სხვა ბაღის ინსტრუმენტები
სხვადასხვა წვრილი ბაღის ინსტრუმენტები ჩვენს ონლაინ მაღაზიას.
შეგახსენებთ, ბარათით გადახდის შემთხვევაში თქვენზე გავრცელდება ფასდაკლება.
ბაღში და საგაზაფხულო აგარაკზე მუშაობა წარმოუდგენელია ეზოს ხელსაწყოების გარეშე. მიწის დამუშავების ხარისხი, კულტივირება, ხილ-ბოსტნეულის უხვმოსავლიანობა ნაწილობრივ დამოკიდებულია ბაღის ინსტრუმენტების მრავალფეროვნებაზე. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად სწორად შეარჩევთ იარაღებს.
ჩვენ გთავაზობთ განვიხილოთ, თუ რა იარაღებია საჭირო ბაღისა და ეზოს მიწის დასამუშავებლად.
ბაღის ინტრუმენტები
ინსტრუმენტების სწორად გამოყენებისთვის, სასურველია თავად იმუშაოთ მასზე. ასე უკეთ გაიგებთ როგორი ხელსაწყოები არსებობს და რა არის მათი ძირითადი დანიშნულება.
ნიჩბები
ეს არის ეზოს დამუშავებისთვის ყველაზე აუცილებელი ინსტრუმენტი, რომლის გარეშე შეუძლებელია მიწის დამუშავება. ყველაზე ხშირად, აგარაკის მაცხოვრებლები იყენებენ ისეთი ტიპის ნიჩბებს, როგორებიცაა მომრგვალებული და მართკუთხა ფორმის.
მაგალითად, დიდი ნიჩბები გამოიყენება, როდესაც აუცილებელია თოვლის ან ნამსხვრევების შეგროვება. დიზაინით ჩვეულებრივ ნიჩბებს ჰგავს, უბრალოდ შედარებით დიდი ზომისაა და აქვთ გრძელი სახელური.
მომრგვალებული ზედაპირის დახმარებით, შეგიძლიათ დაბაროთ მყარი მიწა, ამოთხაროთ მოსავალი და მოჭრათ წვრილი ფესვებიც კი იმის გათვალისწინებით, რომ ნიჩბების ბოლოები მკვეთრია.
ფხვიერი ნიადაგის თხრისას, გამოიყენება მართკუთხა ნიჩაბი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მთლიანად ვერტიკალური და ბრტყელია. ძირითადად მზადდება ჩვეულებრივი ფოლადის, ტიტანის ან უჟანგავი ფოლადისგან. სხვათა შორის, ტიტანის ბაღის ინსტრუმენტები აღიარებულია, როგორც საუკეთესო ხარისხის მაჩვენებელი, რომელიც მსუბუქი წონისაა და მისი ზედაპირიც თითქმის არ ჭუჭყიანდება. გასათვალისწინებელია ის, რომ ასეთი ნიჩბების ფასი მაღალია.
ისეთი თანამედროვე ბაღის ხელსაწყოებისთვის, როგორიცაა ნიჩბები, სახელური ხისგან მზადდება. ზოგჯერ მოდელებში შეგიძლიათ იპოვნოთ Y- ფორმის სახელური, რომელიც ნიადაგის დამუშავებისას, ზედმეტ ძალისხმევას არ მოითხოვს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასეთი ნიჩვების დამსახურებით მიწა კარგად მუშავდება. ჩვენ არ გირჩევთ ისეთი ბაღის ინსტრუმენტების ყიდვას, რომლებიც საღებავით ან ლაქითაა დაფარული. ვინაიდან, ასეთმა ხელსაწყოებმა შესაძლოა ხელში ისრიალონ და გაართულონ თქვენი საქმეც.
სამკბილა ჩანგლები და ბრტყელი სათიბი ცელი
სხვა ბაღის ინსტრუმენტებს შორის, კიდევ ერთი აუცილებელი ინსტრუმენტია სამკბილა ჩანგლები. მოკლე ტიპის მოწყობილობები იდეალურია კომპოსტირებისთვის. გარდა ამისა, ძალიან ხშირად ნახავთ როგორ იყენებენ ასეთ იარაღებს ბოსტნეულის ამოსაღებად, რადგან ამ მიდგომით ფესვების სრულად მოჭრის შანსი მცირდება. ასევე შეგიძლიათ გაასუფთავოთ ტერიტორია ფხვიერი ნარჩენებისგან.
ბალახის სათიბი ცელი სპეციალური იარაღია, რომლის მოხმარება აბსოლუტურად მფლობელის სურვილსა და კომფორტზეა დამოკიდებული. ვინაიდან, ზოგიერთი მებაღე საერთოდ ვერ იყენებს მას, ზოგიერთი კი პირიქით - უფრო მეტი დატვირთვით.
ინსტრუმენტი ჰგავს ლითონის ფრჩხილს, რომელსაც ემატება სახელური. მნიშვნელოვანია, რომ საჭრელის ყიდვისას, მხოლოდ ორიგინალი მოძებნოთ, რადგან უხარისხო ინსტრუმენტით საქმეს ვერ გააკეთებთ.
ეზოს დანა, საჭრელი და ხერხი
დანები და ბაღის ხერხი მებაღეობის შესანიშნავი ინსტრუმენტებია, რომელიც განკუთვნილია ძველი ბუჩქის ან თუნდაც ხის მოსაშორებლად. ყველა ხერხის ძირითადი მოთხოვნა გლუვი ჭრის ფუნქციაა, რომლის დახმარებით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ქერქი სხვადასხვა მიმართულებით გაფანტვა.
დანებსა და ბაღის ხერხს შორის ის განსხვავდებაა, რომ მათ აქვთ ისეთი მომრგვალებული ბოლოები რაც არ აზიანებს ხეს ტოტების ჭრის დროს.
საოჯახო დანადგარების ყველაზე ფართო არჩევანი და ყველაზე დაბალი ფასები მხოლოდ ჩვენთანაა, შეიძინეთ ისურვეზე და მიიღეთ ყველაზე დიდი ფასდაკლებები ბარათით გადახდის შემთხვევაში!