0.9-1 მეტრი სიმაღლის საოჯახო კიბეების მიმოხილვა

კიბეები, რომელთა სიმაღლეა 0.9-1 მეტრამდე, შესაძლებელია გამოიყენოთ როგორც მაღალჭერიანი ბინებისა და სახლებისათვის, ასევე მაღაზიებსა და საწყობებში. მათი სამუშაო სიმაღლე შეიძლება გაიზარდოს 3-3.2 მეტრამდე, რაც შესაფერისია ჭერსა და კედლებზე სამუშაოდ.

მსგავსი ტიპის კიბეები გამოიყენება სახლის შიგნით და გარეთ, ხოლო დაკეცილ მდგომარეობაში შესაძლებელია კარადაში ან საკუჭნაო ოთახში შენახვა, ხოლო საბარგულში ტრანსპორტირებისას, მოითხოვს მეორე რიგის სავარძლების გადაკეცვას.

Krause SAFETY 5 Step

Krause მყარი ალუმინის კიბე უსაფრთხოების მიზნით აღჭურვილია ორმაგი საკეტით. პლატფორმის სიმაღლე 105 სმ-ია, ხოლო სამუშაო - 305 სმ. დამზადებულია ალუმინისგან და დაკეცვის დროს იკავებს 185 სმ ადგილს.

დადებითი:

  • დაცული კუთხეები, რომლის ჩანართებსაც პლასტმასის ქუდები აქვს;
  • ვერტიკალურ პოზიციაზე მოცურების საწინააღმდეგო გადასაფარებლები;
  • ხელსაწყოების უჯრა განკუთვნილია ჩაქუჩის, პატარა სახრახნისების, ხრახნიანი მოწყობილობების, დენის ჩამრთველებისა და ელექტრო ხელსაწყოების ჩასადებად;
  • სპეციალური სახელურით შესაძლებელია სხვადასხვა საჭირო მასალების ჩამოკიდება;
  • დიდი კონსტრუქციისთვის ოპტიმალური წონა - 4.7 კგ.

მინუსები:

  • 80 მმ-იანი სიგანის საფეხურები  არ არის ძალიან მოსახერხებელი;
  • მაღალი ღირებულება;
  • არ თავსდება ყველა მანქანაში.

აღნიშნული ალუმინის კიბე კარგია კერძო სახლში სხვადასხვა ტექნიკური საჭიროებისთვის. აქვს ხელსაწყოების უჯრა და დგომის დასაცავი ორმაგი სისტემა.

Krause SOLIDO 126641

ევროპული მწარმოებლის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მოდელი. პლატფორმის სიმაღლეა 105 სმ, ხოლო წონა 5.2 კგ-ია. კიბე დამზადებულია ალუმინის მასალისგან.

დადებითი:

  • კიბის სვეტების ბოლოები აღჭურვილია მაღალი დონის დამცავებით - საფეხურებიანი გრძელი კიბე მდგრადია ნებისმიერ ზედაპირზე;
  • ტევადი უჯრა განკუთვნილია მრავალფეროვანი წვრილმანებისთვის;
  • განსაკუთრებით მტკიცე საფეხურების საშუალებით, შესაძლებელია 150 კგ-ის გაძლება, თან ისე, რომ ხანგრძილივი მუშაობის პროცესში შიშიც კი არ იქონიოთ;
  • ყველა დეტალი აღჭურვილია პლასტმასის საცობებით;
  • სტაბილურია ყველანაირი მიმართულებით.

მინუსები:

  • ზედა პლატფორმას მრავალი პატარა ღარი აქვს, მაგრამ ისინი ყველა ლითონისაა (რეზინის გარეშე) - თუ ფეხსაცმელი სველია, შესაძლებელია დაზიანდეთ;
  • წყლის ხშირი გამოყენებისას, ალუმინი იჟანგება და ლაქები ჩნდება.

Nika СМ5

ფოლადის კიბის  პლატფორმის სიმაღლეა 106 სმ და აქვს ხუთი საფეხური.

დადებითი:

  • კიბის გამოყენების ინფორმაციული წესები დაბეჭდილია კორპუსზე, რაც სასარგებლოა დამწყებთათვის;

  • გათვალისწინებულია პლასტმასის უჯრა მცირე ნივთებისთვის და ხელსაწყოებისთვის;
  • ზედა ნაწილში განთავსებული რეზინის სამი წრე;
  • გათვალისწინებულია უსაფრთხოების ღვედები, რათა სტრუქტურა არ გაიშალოს;
  • სახრახნისებიანი შესაერთებლები.

მინუსები:

  • საფეხურები მხოლოდ 65 მმ სიგანისაა, რის გამოც ასვლა ადვილი არ არის;
  • როდესაც კიბე სველდება, დროთა განმავლობაში იწყებს ჟანგვას;
  • ჩამოსაკიდებელ უჯრაში არ არის გათვალისწინებული სახრახნისების განყოფილება;
  • ფხვიერ მიწაზე კიბის გამოყენებისას, უნდა გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება.

მომხმარებელთა შეფასებით საუკეთესო კიბეები სახლისა და ბინისთვის ჩვენს წინა ბლოგში მიმოვიხილეთ, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.

პოპულარული მოდელები