული კომპანია, რომელიც წამყვანი გლობალური პროვაიდერია ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში. გერმანული კონცერნი აწარმოებს როგორც საყოფაცხოვრებო (მწვანე ფერის), ასევე - პროფესიონალურ (ლურჯი ფერის) ბურღ სახრახნისებს.
Hammer - კომპანიის პროდუქტები შედგება დრელებისა და სახრახნისიანი მოწყობილობებისაგან, რომლებიც შეიცავს ნიკელის-კადმიუმის ან ლითიუმ-იონის ბატარეას, ასევე სხვადასხვა ნაკრებს. Hammer პროდუქტების გამორჩეული თვისებაა საგარანტიო პერიოდი - 5 წელი.
BLACK+DECKER BDCDD12 26 Н·м
ბურღი სახრახნისი მსუბუქი წონისაა - მხოლოდ 2.4 კგ. იდეალურია 10 მმ ლითონისა და 25 მმ ხის საბურღად. გარდა ამისა, მოდელი აღჭურვილია 1.5 Ah, 10.8V ბატარეით და აქვს 2 წლიანი გარანტია.
მახასიათებლები:
- კომპლექტში შედის ერთი ბატარეა;
- შესაძლებელია დენის ღილაკის დაბლოკვა;
- სწრაფმომჭერი ვაზნა.
Bort BAB-14Ux2Li-FDK 30 ნმ
BAB არის იაფიანი და მაღალეფექტური სახრახნისი. მოდელი მუშაობს 14.4 ვ ბატარეით, რითიც შესაძლებელია ისეთი მასალების დამუშავება, როგორიცაა ხე, თაბაშირი, პლასტმასის ან თხელი მეტალი. უპირატესობაა 13 მმ-იანი ვაზნა, რაც სხვადასხვა ბიტის გამოყენების საშუალებას იძლევა.
ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იაფიანი უკაბელო ხრახნდამჭერი გამოირჩევა ერგონომიული სახელურით, რაც აპარატთან მუშაობას მარტივსა და მოსახერხებელს ხდის. მაქსიმალური ბრუნვა 30 ნმ-ია, ხოლო ბრუნვის სიჩქარეა 1350 rpm.
მახასიათებლები:
- LED განათება;
- მცირე დონის ვიბრაცია;
- სახელურს აქვს პრაქტიკული კაუჭი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დაკიდოთ მოწყობილობა.
პოპულარული მოდელები