უსადენო დრელი სახრახნისების მიმოხილვა
ყველა მამაკაცის საყოფაცხოვრებო არსენალში აუცილებლად იპოვით ისეთ ხელსაწყოებს, რომლებიც განკუთვნილია სახლის მშენებლობისთვის. ერთ-ერთი ასეთი ელექტრო მოწყობილობა დრელია, რომელსაც შეუძლია სახრახნისის ფუნქციაც შეასრულოს.
უსადენო დრელები ყველაზე პოპულარული მოდელებია, რადგან არ საჭიროებენ დენის წყაროსთან მუდმივ დაკავშირებას.
როგორ შევარჩიოთ დრელები და რომელი ბრენდებია პოპულარული?
გამომდინარე იქიდან, რომ დრელი სახრახნისების მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს, მომხმარებლებს ზოგჯერ უჭირთ ინსტრუმენტის შერჩევა და არ იციან რომელ მოდელს ან ბრენდს მიანიჭონ უპირატესობა.
ექსპერტების რეკომენდაციით, უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ იმ ბრენდებს, რომლებსაც კარგი რეპუტაცია აქვთ და ხარისხის გარანტიას იძლევიან.
აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ წარმოდგენილი ბრენდის: DeWalt, Hitachi, Bosch, Makita, Metabo და ა.შ. დრელის ყიდვა შესაძლებელია ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტზეც. თითოეულ ხელსაწყოს კი მოყვება საგარანტიო ფურცელი, რომელიც ხელსაწყოს შეძენისას გადმოგეცემათ.
Makita - იაპონური პოპულარული ბრენდია, რომელიც დაარსდა 1915 წელს. აწარმოებს ელექტრო ხელსაწყოებს და სხვა ბაღის ინსტრუმენტებს. ამასთან, რეგულარულად ანახლებს თავის პროდუქტებს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და მომხმარებლებს სთავაზობს ფართო ასორტიმენტს.
Bosch - გერმანული ხელსაწყოების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი ცნობილი ბრენდი, რომელიც დაარსდა ჯერ კიდევ 1886 წელს. Bosch აწარმოებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო/კლიმატურ მოწყობილობებს სახლისა და სამზარეულოსთვის, ასევე ხელსაწყოებსა და კონდიცირების სისტემებს. კომპანიას სერვისცენტრები და მაღაზიები, წარმოდგენილი აქვს თითქმის მთელ მსოფლიოში.
Hitachi - კიდევ ერთი იაპონური კომპანია, რომელიც მოიცავს 1000-ზე მეტ ბრენდს. კომპანია ვითარდება რამდენიმე მიმართულებით, რომელთაგან ერთ-ერთია მაღალი ხარისხის ელექტრო სამშენებელო ინსტრუმენტების წარმოება და განვითარება.
Metabo - უძველესი გერმანული მწარმოებელია, რომელმაც თავისი საქმიანობა 1924 წელს დაიწყო. ეს არის იაპონური კონცერნი Hitachi, რომლის პატრონაჟით იწარმოება ყველა სახის ელექტრო ხელსაწყო.
DeWalt - პოპულარული ამერიკული ბრენდია, რომელიც დაარსდა 1922 წელს. აწარმოებს სამრეწველო და პროფესიონალურ ინსტრუმენტებს. ბრენდის გამორჩეული ნიშანია შავი და ყვითელი ფერი, რითიც ადვილად იცნობა სხვა ბრენდებს შორის.
საუკეთესო უსადენო დრელი სახრახნისები
Makita DHP482Z 62 Н·м
მაკიტა, როგორც ყოველთვის, გამორჩეულია თავისი ხარისხით. DHP482Z დარტყმითი ბურღიც შესაფერისია თუნდაც პროფესიონალური გამოყენებისათვის. დრელი აღჭურვილია სიჩქარის ორი რეჟიმით (600 და 900 rpm-ზე).
ხელსაწყოს აქვს მუშაობის სამი რეჟიმი, მათ შორის დარტყმა+გაბურღვა, რომელიც შესაფერისია ქვაზე მუშაობისთვის. ასევე, კომპაქტური ზომისა და მცირე წონის გამო, მოდელი ადვილად უმკლავდება ბეტონის, ხის და ლითონის მასალას.
უპირატესობები:
- ჩქარჩამჭერი ვაზნა;
- კომფორტული რელიეფური სახელური;
- სიჩქარის კონტროლი;
- ადგილის განათება;
- დაწყების ღილაკის დაბლოკვა.
ნაკლოვანებები:
- კომპლეტქში არ არის გათვალისწინებული აკუმულატორი და დამტენი.
Bosch GSB 180-LI 2.0Ah x2
მოდელს აქვს გაზრდილი ბრუნვის მაჩვენებელი (54 ნმ), რაც ხელოსნებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ სხვადასხვა მასალასთან. სხეული დაფარულია გამძლე ნეილონით, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტულ მოჭიდებას. გათვალისწინებულია რევერსის ფუნქცია, რომლითაც შეგიძლიათ მარტივად ამოიღოთ ჩაჭედილი სახრახნისი.
სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით, ბატარეას ერთი დატენვით დიდხანს შეუძლია მუშაობა. პლიუს ამას, დაცულია გადახურებისა და გადატვირთვისგან.
უპირატესობები:
- ავითარებს 450-დან 1700 rpm-მდე სიჩქარეს.
- ორი ელემენტი;
- ბატარეის სწრაფი დატენვა.
ნაკლოვანებები:
- წონა;
- ბატარეა არ მუშაობს ცივ ამინდში.
BOSCH ბურღი სახრახნისები მოდელების მახასიათებლების განხილვა იხილეთ ბმულზე.
პოპულარული მოდელები