2020 წლის  ყველაზე მოთხოვნადი ბავშვის საწოლები

ახალშობილის გაჩენისთანავე მშობლების ამოცანაა პატარას საჭირო ნივთებით უზრუნველყოფა. პირველი, რაც ბავშვის ოთახში უნდა განთავსდეს ჩვილის საწოლია, მაგრამ ის თუ, როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად და რომელ საწოლზე ღირს ყურადღების გამახვილება , ამას ჩვენი ბლოგის საშუალებით შეიტყობთ.

ბავშვის საწოლი - კომფორტული საძილე ადგილია, სადაც ბავშვი მყუდროდ უნდა გრძნობდეს თავს. მშობლებიც დარწმუნებულნი უნდა იყვნენ,  რომ ბავშვი უსაფრთხოდაა და დაცულია ყველანაირი უსიამოვნებებისგან.

გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე საწოლების ძალიან მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი, უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ ისეთ მოდელებზე, რომლებიც ხელს უწყობს სხვადასხვა ალერგიული რეაქციების შემცირებას.

Incanto Mimi 7 in 1

საწოლის ტიპი - ტრანსფორმატორი. ხის კარკასი დამზადებულია არყის ხისგან, რომელიც წარმოდგენილია 2 ფერში: ღია ხისფერი და თეთრი. საწოლი აღჭურვილია მოსახსნელი წინა პანელით. გარდა ამისა, ბოლოში აქვს სიმაღლის რეგულირების 3 დონე, ხოლო საწოლის გამოყენება შესაძლებელია 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

პროდუქტი შეიძლება გარდაიქმნას აკვნად, სათამაშო მანეჟად და გამოსაცვლელ მაგიდად.

პლიუსები:

  • ლამაზი დიზაინი;
  • მრავალფუნქციური.

ნაკლოვანებები:

  • კომპლექტს არ მოყვება ლეიბი;
  • საწოლზე არსებული წარწერები დროდადრო იცვლის ფერს.

Gadilian Anastasia

აღნიშნული საბავშვო საწოლი გამოირჩევა დიზაინის სიმარტივითა და საჭირო ფუნქციონირების ხელმისაწვდომობით. პროდუქციის დიზაინი პასუხისმგებელია ბავშვის რწევის სიჩქარეზე.

პატარას  ადვილად  ამოსაყვანად, შესაძლებელია წინა და გვერდითი პანელების ამოღება. ასევე შეგიძლიათ გარკვეული ელემენტების დამატება ან ამოღება.

უპირატესობები:

  • სიმაღლის პოზიციის რეგულირება;
  • გათვალისწინებულია საწოლის სიმაღლის რეგულირება.
  • სარწევი დიზაინის საიმედოობა;
  • შესაფერისია სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის;
  • ყუთის მოხერხებულობა ბავშვის ტანსაცმლის შესანახად.

Papaloni

პრემიუმ კლასის მწარმოებელი Papaloni-ის საბავშვო საწოლები  გამორჩეულია უნიკალური დიზაინითა და კარგი ტექსტურით. ზედაპირის ბრწყინვალე სიგლუვე და სილიკონიანი ბალიშები ბავშვისთვის დამატებით კომფორტს ქმნის.

საწოლი დამზადებულია წიფელის მასალისგან, რომლებიც განკუთვნილია 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

უპირატესობები:

  • სიმაღლის 4 რეგულირებადი პოზიცია;
  • დიდი უჯრა;
  • მასალების ბუნებრიობა.

ნაკლოვანებები:

  • ცვეთისადმი მიდრეკილება.

ახალშობილისათვის საწოლის შერჩევისას აუცილებლად გასათვალისწინებელი ნიუანსები იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები