ავტომატური წნევის აპარატები
November 12, 2020ექიმები მუდმივად იძლევიან რეკომენდაციას, რომ ასაკოვანმა ადამიანებმა რეგულარულად უნდა აკონტროლონ არტერიული წნევა . ეს ეხება თუნდაც იმ ადამიანებს, ვისაც არასდროს ჰქონიათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
არტერიული წნევის კონტროლი ყოველდღიურად უნდა მოხდე, რათა თავიდან იქნას აცილებული გულ-სისხლძარღვთა და სხვა სერიოზული დაავადებები, რომლებმაც შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს. სწორად შერჩეული წნევის აპარატები კი დაგეხმარებათ საფრთხეების თავიდან აცილებაში.
წნევის აპარატები გამოიყენება არტერიული წნევის გასაზომად და აპარატის მიერ გაცემული ინდიკატორები შედარებულია ჯანმრთელი ადამიანის სხეულისთვის დადგენილ ნორმებთან.
უფრო და უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესებას ავტომატური წნევის აპარატების ყიდვას , რადგან მათთან მუშაობა ბევრად უფრო ადვილია და მიღებული შედეგებიც უფრო ზუსტია, ვიდრე მექანიკური წნევის საზომები .
დღევანდელ აღწერაში განვიხილავთ ასეთი მოწყობილობების რამდენიმე მოდელს და ასევე გაგარკვევთ, თუ როგორ უნდა გააკეთოთ სწორი არჩევანი.
Omron hbp 1100
რეიტინგში პირველ ადგილზეა წნევის საზომი Omron, რომელიც შესაფერისია არა მხოლოდ მოზრდილების არტერიული წნევისა და გულისცემის გაზომვისთვის, არამედ სამი წლის ბავშვებისთვისაც.
გამოიყენება ოსცილომეტრული და აუსკულტარული გაზომვის მეთოდები, ხოლო ტონომეტრი შეიძლება გამოიყენოთ არა მხოლოდ სახლში, არამედ სამედიცინო დაწესებულებებშიც, რადგან მაღალი სიზუსტის მაჩვენებელი გააჩნია.
სამაჯური ფიქსირდება მხარზე. კომპლექტში შედის სტანდარტული მანჟეტი (22-32 სმ), ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ შეიძინოთ ამავე კომპანიის სხვადასხვა ზომის მანჟეტები. მოწყობილობა აღჭურვილია მცირე ზომის ადაპტერით.
უპირატესობები:
- დიდი ნათელი ეკრანი;
- მუშაობს ბატარეებიდან და ადაპტერიდან;
- ბოლო გაზომვის დამახსოვრების შესაძლებლობა;
- არითმიის გამოვლენა;
- რეზინის ღილაკები.
უარყოფითი:
- მაღალი ფასი
Qardio qardioarm
რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს წნევის აპარატის მოწინავე მოდელი - Qardio qardioarm.
ეს არის არტერიული წნევის აპარატი, რომელიც ასევე ზომავს პულსს. მიღებული შედეგები გადაეცემა იმ გაჯეტებს, რომლებიც მუშაობენ iOS და Android სისტემებით. გჭირდებათ მხოლოდ Qardio აპის ჩამოტვირთვა თქვენს ტაბლეტზე ან ტელეფონში. შესაძლებელია მონაცემთა სინქრონიზაცია S Health და Apple Health სერვისებთანაც.
მოწყობილობა კომპაქტურია და ადვილად თავსდება პატარა ჩანთაში ამიტომ, ჩათვალეთ, ყოველთვის ხელთ გექნებათ. მანჟეტს (22-37 სმ) ადებენ მხარზე.
უპირატესობები:
- მაღალი სიზუსტე - 5% -ზე ნაკლები შეცდომა;
- ექიმისთვის შედეგების გაგზავნის შესაძლებლობა;
- სინქრონიზაცია ტელეფონთან/ტაბლეტთან;
- ჩამონტაჟებული მეხსიერება;
- არითმიის გამოვლენის უნარი;
- სამმაგი გაზომვის ფუნქცია.
უარყოფითი:
- მაღალი ფასი.
And ua 779 ac
მესამე ადგილი უჭირავს ციფრულ მაჯის წნევის აპარატს, რომელიც შეფასებულია როგორც ოჯახის კარდიო ცენტრი. მოწყობილობას აქვს მხრის უნივერსალური სამაჯური (22-43 სმ) და დენის ადაპტერი.
მოწყობილობა განკუთვნილია ორი ადამიანისთვის, რომლებსაც მუდმივად ესაჭიროებათ არტერიული წნევისა და პულსის კონტროლი. ჩამონტაჟებული მეხსიერებაც განკუთვნილია ორი მომხმარებლისთვის. ტონომეტრს მოყვება მოსახერხებელი პლასტმასის ჩანთა. ელექტროენერგია მიეწოდება ქსელიდან და ასევე აკუმულატორების საშუალებით.
უპირატესობები:
- მაღალი სიზუსტე - 5% -ზე ნაკლები შეცდომა;
- ეკრანის განათება;
- ხმოვანი შეტყობინება;
- ჰისტოგრამის აგების ფუნქცია;
- დილის და საღამოს მაჩვენებლების ავტომატური მონიტორინგი;
- არითმიის და ჰიპერტენზიის გამოვლენა.
უარყოფითი:
- შედარებით ძვირია.
პოპულარული მოდელები