პედიკურის და მანიკურის კომპლექტი 7-1 ში SOKANY HC-383
პედიკურის და მანიკურის კომპლექტი 7-1 ში SOKANY HC-383
Regular price 89 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
შილაკის აპარატი 168W SUN Y8
შილაკის აპარატი 168W SUN Y8
Regular price 189 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
შილაკის აპარატი 192W SUN Y9
შილაკის აპარატი 192W SUN Y9
Regular price 160.00 ლარი 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პედიკურის და მანიკურის მოსაშორებელი აპარატი OEM GL9036
პედიკურის და მანიკურის მოსაშორებელი აპარატი OEM GL9036
Regular price 90.00 ლარი 59 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

შილაკის საშრობი

შილაკის საშრობი ამ ტიპის მანიკურის მომხმარებელი ქალბატონებისთვის განუყოფელი მეგობარია. შილაკი თავისთავად ფრჩხილების მოვლის საუკეთესო საშუალებად ითვლება, მისი მოხდენილობისა და გამძლეობის გამო, შილაკის აპარატი კი ამ პროცესს ბევრად უფრო ამარტივებს.

შილაკის საშრობი - ფრჩხილების მოხატვის ხელოვნება

ხელოვნება ყველაფერს შეგიძლია დაუკავშირო, მათ შორის - ფრჩხილებსაც. ბოლოს რამოდენიმე წელია, ქალბატონებში ძალიან პოპულარული გახდა ფრჩხილების მოხატვა და ამ ეფექტის რამოდენიმე კვირით შენარჩუნება. ეს ეფექტი კი მიიღწევა რით თუ არა - შილაკის საშრობი აპარატის გამოყენებით.

შილაკის საშრობი

რადგან ქალბატონები თავის მოვლას დიდ დროს უთმობენ, ხშირად წუხდნენ იმაზე, რომ ჩვეულებრივი ლაქით მოხატული ფრჩხილები მხოლოდ რამოდენიმე დღე ძლებდა, ხოლო შემდეგ კარგავდნენ პირვანდელ ეფექტსა და სახეს. სწორედ ამ წუხილში, გამოიგონეს შილაკის  აპარატი, რომლითაც ძალიან მარტივადაა შესაძლებელი შილაკის გაკეთება. ასე შეღებილი ფრჩხილი არათუ რამოდენიმე დღით, არამედ მთელი თვით მშვენივრად ინახება.

იმ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილი გაქვთ შილაკის  აპარატის ყიდვა, მაშინ შევეცდებით, მცირე რაკურსი გაგიწიოთ და გარკვეული რჩევებიც მოგაწოდოთ.

ისურვეს დამხრებით, თქვენ საუკეთესო თავის მოვლის საშვალებები შეგიძლიათ შეიძინოთ და აღარ ხარჯოთ დრო და ფული სალონებში სიარულისგან.

უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ის, რომ ყველა აპარატს აქვს ნათურები, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. არსებობს სხვადასხვა ტიპის: LED, CCFL ან LED+CCFL.

 

ულტრაიისფერი ნათურები - ჩვეულებრივი ტიპის ნათურებია, რომლებსაც დამწყებები იყენებენ, ის შედარებით იაფი და გამოსაყენებლადაც მარტივია, თუმცა ეს ტიპი უკვე შედარებით მოძველებულია და არც თუ ისე მოსახერხებელია.

ნაკლოვანებები:

  • გელის ლაკის გაშრობას 1-2 წუთს ანდომებს, ამიტომ გამოცდილი კადრები თითქმის აღარ იყენებენ მას;
  • იკავებს საკმაოდ დიდ ადგილს სამუშაო მაგიდაზე, რის გამოც მოუხერხებელია;
  • აქვს მაღალი სამუშაო ტემპერატურა, მაქსიმალური 50 გრადუსამდეც კი ადის, რის გამოც მაქსიმალურად ყურადღებითა და ფრთხილად უნდა იყოთ.

 

ერთ-ერთი მოდელი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში, ეს არის  იაპონური შილაკის აპარატი - Yoko UV N36 WF.

მაღალხარისხიან იაპონურ მოწყობილობას  ჩაშენებული  აქვს ვენტილაცია, რომელიც გამორიცხავს ოპერაციის დროს გადახურებას, აგრეთვე პოლიმერიზაციის დროს ფრჩხილის ფირფიტის დაწვას.

შილაკის საშრობი

36 ვტ ნათურა აშრობს საფარს 2 წუთში, ხოლოდ მოწყობილობა აღჭურვილია ტაიმერით, დაპროგრამებული პოლიმერიზაციის დროით (30, 90, 120 და 180 წამი). სამუშაო ზედაპირის სარკისებური საფარი ასახავს სინათლეს და უზრუნველყოფს ნებისმიერი საიზოლაციო მასალის სწრაფ გამკვრივებას.

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე;
  • ვენტილაციის არსებობა;
  • ქრონომეტრი;
  • ხელსაყრელი ფორმა;
  • გრძელი დენის კაბელი.

ნაკლოვანებები:

  • საკმაოდ დიდი ფასი.

