ავტომობილის აქსესუარები-ნასოსი

როდესაც შორ გზაზე მგზავრობთ, მით უმეტეს მაგისტრალზე გადაადგილდებით, აუცილებელია საბარგულში გქონდეთ ყველა ის საჭირო ავტომობილის აქსესუარები, რომლებიც  გაუთვალისწინებელი სიტუაციებს დროს დიდ დახმარებას გაგიწევთ.

სწორედ ასეთი აქსესუარების ჩამონათვალში შედის ნასოსი, რომელიც საბურავების გასაბერად გამოიყენება.

ზოგადად, რეკომენდირებულია, რომ ავტომობილის ყველა მძღოლს საბარგულში ჰქონდეს ნასოსი , რომელიც დიდ ადგილს, ფაქტობრივად, არც კი იკავებს.

სამწუხაროდ, ბევრი  მძღოლი არ ცდილობს ნამდვილად კარგი ნასოსის ყიდვას  და არჩევანს  იმ მოწყობილობაზე აჩერებს, რომელსაც პირველად წააწყდება. არადა, მანქანის საუკეთესო   ნასოსის  პოვნით, გარანტირებული გაქვთ ეფექტური და უპრობლემო მუშაობა.

ავტომობილის აქსესუარები-ნასოსი

 საავტომობილო ნასოსები დაყოფილია რამდენიმე კატეგორიად და წარმოებულია სხვადასხვა კომპანიის მიერ, რაც გარკვეულწილად ართულებს ოპტიმალური მოწყობილობის პოვნის პროცესს, მაგრამ თუკი ბლოგს ბოლომდე გაეცნობით, ეს პრობლემაც გადაიჭრება.

მანქანის ნასოსის ტიპები:

სანამ უშუალოდ ნასოსის ყიდვას გადაწყვეტთ, უნდა გაერკვეთ რა არის ზოგადად ეს მოწყობილობა და როგორია მისი მახასიათებლები.  ბაზარზე წარმოდგენილია ნასოსის სამი ძირითადი ტიპი:

  • ხელის;
  • ფეხის;
  • კომპრესორი.

თუკი კიდევ უფრო ჩაშლით ამ ტიპებს,  ვნახავთ, რომ არსებობს 2 კატეგორიის  ნასოსი:

  • მექანიკური;
  • ელექტრო.

იმისათვის, რათა ზუსტად განსაზღვროთ რომელია თქვენთვის ყველაზე შესაფერისი მანქანის ნასოსი, უფრო დეტალურად უნდა გაეცნოთ მათ. ქვემოთ გთავაზობთ გარკვეულ ინფორმაციას ამ ორ ტიპთან დაკავშირებით:

  1. მექანიკური - იყოფა მემბრანულად და დგუშად. პირველ ტიპს აქვს გარსი, რომელიც დამზადებულია რეზინისგან. დაბალ ტემპერატურაზე ასეთი ტუმბო კარგავს თავის ეფექტურობას, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია - მექანიკური მოწყობილობები არ არის დამოკიდებული ელექტროენერგიის წყაროს არსებობაზე.

ფეხისა და ხელის თანამედროვე მოდელები აღჭურვილია დამატებითი აქსესუარებით, რაც ზრდის და ამარტივებს ბორბლების ბერვის პროცესს.

  1. ელექტრო ნასოსი - ფეხის ნასოსთან შედარებით, ჩვეულებრივი დიდი ზომის კომპრესორებია, რომელთა ელექტროტუმბო შედგება ელექტროძრავისგან, ცილინდრისგან და დგუშისგან.

თუ კი წინა მოდელის შემთხვევაში აღვნიშნეთ, რომ ნასოსი ელექტრო ენერგიის გარეშეც მშვენივრად მუშაობს, მანქანის კომპრესორის შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა, რადგან მოწყობილობა დამოკიდებულია ენერგიის წყაროზე, რომელსაც სიგარეტის სანთებლის საშუალებით ან უშუალოდ აკუმულატორიდან იღებს.

ფეხის საუკეთესო ნასოსები  ავტომობილებისთვის

Michelin 12209 Digital Footpump

მაღალი ფასებისა და  მკაცრი კონკურენციის მიუხედავად, Michelin-ის ფეხის ნასოსები  სიის ლიდერია. მისი ხელმისაწვდომობა და ყოველმხრივი შესანიშნავი  შესრულება, ხელს უწყობს  დილერი პოზიციის დაკავებას.

ავტომობილის აქსესუარები-ნასოსი

დიდი ციფრული დისპლეით,  წვრილი სარქვლის კავშირით,  შლანგითა და აქსესუარების დამჭერებით, ნასოსი მარტივი გამოსაყენებელია. უფრო მეტიც, სენსორი საკმაოდ ზუსტი და ხარისხიანია,  ამიტომ ბერვის დრო მინიმალურია.

Streetwize Accessories SWFPJ33

ეს არის Michelin 12209-ის პირდაპირი კონკურენტი, რომლის განათებული სენსორი ისეთივე ზუსტია, როგორც წინა მოდელის. მიუხედავად იმისა, რომ არსებული ნასოსი საკმად სწრაფად ბერავს საბურავებს, ერთადერთი მინუსი ის აქვს, რომ შლანგი ძალიან ვიწროა და ამის გამო, ბერვის პროცესი ცოტა გართულებულია.

Halfords 686646

კლასიკური Halfords-ი იაფიანი მექანიკურ ნასოსია, მაგრამ მისი სიიაფიდან გამომდინარე, ნაკლოვანებებიც აშკარაა - როდესაც ნასოსი შეფუთულია, აქსესუარების შესანახი სივრცე  ან შლანგის დახვევის შესაძლებლობა, არ არის გათვალისწინებული. 

ავტომობილის აქსესუარები-ნასოსი

Michelin 12206

მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური Michelin 12202 კვლავ იყიდება,  06 მოდელი  ახალი ტიპის ნასოსია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა. გათვალისწინებულია 70 სმ-იანი შლანგი, თავისი მყარი კონსტრუქციითა და მრავალი სხვა სამაგრებით, რაც აადვილებს მოწყობილობის გამოყენებას. სენსორი ისეთივე ზუსტია, როგორც მისი ციფრული ანალოგი.

პოპულარული მოდელები

2 ცილინდრიანი მანქანის ნასოსი ციფრული მონიტორით და ხელსაწყოების კომპლექტით SE.001.ZI UCO
2 ცილინდრიანი მანქანის ნასოსი ციფრული მონიტორით და ხელსაწყოების კომპლექტით SE.001.ZI UCO
Regular price 150.00 ლარი 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ბარათით შეძენისას! 10:00 - 19:00 მიწოდება 2 საათში. 19:00 საათის შემდეგ მიწოდება მომდევნო სამუშაო დღის პირველ ნახევარში
ჰაერის კომპრესორი 18A INGCO AAC2508
ჰაერის კომპრესორი 18A INGCO AAC2508
Regular price 139 ლარი / თვეში 8 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ხელის ტუმბო Overlord Pump UCO
ხელის ტუმბო Overlord Pump UCO
Regular price 30.00 ლარი 24 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
ჰაერის კომპრესორი TOTAL TTAC1406
ჰაერის კომპრესორი TOTAL TTAC1406
Regular price 119.00 ლარი 94 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი