სრული კოლექცია


გასაშლელი კიბეები

გასაშლელი კიბეები, როგორც ალუმინის, ისე მეტალის. საუკეთესო ფასები, ონლაინ განვადება და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.

გასაშლელი კიბეები

ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს „სიფრთხილეს თავი არ სტკივაო“. ამ აზრის გაცნობიერება ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ძირითად აქცენტს სიმაღლეზე მუშაობაზე გავაკეთებთ, რომლის დროსაც გასაშლელი კიბეები არსებით როლს ასრულებს.

კარგი გასაშლელი კიბეები საიმედოობის ნამდვილი გარანტიაა, რომლის შერჩევაც გარკვეულ ცოდნას ნამდვილად მოითხოვს.

კიბეები იყოფა შემდეგნაირად:

  • მასალის მიხედვით;
  • დიზაინის მიხედვით;
  • სიმაღლის მიხედვის;
  • დანიშნულების მიხედვით.

გასაშლელი კიბეების ყიდვისას,  ასევე გაითვალისწინეთ, რომ გამძლეობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელსაც ასევე დიდი ყურადღება ეთმობა

გასაშლელი კიბე

იმისათვის, რათა მსუბუქი დაზიანებები, გაუთვალისწინებელი ან  უბედური შემთხვევები თავიდან აიცილოთ, ადგილზე ყურადღებით დაათვალიერეთ კიბე და განსაზღვრეთ მისი გამძლეობის ხარისხი.

ალუმინის გასაშლელი კიბე - საიმედოობის გარანტი

განვიხილოთ მათი კლასიფიკაცია დანიშნულებისამებრ, რათა შევარჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტი. როგორც ვიცით, კიბეები იყო ორ ძირითად კატეგორიად: გასაშლელი კიბეები და სამშენებლო კიბეები.  ორივე მათგანი, იყოფა ჩაშლილ კატეგორიად, რომელიც მოიცავ საყოფაცხოვრებო დანიშნულებისა და პროფესიონალ კიბეებს.

საყოფაცხოვრებო - მსუბუქია, სუსტი კავშირებით და ყოველგვარი გამაძლიერებლის გარეშე. ხშირ შემთხვევაში,  მათი სიმაღლე არ არის დიდი და წარმოდგენილია დაბალი მოდელების სახით. დამზადებულია იაფი მასალებით და განკუთვნილია პერიოდული გამოყენებისთვის. ძირითადად, ასეთ კიბეები  უძლებენ მხოლოდ 100 კგ-მდე.

გასაშლელი კიბეები

პროფესიონალური, იგივე სამშენებლო კიბე - განკუთვნილია  120 კგ-ზე მეტი დატვირთვისთვის. ასეთი დატვირთვა საჭიროა სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას. აქ გამოიყენება ძლიერი შენადნობები, რაც სანდოობის ხარისხს მეტად ზრდის.

მასალებიდან გამომდინარე, არსებობს: ლითონის, პლასტიკური, ხისა და კომბინირებული კიბეები.

ერთ-ერთი თანამედროვე მოდელის გასაშლელი კიბე, რომელიც ყველა სანდო მახასიათებლებით გამოირჩევა, ქვედა ფოტოზეა წარმოდგენილი.

დახურულ სივრცეში ან გარე სამუშაოების შესასრულებლად,  ეს მოდელი ნამდვილად მოსახერხებელია, რადგან აღჭურვილია საიმედო ბორბლებით. პირველი ორი საფეხური მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა საფეხურებისგან, თუმცა, სიმყარე ყოველ მათგანს ერთნაირად მსგავსი აქვს. სიმაღლე სტანდარტულია, რომელიც საკმარისია ჭაღების ჩამოსაკიდებლად და ამასთან, ფანჯრებისა და ჭერის დასასუფთავებლად.

გასაშლელი კიბეები



კიდევ ერთი თანამედროვე კიბე Little Giant-ის კოლექციაში შეგიძლიათ იხილოთ.

აღნიშნულ მოდელს შეუძლიათ 5-8 მეტრიან კიბეებად გარდაიქმნას. მას შემდეგ, რაც მის სიგრძეს დაარეგულირებთ, შეგიძლიათ თავისუფლად და სანდოობით შეასრულოთ ნებისმიერი სამუშაო.

აქვს სპეციალური პლატფორმა, რომელზეც ფეხის მოსახერხებლად დადებაა შესაძლებელი. ასევე მოყვება ხელსაწყოების უჯრა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტული მოდელის ფასი საკმაოდ მაღალია, თუ დიდ სარემონტო სამუშაოებს ატარებთ სახლში და გჭირდებათ  მრავალფეროვანი კიბე, მაშინ მის ღირებულებას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რადგან ნამდვილად კარგ სამსახურს გაგიწევთ.

ზემოდხსენებულის გათვალისწინებით, ნუ შეიძენთ მეორად გასაშლელ კიბეს, ისურვეზე მეორადის ფაში ახალი სამშენებლო კიბის ყიდვაა შესაძლებელი, ასევე ისურვეზე დასაკეცი კიბის დიდი არჩევანი გვაქვს!