ხელის და მინი ვენტილატორი
ხელის და მინის ვენტილატორი, გაგრილების ძალიან პოპულარული საშუალება ისურვეზე. უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.
თუ გინდა, რომ სიცხეში ყოველთვის თან გქონდეს სიგრილე - ხელის ვენტილატორი ან მინი ვენტილატორი სწორედ ისაა, რაც გჭირდება. პატარა ზომის მიუხედავად, ეს მოწყობილობები საკმაოდ ეფექტურად აფრქვევენ ჰაერს და სასიამოვნო გარემოს ქმნიან ნებისმიერ დროს: მანქანაში, ოფისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან უბრალოდ სეირნობისას.

პატარა ვენტილატორი მუშაობს ელემენტზე ან უსბ-ზე და არ საჭიროებს დიდ სივრცეს. მარტივად ეტევა ჩანთაში ან მაგიდაზე და ბევრ მათგანს აქვს მბრუნავი თავი, რამდენიმე სიჩქარიანი რეჟიმი და მუშაობს უხმაუროდ.
აღსანიშნავია, რომ დასადგამ ან მაგიდის მოდელებს ხშირად პულტიანი ვენტილატორების კატეგორიაშიც შეხვდებით, ასე რომ იქაც გადაამოწმეთ.
მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტული ვენტილატორი ხშირად ფასდაკლებით გხვდება განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, პატარა ვენტილატორი მაინც ძალიან მოთხოვნადი პროდუქტია და ამას თავისი მიზეზები აქვს:
რატომ უნდა აირჩიო მინი ან ხელის ვენტილატორი?
- კომპაქტურია და მსუბუქი - შეგიძლია წაიღო ყველგან
- სწრაფად აგრილებს პირად სივრცეს
- ზოგ მოდელს აქვს USB დატენვა ან აკუმულატორი
- მუშაობს ჩუმად - არ შეგაწუხებს ხმაური
- ზოგიერთ მოდელს აქვს წყლის გაგრილება, თუმცა თუ წყლით გაგრილება გაინტერესებთ, ამისთვის ცალკე კატეგორია გვაქვს სახელწოდებით დამატენიანებელი ვენტილატორი.
- იდეალურია სამუშაო მაგიდაზე, ტრანსპორტში ან გარეთ სეირნობისას
- სხვადასხვაგვარი დიზაინით – დასადგამი, დაკიდებული, დასაკეცი, ქუდზე დასამაგრებელი და კისრისაც კი.
თუ სტანდარტული ვენტილატორი არ გსურთ მაგრამ გაგრილება მნიშვნელოვანია, გადახედეთ ოთახის ჰაერის გამაგრილებლების კატეგორიას.