მანიკურის საშრობი, Yoko N36 არის თანამედროვე და მოსახერხებელი , რომელიც რამდენიმე წელიწადს შეუფერხებლად იმუშავებს

განსაკუთრებით შესაფერისია მათთვის, ვისაც თხელი და მგრძნობიარე ფრჩხილები აქვს.

აქვე სასარგებლო რჩევა: სამუშაოს დაწყებისას და აპარატის ჩართვისას, ნუ შეხედავთ ულტრაიისფერ ნათურებს, რადგან ეს უარყოფითად აისახება თქვენს მხედველობაზე.

ულტრაიისფერი ნათურები ორი ტიპით: ელექტრონული და ინდუქციური ანთების მიკროსქემით ინთება.

ელექტრონული - ამ ტიპის ნათურა ყველაზე პოპულარულია და ძალიან დაბალი ფასი აქვს. თუმცა, ელექტრონული ანთების მიკროსქემას არ გააჩნია დაცული კვანძები, რის გამოც იგი უფრო მგრძნობიარეა დენის ჭარბი მიწოდების შემთხვევაში.

შილაკის საშრობი

ინდუქციური - მაღალი ფასისა და დიდი ზომების გამო, ინდუქციური ანთების მქონე ნათურები ნაკლებად გვხვდება. ამ ნათურების წონა 2 კგ.

CCFL ნათურები + LED ნათურები - ამ ტიპის აპარატებში, საშრობის სიჩქარე 30 წამამდეა დაყვანილი. აქვს კომპაქტური ზომა და ამასთან შესანიშნავი დიზაინი. 6 LED  ნათურით  გაწყობილ აპარატს,  ეს ნათურები განლაგებული აქვს  შიდა პერიმეტრში, რომლის თავზეც დამონტაჟებულია ერთი CCFL სპირალი. ყველა ნათურა, რომელიც 36 ვატს ანაწილებს ერთმანეთთან, თანაბრად და ეფექტურად აშრობს გელს.

ამ დროისთვის, CCFL + LED ნათურები არც ისე პოპულარულია, როგორც ადრე, მაგრამ მაინც კარგი არჩევანია სახლის პირობებდა და სალონებში  გამოსაყენებლად.

უპირატესობები:

  • გელის სწრაფი გაშრობის ფუნქცია;
  • დაბალი ოპერაციული ტემპერატურა და მაღალი ეკონომია;
  • უსაფრთხო ფრჩხილის,  კანისა და თვალებისთვის;
  • არ საჭიროებს სანათების ხშირ ცვლას, მუშაობის ხანგრძლივობაა 50 ათასი საათი;
  • მსუბუქი წონა და კომპაქტურობა;
  • თანამედროვე დიზაინი.
  • რაც მთავარია, LED ნათურებს არ აქვთ უარყოფითი გამოსხივება და სრულიად უსაფრთხოა კანისთვის.

ყველაზე დიდი ფასდაკლება, შილაკის აპარატებზე და სხვა საოჯახო ნივთებზე მხოლოდ ისურვეზე!

შილაკის საშრობი თავის მოვლისათვის საჭირო ის ატრიბუტია, რომელიც დაგიზოგავთ დროსა და ფინანსებს

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სალონური მომსახურება, რომელიც ფრჩხილის ესთეტიკურ სილამაზეს გულისხმობს, ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ მიიღოთ.

ისურვეზე თავის მოვლის კატეგორიაში წარმოდგენილია ის პროდუქცია, რომელსაც ქალბატონები ყველაზე ხშირად სტუმრობენ.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შემოგვეთავაზებინა თქვენთვის საუკეთესო პროდუქცია და ზემოთ ამიტომაც გაგაცანით გამორჩეული მოდელები.

ისურვეზე მუდმივად ივსება შემოთავაზებული პროდუქციის ასორტიმენტი და ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა პროდუქციას სააქციო ფასად.

შილაქის საშრობი აპარატი თანამედროვე ქალბატონებისთვის საუკეთესო საჩუქარია, რომელსაც ისურვე სპეციალურ ფასად გთავაზობთ

ფასდაკლებებსა და აქციებს ჩვენს მომხმარებლებს ხშირად ვთავაზობთ. გარდა ამისა, სასურველი პროდუქტის შერჩევის შემდეგ შეკვეთას კურიერი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში უფასოდ მოგართმევთ.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ სალონური მომსახურების მიღება რეგიონებში არც ისეთი მარტივია, რადგან სალონები ყველგან არ არის.

თანამედროვე ტექნოლოგიები კი ჩვენი ნებისმიერი სურვილის ასრულებას ემსახურება და გამონაკლისს არც თავის მოვლის პროცედურები წარმოადგენს.

ახლა უკვე აღარ გჭირდებათ სალონის სტუმრობა და საუკეთესო მასტერის ძებნა, რადგან თქვენთვის სასურველი დიზაინით ფრჩხილის მოხატვას თქვენ თავადაც შეძლებთ.

ამისათვის საკმარისია ფლობდეთ საჭირო აღჭურვილობას, რომელსაც ისურვე გთავაზობთ. გისურვებთ წარმატებას!