ჩასაშენებელი მაცივრები - მოდელების განხილვა

დღევანდელ აღწერაში გვინდა წარმოგიდგინოთ საუკეთესო ჩასაშენებელი მაცივრები, რომლებიც შედგება: ერთი, ორი, სამკამერიანი მაცივრებისა და  Side-by-Side მოდელებისგან, რომელთა შესახებაც უფრო ვრცლად წინა ბლოგშიც ვისაუბრეთ.

გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებელთა საჭიროებები და ფინანსები ერთმანეთისგან განსხვავებულია ამიტომ, ქვემოთ განხილული იქნება რამდენიმე სხვადასხვა ტიპის მაცივრები,  რომლებიც დაგეხმარებათ ოპტიმალური მოდელის შერჩევაში.

KitchenAid KCVCX 20901 L, R - ჩასაშენებელი ორკამერიანი მაცივარი

KitchenAid ჩასაშენებელი მაცივარი ძლიერი,  პროფესიონალური მოდელია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სამზარეულოში. მაცივრის ტევადობაა 456 ლიტრი და  აქვს შიდა 5 თარო, რომელთა გადაადგილებაც იოლად ხდება.

ჩასაშენებელი მაცივრები - მოდელების განხილვა

მოდელის თავისებურებაში აღსანიშნავია ორი მრავალტემპერატურული უჯრის არსებობა, რომლებშიც შეგიძლიათ იოლად ცვალოთ ტემპერატურა, ხოლო სპეციალური Preserve & Age განყოფილება ქმნის იდეალურ პირობებს ღვინის შესანახად.

უპირატესობები:

  • დიდი ტევადობა;
  • რეგულირებადი თაროები;
  • მრავალტემპერატურული ყუთები;
  • ყინულის გენერატორი;
  • ღვინის კუპე.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი.

Whirlpool SP40 801 EU

მაცივრის მთავარი უპირატესობა მისი გაზრდილი მოცულობა - 400 ლიტრია. აქედან  სამი მეოთხედი მაცივრის განყოფილებაშია, ხოლო 101 ლიტრი საყინულეს ეკუთვნის, რომლის გაყინვის მოცულობა დღეში 4.5 კგ-ია.

მოდელის ეფექტურობას უზრუნველყოფს სიცივის ერთიანი განაწილების ტექნოლოგია. Whirlpool-ს ასევე ცალკე ადგილი აქვს ხორცისა და ყველის შესანახად. დანადგარი აღჭურვილია Microban ჰაერის ფილტრით, რომელიც განკუთვნილია მავნე მიკროორგანიზმების გავრცელების  თავიდან ასაცილებლად.

უპირატესობები:

  • დიდი მოცულობა;
  • ანტიბაქტერიული ფილტრი;
  • დაბალი ხმაურის დონე (35 დბ);
  • საყინულის სწრაფი გალღობა;
  • ძლიერი საყინულე.

Hotpoint-Ariston BDR 190 AAI

უნიკალური მოდელი, რომლის ინსტალაცია შესაძლებელია სამზარეულოს სამუშაო მაგიდის ქვეშ. მისი შიდა სივრცე შედგება ორი დამოუკიდებელი უჯრისგან, ხოლო მოდელის საერთო ტევადობაა 190 ლიტრი. მაცივრის ზომებია - 90x55x83.5 სმ.

ჩასაშენებელი მაცივრები - მოდელების განხილვა

მაცივარს აქვს ანტიბაქტერიული საფარი, რომელიც ახანგრძლივებს საკვების შენახვის ვადას. გარდა ამისა,  აღჭურვილია სუპერ გაგრილების სისტემით, ხოლო ხმაურის დონე არ აღემატება 39 დბ-ს.

უპირატესობები:

  • კომპაქტური ზომები;
  • ორიგინალური დიზაინი;
  • სუპერგაგრილების რეჟიმი;
  • დაბალი ხმაურის დონე;
  • ანტიბაქტერიული კამერის საფარი.

ნაკლოვანებები:

  • საყინულე არ აქვს.

მაცივარი  Hotpoint-Ariston  იდეალურია მცირე ზომის სამზარეულოსთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სახლში, ასევე ბინაში.

KitchenAid KCBPX 18120 - საუკეთესო ჩასაშენებელი Side-by-Side მაცივარი

მაცივარი KitchenAid  სტილისა და თანამედროვე ტექნიკის ნამდვილი განსახიერებაა. მას აქვს ორი ვერტიკალური კამერა,  რომელთა საერთო მოცულობაა 615 ლიტრი.

მოდელი აღჭურვილია სენსორული ტექნოლოგიით, რომელიც აკონტროლებს ტემპერატურისა და ტენიანობის დონის უმნიშვნელო ცვლილებებს და სწრაფადვე გამორიცხავს ყველანაირ დარღვევას. გალღობის სისტემა - Total NoFrost.

ჩასაშენებელი მაცივრები - მოდელების განხილვა

მოდელი აღჭურვილია ანტიბაქტერიული ფილტრით,  ასევე კარების რბილი დახურვისა და მართვის ელექტრონული სისტემით. მაცივრის ზომების გათვალისწინებით, ის ძალიან მცირე ენერგიას მოიხმარს - არაუმეტეს 237 კვტ/სთ/წელიწადში, რაც A ++ კლასს შეესაბამება.

უპირატესობები:

  • ტემპერატურის კონტროლის სენსორი;
  • Total NoFrost;
  • ნულოვანი კამერა;
  • ანტიბაქტერიული ფილტრი;
  • ელექტრონული კონტროლი.

ნაკლოვანებები:

  • ღვინის ბოთლის ჩამოსადები არ აქვს;
  • მულტი ტემპერატურის უჯრა არ აქვს.

პოპულარული მოდელები

მაცივარი ARDESTO DTF-M212X143 კლასი A+
მაცივარი ARDESTO DTF-M212X143 კლასი A+
Regular price 1,099.00 ლარი 699 ლარი / თვეში 38 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მაცივარი Hisense DB35DCUR-INOX კლასი A+
მაცივარი Hisense DB35DCUR-INOX კლასი A+
Regular price 1,129.00 ლარი 1,029 ლარი / თვეში 56 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი
მაცივარი ARDESTO DNF-M295X188 კლასი A+
მაცივარი ARDESTO DNF-M295X188 კლასი A+
Regular price 1,599.00 ლარი 1,139 ლარი / თვეში 62 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მაცივარი Hagen HRBF1832X კლასი A++
მაცივარი Hagen HRBF1832X კლასი A++
Regular price 1,099.00 ლარი 999 ლარი / თვეში 54 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი