22 დიაგონალის ტელევიზორები ჩაშენებული Wi-Fi მოდულით

სამზარეულოში ან პატარა საძინებელში ყოველთვის მოსახერხებელია ისეთი კომპაქტური ტელევიზორების განთავსება, რომელთა დიაგონალი 22-მდეა.

მოდელის არჩევისას, სასურველია ყურადღება მიაქციოთ რეზოლუციას, ჩამონტაჟებული დინამიკების სიმძლავრეს, სურათის სიკაშკაშესა და კონტრასტს.

იმისათვის, რომ გაგიმარტივოთ გადაწყვეტილება და  ტელევიზორების შერჩევის პროცესი, ჩვენ გავაანალიზეთ მომხმარებლების მიმოხილვა და გავითვალისწინეთ ექსპერტების რჩევები.

როგორ ევარჩიოთ 22 ინჩიანი ტელევიზორები ?

მთავარი კრიტერიუმები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ესენია:

  • რეზოლუცია - სასურველია აირჩიოთ FullHD მოწყობილობები, რადგან სწორედ რეზოლუცია იძლევა ნათელსა და კონტრასტულ სურათს;
  • ხედვის კუთხე - ფილმების და სატელევიზიო შოუების სანახავად, ხედვის კუთხე  ნებისმიერი წერტილიდან მოსახერხებელი უნდა იყოს. სასურველია შეარჩიოთ მოდელი 170-დან 178 გრადუსამდე კუთხით;
  • ჩვეულებრივი ან სმარტ ტელევიზორი თანამედროვე ფუნქციებით, რომელიც თქვენს საოჯახო იდილეას უფრო სრულყოფილს გახდის
  • დინამიკის სიმძლავრე - რაც უფრო მაღალია, მით უკეთესი, თუმცა პატარა ოთახისთვის 6-10 ვტ საკმარისი იქნება.

SUPRA STV-LC22LT0075F 22

უბრალო, იაფიანი, მაგრამ მაღალხარისხიანი ტელევიზორი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდისგან, შესანიშნავი იქნება სამზარეულოში მოსათავსებლად, რომელიც საჭმლის მომზადების დროს, დაგეხმარებათ საყვარელი ფილმების ყურებაში.

დაბალი ფასის მიუხედავად, მოწყობილობა გამოირჩევა FullHD რეზოლუციით, რომელიც უზრუნველყოფს ნათელი და დეტალური სურათების ჩვენებას მცირე ეკრანზე.

მოწყობილობას აქვს ნათელი LED განათება და სტერეო ხმა. ტელევიზორი შედარებით ახალია, რომელიც ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა.

ნახვის კუთხეები საკმარისად ფართოა ამიტომ, მაყურებლის ადგილმდებარეობის მიუხედავად, სურათი დამახინჯებული არ იქნება.

მახასიათებლები:

  • ხმის სიმძლავრე 6 W;
  • ხედვის კუთხე 176 გრადუსი;
  • დიაგონალი 56 სმ.

დადებითი:

  • სურათები ძალიან მკაფიო და ნათელია;
  • ციფრული არხების მისაღებად, ჩამონტაჟებულია ტიუნერი;
  • მცირე წონა აადვილებს კედელზე დამონტაჟებას;
  • ხელმისაწვდომი ღირებულება.

მინუსები:

  • ხმის სიმძლავრე არ არის საკმარისი მომხმარებელთა უმეტესობისთვის.

HARPER 24R470T 23.5

მარტივი გამოსაყენებელი, მაგრამ ფუნქციური ტელევიზორი , ხარისხიანი LCD ეკრანითა და LED განათებით. ზომების თვალსაზრისით, ეს მოდელი იდეალურია პატარა ოთახებისთვის და ჩამონტაჟებული ტიუნერი უზრუნველყოფს ანალოგური და ციფრული სატელევიზიო არხების სტაბილურ მიღებას.

ტელევიზორი ასევე უზრუნველყოფს ხედვის ფართო კუთხეს, რომლითაც ძალიან კომოფორტულია ფილმებისა თუ სატელევიზიო შოუების ყურება.

დამატებითი ფუნქციონირებიდან, ტელევიზორი აღჭურვილია ტელეტექსტით, TimeShift ვარიანტით, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეაჩეროთ და განაახლოთ სატელევიზიო პროგრამების ყურება.  ასევე შესაძლებელია ვიდეო ჩანაწერის გაკეთება უშუალოდ USB ფლეშ დრაივზე.

მახასიათებლები:

  • ეკრანის დიაგონალი 60 სმ;
  • ხედვის კუთხე 178 გრადუსი;
  • დინამიკის სიმძლავრე 6 ვტ.

დადებითი:

  • კომპაქტური ზომები და მცირე წონა ხელს უწყობს ინსტალაციას;
  • ნათელი სურათების ჩვენება;
  • ხელმისაწვდომი ღირებულება;
  • დახვეწილი დიზაინი.

მინუსები:

  • მსგავსი ფასის სხვა მოდელებთან შედარებით, დაბალი რეზოლუცია აქვს;
  • არც თუ ისე მაღალი ხარისხის პლასტმასის კორპუსი.

ხარისხიანი ჩინური Xiaomi ტელევიზორების მიმოხილვა იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები