3 საუკეთეზო ბენზო ხერხი - მახასიათებლები
September 19, 2020ბენზო ხერხის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური მახასიათებელი - ძრავის სიმძლავრეა, რომელიც გავლენას ახდენს მის პროდუქტიულ მუშაობაზე. პირად ნაკვეთზე, სახლის პირობებში სამუშაოდ საკმარისია დაახლოებით 2 კვტ სიმძლავრის მოდელი, ხოლო ინტენსიური ოპერაციებისთვის და პროფესიული დავალებებისთვის სასურველია 5-6 კვტ სიმძლავრის მქონე ბენზო ხერხის ყიდვა, რომელიც ყველანაირ რთულ დავალებას გაუმკლავდება.
როდესაც ტექნიკური მახასიათებლების მიმოხილვას იწყებთ, ყურადღება მიაქციეთ ჯაჭვის სიგრძეს, რომელიც უზრუნველყოფს ნებისმიერი სისქის მასალის დაჭრას:
სამშენებლო სამუშაოებისთვის ან აგარაკზე ხეების გასასუფთავებლად, საჭიროა არა უმეტეს 35 სმ სიგრძის ჯაჭვები;
სამრეწველო ხეების კომფორტული ჭრისთვის გირჩევთ, შეიძინოთ ისეთი ჯაჭვები, რომელთა სიგრძე 50 სანტიმეტრი ან მეტი იქნება.
ჯაჭვის გარდა, უწყვეტი მუშაობისთვის, საწვავის ავზის მოცულობაც არსებითად მნიშვნელოვანია. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს პარამეტრი პირდაპირად ახდენს გავლენას ჯაჭვური ხერხის ზომებსა და წონაზე . ამიტომ, ავზის სიმძლავრის ოპტიმალური დიაპაზონი მერყეობს 0.2-დან 0.5 ლიტრამდე.
სხვადასხვა დაზიანების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ შეიძინოთ ისეთი მოდელები, რომელთა ხმაური არ აღემატება 100 დბ-ს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ანტი ვიბრაციული დაცვა და ჯაჭვის დამუხრუჭების სისტემა.
Huter BS-45M 70/6/4
მოდელი აღჭურვილია უსაფრთხოების ზომებით, რომელიც ჩამონტაჟებულია ხერხის წინა ნაწილში. რაიმე შეფერხების შემთხვევაში, მოწყობილობა თავად ამუხრუჭებს ჯაჭვს, რაც უზრუნველყოფს მფლობელის უსაფრთხოებას.
იმისათვის, რათა ბენზო ხერხი უსაფრთხოდ გეჭიროთ ხელში, ამისათვის უზრუნველყოფილია სახელურის ერგონომიული დიზაინი.
ჯაჭვის ავტომატური შეზეთვის ტექნოლოგია აადვილებს ხერხის მოვლას, ხოლო მართვის საშუალებები კომფორტულად არის განთავსებული ერთ ადგილზე.
უპირატესობები:
- ანტივიბრაციული სისტემა;
- გამოყენების უსაფრთხოება;
- მარტივი მომსახურება;
- ხანგრძლივი მომსახურების ვადა
ნაკლოვანებები:
- ძალიან მძიმეა
Huter ბენზო ხერხი რეკომენდირებულია საზაფხულო აგარაკებისთვის ან კერძო სახლის მფლობელებისთვის. შესანიშნავი დამხმარეა ბაღის მოვლა-პატრონობისას ან მცირე მშენებლობისთვის.
საუკეთესო ნახევრად პროფესიონალური ბენზო ხერხები
ამ კლასის მოდელებს აქვთ 3.4 ცხენის ძალა და სამუშაო რესურსი არა უმეტეს 800 საათია. ნახევრად პროფესიონალური ხერხები უფრო პროდუქტიულია, ვიდრე საყოფაცხოვრებო, ამიტომ შეუძლიათ გაუმკლავდნენ უფრო რთულ პრობლემებს. ეს პრობლემები კი მოიცავს: ყოველდღიური ხერხვას, სამშენებლო მასალების დამზადებას ან მორების ჭრას.
Ryobi RCS3835T
ძრავის სწრაფი დაწყება უზრუნველყოფილია Easy Start ტექნოლოგიით, ხოლო ჯაჭვის მოძრაობამ შესაძლოა წამში 22 მეტრამდე მიაღწიოს. ძრავის სიჩქარე 37 სმ³-ია, რაც ხელს უწყობს ხერხის მაღალხარისხიან მუშაობას სხვადასხვა სისქის მასალებთან.
ჯაჭვის სიგრძე 35 სანტიმეტრია, ხოლო საწვავის ავზის მოცულობა 0.44 ლიტრია.
უპირატესობები:
- მაღალი დონის შესრულება;
- გამარტივებული მომსახურება;
- ჯაჭვის ბლოკირება;
- მსუბუქი წონა
ნაკლოვანებები:
- მაღალი ფასი.
Ryobi ბენზოხერხი განკუთვნილია როგორც ფიცრების, ასევე - სქელი მორების დასახერხად.
საუკეთესო პროფესიონალური ხერხები
ასეთ მოდელებს აქვთ უდიდესი სიმძლავრე და გაზრდილი მუშაობის ხანგრძლივობა - 2500 საათიდან. მოწყობილობები აღჭურვილია მოცულობითი საწვავის ავზით, რომლებსაც შეუძლიათ 10 საათამდე მუდმივი მუშაობა. პროფესიონალური ტიპის ხერხები გამოიყენება სამშენებლო სამუშაოებისთვის ან სამრეწველო დანიშნულებისთვის.
Husqvarna 365 SP
მოდელს აქვს ჰაერის მწმენდის ეფექტური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გლუვ მუშაობას და ამცირებს ფილტრის ხშირი ცვლის საჭიროებას.
საწვავის ავზის მოცულობა 0.8 ლიტრია, ხოლო ჯაჭვის სამუხრუჭე სისტემა უზრუნველყოფს უსაფრთხო მუშაობას. ვიბრაციისგან დამცავი მექანიზმი საშუალებას გაძლევთ ინტენსიურად გამოიყენოთ ხერხი, თუნდაც რთული სამუშაოების შემთხვევაში.
უპირატესობები:
- გამარტივებული მომსახურება;
- ძლიერი ძრავა;
- გამძლეობა
ნაკლოვანებები:
- მაღალი ფასი.
Husqvarna ხერხი შესაფერისია მკაცრი კლიმატის პირობებში გამოსაყენებლად ან ინტენსიური გამოყენებისთვის, თუნდაც რამდენიმე საათის განმავლობაში.
ეს ბლოგი შეეხებოდა მხოლოდ ბენზინის ძრავზე მომუშავე ხერხებს, თუ თქვენ ელექტრო ხერხის შეძენით ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ სტატიას.
პოპულარული მოდელები