დასახელება: შპს ისურვე

საიდენტიფიკაციო ნომერი: 416336316

იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. რუსთავი, XV მ/რ, N13, ბინა 79 

სერვის-ცენტრის მისამართი: ქ.თბილისი, წერეთლის გამზ 140, საწყობი N4

ტელეფონი: 0322 05 31 05

ელ ფოსტა:  isurveofficial@gmail.com 

 

საგარანტიო პირობები

კანონისმიერი გარანტია

შპს ისურვეს მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ ნივთს გააჩნია კანონისმიერი გარანტია, რომელიც განისაზღვრება 2 წლის ვადით.

კანონისმიერი გარანტიის ფარგლებში, თუ ნივთი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, კლიენტს უფლება აქვს მოითხოვოს ნივთის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა (პირველი რიგის უფლებები), ფასის შემცირება ან ხელშეკრულებიდან გასვლა (მეორე რიგის უფლებები).

საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია. მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.

ნივთზე თავდაპირველი ნაკლის არსებობის მტკიცების ტვირთი, ნივთის ჩაბარებიდან 6 თვის განმავლობაში ეკისრება კომპანიას, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ - კლიენტს.

იმ შემთხვევაში, თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება ონლაინ მაღაზიაში მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია თავდაპირველი ნაკლი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს კომპანია თავისი რესურსით.

საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელი ვალდებულია ნივთი გადასცეს მოვაჭრის წარმომადგენელს.

საგარანტიო მომსახურების მისაღებად აუცილებელია დაცულ იქნეს მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები თანდართული ინტრუქციის შესაბამისად.

საგარანტიო პირობების ფარგლებში, ნივთის შეკეთების ვადად განისაზღვრება მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე.

საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება თუ:

  • გასულია საგარანტიო ვადა.
  • მომხმარებელი ვერ წარმოადგენს საგარანტიო ტალონს და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება.
  • საგარანტიო ტალონში ან მოწყობილობის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი / იმეი კოდი და სხვაგვარად შეუძლებელია ნივთის იდენტიფიცირება.
  • წუნი გამოწვეულია მომხმარებლის მიერ ნივთზე მექანიკური ზემოქმედებით. 
  • წუნი გამოწვეულია პლომბი/ლუქის აძრობით ანდაზიანებით.
  • წუნი გამოწვეულია მომხმარებლის მიერ ნივთის თვითნებურად დაშლით და აწყობით. 
  • დაზიანება გამოწვეულია კომპიუტერული ვირუსის ან შეუსაბამო ფაილების მიერ. 
  • დაზიანება გამოწვეულია მექანიზმში უცხო სხეულების ან სითხის შეღწევის გამო. 
  • დაზიანება გამოწვეულია ელექტრო ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვალებადობით), დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურით, ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დარღვევით.

მომხმარებელი ვალდებულია, ნივთის ჩაბარებისას მოახდინოს მისი დათვალიერება და ხელმოწერით დაადასტუროს, რომ მას არ გააჩნია ვიზუალური წუნი.

საქონლის ან მომსახურების უპირობოდ დაბრუნების პოლიტიკა

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ამავე კანონის მე-14 მუხლით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

ეს ვადა აითვლება:

  • მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;
  • ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;
  • მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;
  • საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.

დაბრუნების პირობები

მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების თაობაზე. ვადა აითვლება მომხმარებლისთვის ნივთის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს ნივთის დაბრუნების ფორმა (იხ. ჩვენს ვებ-გვერდზე) და გადმოგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: isurveofficia@gmail.com

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:

  • მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა;
  • გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი.
  • მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად.

მოვაჭრე ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა. მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე განხორციელდება.

თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.

მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ. ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული გამონაკლისი

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას იმ საქონელზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.

მოვაჭრეს შეუძლია, მომხმარებლის თანხმობით, თანხის დაბრუნების ნაცვლად, მომხმარებელს შეუცვალოს პროდუქცია.

სპეციალური პირობები ელექტრო ტექნიკის ენერგოეფექტურობის შკალირების სისტემისთვის:

2024 წლიდან მსოფლიო მწარმოებლების უმრავლესობამ შეცვალა ენერგოეფექტურობის შკალირების სისტემა. შესაბამისად, ახალი სისტემით:

  • A = A
  • A+ =B
  • A++ =C
  • A+++ =F

2024 წელს იმპორტირებულ მოდელებს ყუთზე უკვე ახალი შკალირება აქვს დატანილი, ხოლო წინა წლის მოდელებზე ჯერჯერობით ისევ ძველი სისტემა შეგხვდებათ. დამატებითი დეტალები შეგიძლიათ დააზუსტოთ ჩვენს საგარანტიო სამსახურთან.