ყველაფერი ელექტროხერხების შესახებ

ზამთარში თბილ ბუხართან ყოფნა ყველას განსაკუთრებულად უყვარს. ბევრი შეშის წვის ყურებითაც შეიქცევს ხოლმე თავს, მაგრამ როცა საქმე ამ შეშის დაჭრაზე მიდგება, მნიშვნელოვანია მოსახერხებელი ელექტრო ხერხის ქონა.

ყველაფერი ელექტროხერხების შესახებ

რა დანიშნულება აქვს ელექტრო ხერხს და როგორია მისი უპირატესობები:

საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის, ეზო-ბაღის მოსავლელად, სახელოსნოებში, მშენებლობებზე, ხე-ტყის დასამუშავებლად ყველაზე კარგი საშუალება - ელექტრო ხერხია.


მიუხედავად იმისა, რომ ხერხი განსაკუთრებით აქტუალური ზამთრის სეზონზეა ხოლმე, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუძლია ფასდაუდებელი დახმარება გაგიწიოთ.

არსებობს ორი ტიპის : ბენზინსა და ელექტრო ენერგიაზე მომუშავე ხერხი, რომლებსაც როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მახასიათებლები გააჩნია.

ბენზინზე მომუშავე

უპირატესობები:

  1. აქვს მაღალი სიმძლავრე და ძრავის სიჩქარე წუთში 8 - 9 ათასს ბრუნს აღწევს.
  2. განკუთვნილია მრავალსაათიანი სამუშაოებისთვის. შეუძლია 8 საათის განმავლობაში გაუჩერებლად მუშაობა.
  3. არ არის დამოკიდებული ელექტროენერგიის წყაროზე. 

ნაკლოვანებები:

  1. აქვს ხმაურისა და ვიბრაციის გაზრდილი დონე.
  2. ბენზინის ძრავა საჭიროებს რეგულარულ შევსებას.
  3. აქვს გამონაბოლქვი, რის გამოც არ იყენებენ დახურულ შენობებში.
  4. საწვავის ავზის გამო, წონა და ზომები საკმაოდ დიდია. 

ელექტრონული

უპირატესობები:

  1. ბენზინის ხერხთან შედარებით, ხმაურის დონე უფრო დაბალია.
  2. წონით მეტად მსუბუქი და შედარებით პატარაა.
  3. არ აქვს ტოქსიკური გამონაბოლქვი, რის გამოც მისი გამოყენება შესაძლებელია შენობის შიგნითაც.
  4. არ არის რთულად მოსავლელი. 

ნაკლოვანებები:

  1. გამოიყენება მხოლოდ ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლებელია ელექტრო ენერგიის წყაროსთან დაკავშირება.
  2. ძრავის მაჩვენებლით, უფრო ნაკლები ძალა აქვს, ვიდრე ბენზინის ხერხს. 

ასე რომ, თავად უნდა გადაწყვიტოთ, რა დანიშნულებისთვის გჭირდებათ ხერხი. გჭირდებათ მსუბუქი წონის , მარტივად გამოსაყენებელი თუ ტექნიკური მახასიათებლებით დატვირთული?

ინსტრუმენტის ყიდვა, რომელიც არ არის შესაფერისი კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად - ფულის ფუჭად ხარჯვაა.
იმისათვის, რათა თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევა, მნიშვნელოვანია შეადარეთ ელექტრული ხერხის პარამეტრები თქვენს საჭიროებებს.

სიმძლავრე

1000 ვატამდე ძრავის მქონე მოდელები შესანიშნავია საყოფაცხოვრებო სამუშაობის შესასრულებლად. მათი დახმარებით შეგიძლიათ მოჭრათ ტოტები, გაამზადოთ მცირე რაოდენობის შეშა და შეასრულოთ მარტივი სამუშაოები. მშენებლობისთვის ან დიდი სამეურნეო საჭიროებებისთვის საჭიროა ძლიერი ელექტრო ხერხი - 2000 ვატამდე და ზემოთ. 

წონა
ხელსაწყოს სიმძიმე განსაზღვრავს რამდენად მოსახერხებელია და რამდენ ხანს შეგიძლიათ მუშაობა.
დაბალი სიმძლავრის მოდელების წონა 3 - 4.5 კგ, მაგრამ დიდი ელექტრო ხერხის წონა შეიძლება 7 კგ-მდეც ავიდეს.

მას შემდეგ, რაც ელექტრო ხერხის თავისებურებები მიმოვიხილეთ, გთავაზობთ, გაეცნოთ რეკომენდაციებს უკვე ბენზო ხერხის შეძენისას.

პოპულარული მოდელები

ელექტრო ჯაჭვური ხერხი AL-KO EKS 2000-35 (11030480)
ელექტრო ჯაჭვური ხერხი AL-KO EKS 2000-35 (11030480)
Regular price 429.00 ლარი 399 ლარი / თვეში 24 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელექტრო ჯაჭვური ხერხი (დრუჟბა) 2000ვტ Raider RD-ECS22
ელექტრო ჯაჭვური ხერხი (დრუჟბა) 2000ვტ Raider RD-ECS22
Regular price 249 ლარი / თვეში 14 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელექტრო ჯაჭვური ხერხი (დრუჟბა) 2000ვტ Raider RD-ECS23
ელექტრო ჯაჭვური ხერხი (დრუჟბა) 2000ვტ Raider RD-ECS23
Regular price 289 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელექტრო ჯაჭვური ხერხი (დრუჟბა) 1800ვტ Raider RD-ECS21
ელექტრო ჯაჭვური ხერხი (დრუჟბა) 1800ვტ Raider RD-ECS21
Regular price 219 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი