ავტომობილის ელექტრო ნასოსები
November 19, 2020მექანიკური ფეხის ნასოსები განსაკუთრებით მოთხოვნადი აღარ არის და გამოიყენება გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ჰაერის კომპრესორის გამოყენება შეუძლებელია. დღეს გვინდა ვისაუბროთ ელექტრო ნასოსების საუკეთესო მოდელებზე, რომლებიც გამორჩეულია ტექნიკური მახასიათებლებითა და ხელმისაწვდომი ღირებულებით.
Ring RAC 635 12v Preset Digital Air Compressor RAC635
არის პატარა, ძლიერი ნასოსი საბურავების მარტივი დაბერვისთვის. მისი მომართვა ძალიან იოლია: დააყენეთ დისკი იმ წნევის მაჩვენებელზე, რომლითაც გსურთ თქვენი საბურავების დაბერვა და ამის შემდეგ დააჭირეთ დაწყების ღილაკს.
ნასოსი მუშაობს იქამდე, სანამ არჩეულ წნევას არ მიაღწევს. ამის შემდეგ, იგი ავტომატურად ჩერდება. განათებული ციფრული ეკრანი გასაგებად აჩვენებს შედეგსა და წნევას.
მოწყობილობა მუშაობს 12 ვტ-ით, რომელიც განსაკუთრებით მოსახერხებელია სახლისა და მოგზაურობისთვის. კაბელები საკმარისად გრძელია, რათა მარტივად მიწვდეს ოთხივე საბურავს.
ნასოსის ადაპტერის 3 ცალიანი ნაკრები ნიშნავს, რომ საბურავების გარდა, იგი შეიძლება გამოყენებული იყოს ველოსიპედის საბურავებისა და მცირე გასაბერი ნივთებისთვის, მაგალითად, ფეხბურთის ბურთებისა ან საბავშვო აუზებისთვის.
აქსესუარების და თავად ნასოსის შენახვა ძალიან მოსახერხებელია - ყველა მავთული და კომპონენტი ლამაზად ჯდება უშუალოდ დანაყოფში.
ტუმბოს მახასიათებლები:
- შესაძლებელია სასურველი წნევის წინასწარ დააყენება და ამ წნევის მიღწევისთანავე, გაბერვის ავტომატურად შეწყვეტის შესაძლებლობა;
- LED განათება სამი პარამეტრით (ნათელი თეთრი განათებისთვის, თეთრი მოციმციმე ყურადღებისთვის და წითელი მოციმციმე SOS-ისთვის);
- სამნაწილიანი თავების ნაკრები ველოსიპედებისთვის, ბურთებისთვის და ა.შ;
- მაქსიმალური მიმდინარე ძალა - 10 ა.
- კონკურენტებთან შედარებბით, მოდელი გამოირჩევა სიმარტვით, სისწრაფითა და საიმედოობით.
RAC635 ნაოსს შეუძლია 13 დიუმიანი საბურავების დაბერვა მხოლოდ 3 წუთში, რაც გაძლევთ იმის საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად გაბეროთ საბურავები;
ციფრული სენსორი ინტუიციური და მარტივია, რომელიც საშუალებას გაძლევთ დააყენოთ საჭირო წნევა მარეგულირებლის ერთი ბრუნვით;
დიდი და ლურჯი ეკრანი კარგად ჩანს დღისითაც და ღამითაც.
Ring RTC1000 Premium Rapid
ალბათ ყველა გამოცდილმა მძღოლმა იცის, რომ კარგად გაბერილი საბურავები ამცირებენ საწვავის ხარჯებს და ამასთან - ნახშირბადის ემისიებს. არასწორად გაბერილ საბურავებს მოძრაობისას უფრო მაღალი წინააღმდეგობა აქვს და როდესაც უფრო მეტი საწვავი იხარჯება და რეზინებიც უფრო სწრაფად ცვდება.
მარტივი და ზუსტი ნასოსი. მომართეთ სასურველ წნევაზე და შემდეგ დააჭირეთ ჩართვა-გამორთვის ღილაკს. როდესაც დაყენებულ წნევამდე მიაღწევს, ნასოსი ავტომატურად გაჩერდება.
დიდი განათების მქონე ციფრული ეკრანი აჩვენებს პარამეტრებსა და მიღწეულ შედეგს. ჰაერის მილი მარტივად იკეცება დანადგარის მხარეს. ნაკრები შეიცავს სპეციალურ ჩასადებს, რათა მისი გამოყენება უსაფრთხო იყოს როგორც საბარგულში, ისე - ავტოფარეხში.
გრძელვადიანი სპილენძის კონექტორი ძალიან გამძლეა, რომელიც იდეალურია ხშირი და განმეორებითი გამოყენებისათვის. იდეალურად განლაგებული ინტეგრირებული LED განათება ანათებს საბურავებს დაბალი სინათლის პირობებში ან ღამით გაბერვისას.
პოპულარული მოდელები