BEKO საუკეთესო მაცივრები - მომხმარებელთა მიმოხილვების საფუძველზე

BEKO  ბევრი მწარმოებლისგან განსხვავებით, გთავაზობთ ვიწრო მაცივრების ფართო სპექტრს, რომლებიც იდეალურია მცირე ზომის სამზარეულოსთვის. მოწყობილობის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ დამატებით მახასიათებლებს, რომლებიც თქვენთვის ყველაზე ოპტიმალურია.

ჩვენ შევადგინეთ BEKO მაცივრების მცირე რეიტინგი, რომლებიც წარმოდგენილია სხვადასხვა ფასების დიაპაზონში. რეიტინგი ემყარება მომხმარებელთა მიმოხილვებსა და გაყიდვების მაჩვენებელს.

BEKO RCSK 250M00 W

თეთრი მაცივარი მცირე ზომებით: 54x60x158 სმ. საყინულის მოცულობა 65 ლიტრია, ხოლო დღის განმავლობაში გაყინვის შესაძლებლობა 4 კგ-მდეა. სამაცივრე ზონის ტევადობა 175 ლიტრია. ელექტროენერგიის გათიშვის დროს კი,  16 საათამდე შეუძლია სიცივის შენარჩუნება. თუ კარი ღია დაგრჩებათ, აუცილებლად გააქტიურდება ხმოვანი სიგნალი. ენერგიის მოხმარება წელიწადში  301 კვტ-ია.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი;
  • პატარა ზომის;
  • ხარჯავს მცირე ენერგიას;
  • საკმარისად დიდი მოცულობა.

ნაკლოვანებები:

  • მუშაობის დროს გამოსცემს მაღალ ხმაურს;
  • ხშირად ითიშება;
  • სახელური ძალიან დაბალია;
  • კარზე განთავსებულია რამდენიმე თარო;
  • სათავსო მხოლოდ 6 კვერცხისთვის.

BEKO RCNK 270K20 W

საყინულე განყოფილება მდებარეობს ქვედა სივრცეში, ხოლო მაცივრის საერთო მოცულობა 270 ლიტრია. ზომები: 54x60x171 სმ-ია. ყველაზე იაფიანი მაცივრებისგან განსხვავებით, იგი აღჭურვილია No Frost სისტემით და არ საჭიროებს გალღობას.

უპირატესობები:

  • ლამაზი დიზაინი;
  • დაბალი ფასი;
  • ფართო მოცულობისა და თაროების მქონე მაცივარი;
  • საყინულეში არის სამი დიდი განყოფილება;
  • მუშაობს ჩუმად;
  • მცირე სიგანე საშუალებას იძლევა, დაამონტაჟოთ იგი პატარა სამზარეულოში.

ნაკლოვანებები:

  • სახელური დაბალზე აქვს განთავსებული;
  • მცირე რაოდენობის თაროები მაცივრის ნაწილში და კარზეც;
  • ინდიკატორი მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც კარი ფართოდაა გამოღებული.

BEKO DSMV 5280MA0 W

ეს არის თეთრი ფერის პატარა მაცივარი (54x60x160 სმ), რომელშიც საყინულე განთავსებულია ზედა სივრცეში და მისი მოცულობა 46 ლიტრია. მაცივრის სრული მოცულობა კი  210 ლიტრია. ენერგიის მოხმარება წელიწადში 298 კვტ-ს აღწევს.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი;
  • პატარა, კომპაქტური მოდელი;
  • დიდხანს ინარჩუნებს სიცივეს;
  • საყინულე შედარებით ფართოა.

ნაკლოვანებები:

  • მთლიანობაში არ არის საკმარისად დიდი სივრცის;
  • ადვილად დაბინძურებადი ზედაპირი.

BEKO TS1 90320

პატარა, ერთკამერიანი მაცივარი (47.5x53x81.8 სმ) საუკეთესო არჩევანია საზაფხულო აგარაკებისთვის ან ისეთი ბინისთვის, სადაც 1-2 ადამიანი ცხოვრობს. მაცივრის მთლიანი მოცულობა 93 ლიტრია, რომელიც არცთუ დიდია. აქვს დაბალი ენერგიის მოხმარება -  წელიწადში 112 კვტ.

უპირატესობები:

  • პატარა  ზომის;
  • იაფიანი მაცივარი ;
  • ნებისმიერ ინტერიერში მოსახერხებლად განთავსების შესაძლებლობა.

ნაკლოვანებები:

  • ხმაური მუშაობის დროს;
  • მცირე რაოდენობის თაროების არსებობა.

მიმოხილვა ჩასაშენებელ მაცივრებზე, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს წინა ბლოგში.

პოპულარული მოდელები