Zepter

Zepter-ის, ცნობილი ევროპული ბრენდის მაღალი ხარისხის ქვაბების ნაკრებები ისურვეს ონლაინ მაღაზიაში.

შეიძინეთ წამყვანი ბრენდის უჟანგავი მეტალის ქვაბები ფასდაკლებით ბარათით გადახდის შემთხვევაში, ან მოქნილი ონლაინ განვადებით და ისარგებლეთ უფასო საკურიერო სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.

ჩვენს საიტზე ნამდვილად შეგიძლიათ თქვენი სამზარეულოსთვის ყველანაირი ნივთის შეძენა, ახლა კი Zepter-ის ქვაბების ნაკრებს დავუბრუნდეთ.

Zepter სამზარეულო ჭურჭელი

Zepter International - საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც აწარმოებს როგორც ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტებს, ასევე უჟანგავი ფოლადის ნაწარს სამზარეულოსთვის.

კომპანია 1986 წელს დაარსდა ლინცში (ავსტრიაში), თუმცა სათაო ოფისი  დღეს შვეიცარიაში მდებარეობს.  პროდუქტები იწარმოება კომპანიის 7 საწარმოში, საიდანაც რამდენიმე  მდებარეობს გერმანიაში, იტალიასა და შვეიცარიაში.

ისტორია

1986 წელს, Zepter International-მა წარმოადგინა უჟანგავი ფოლადის ნაწარმი და სუფრის  აქსესუარები (დღეს ბრენდი Home Art იგივე), რომელსაც აწარმოებდა მილანში,  საკუთარ ქარხანაში - Menfi Industryia S.p.A-ში.

1996 წელს კომპანიამ გააფართოვა თავისი პროდუქციის ასორტიმენტი ორი შვეიცარიული ფირმის შერწყმით: Bioptron AG (სამედიცინო მოწყობილობები და აღჭურვილობა) და Intercosmetica Neuchâtel SA (კანის მოვლის კოსმეტიკა)

სწორედ ამ შერწყმის შემდეგ,  კომპანიის შტაბი გადავიდა შვეიცარიაში, ხოლო მოგვიანებით,  კომპანია შეუერთდა შვედურ კომპანიას Kuna Group AB და დაიწყო გამწმენდი წყლის - Aqueena-ს წარმოება.

მოგვიანებით შეიქმნა ჰოლდინგის სხვა სტრუქტურა -  Zepter Finance AG, რომელიც მუშაობდა არასახელმწიფო პენსიებზე,  ჯანმრთელობის დაცვა-დაზღვევაზე და უძრავი ქონების სფეროში.

Zepter საოჯახო ჭურჭლის რეალიზება ხორციელდება 46 ქვეყანაში. პროდუქციის წარმოება კი აქტიურად მიმდინარეობს შვიდივე საწარმოში, რომელთაგან ზოგიერთი მდებარეობს გერმანიაში, იტალიასა და შვეიცარიაში. პროდუქცია იყიდება როგორც  პირდაპირი გაყიდვებით, ისე - საკუთარი მაღაზიებით.

Zepter ჭურჭლის ნაბორი

პროდუქტები:

Zepter International-ს ფლობს ხუთ ბრენდს:

  • Zepter Home Art: ჯანსაღი და სწრაფი კვებისთვის მოსამზადებელი მოწყობილობები, საკვების უსაფრთხოდ შესანახი კონტეინერები და მაგიდის ჭურჭელი;
  • Zepter Medical: სამედიცინო პროდუქტები სილამაზისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის;
  • Zepter Home Care: საყოფაცხოვრებო ტექნიკა წყლისა და ჰაერის წმენდისთვის, რომლებიც განკუთვნილია  ოთახების სწრაფი დასუფთავებისთვის;
  • Zepter Cosmetics & Luxury: კოსმეტიკური ხაზი, რომელიც დაფუძნებულია ბუნებრივი მცენარეული ექსტრაქტებით, ფუფუნების საგნებით, საათებითა და სახლის ტექსტილით;
  • Zepter Ze-Presso: კაფსულის ყავის აპარატი სახლის პირობებში ექსპრესოს დასამზადებლად.

ქველმოქმედება:

Philip and Madeleine Zepter-ის ფონდი უზრუნველყოფს გრანტების გაცემას ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის და  აფინანსებს სამეცნიერო და კულტურულ პროექტებს.

2004 წლიდან  Philip and Madeleine Zepter-ის ფონდი  აწყობს ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსს „Artzept“-ს ახალგაზრდა დიზაინერებისათვის, ხოლო კონკურსანტების ნამუშევრები  გამოფენილია Zepter-ის მაღაზიებში.

წარმატებული და საინტერესო ისტორიის მიმოხილვის შემდეგ, აუცილებლად უნდა წარმოგიდგინოთ  Zepter  უჟანგავი ფოლადის ქვაბები და უნდა გახაროთ, რომ მათი შეძენა ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის გვერდზეც ხელმისაწვდომ  ფასად შეგიძლიათ.

უჟანგავი ფოლადი ქვაბების ნაკრები Zepter ZP-2777  წარმოებულია  გერმანიაში, რომელიც ხარისხის თვალსაზრისით, შესანიშნავია.

Zepter ქვაბების ნაკრები

აქვს 7 ფენიანი ძირი და მასალა მთლიანად უჟანგავი ფოლადისაა. თავსახურის მასალა მინისაა, რომელსაც  შემდეგი დამატებითი მახასიათებლები აქვს. მაგალითად,  სითბოს რეზისტენტული სახელურები, ენერგიის ეკონომია,  არ იკრავს საკვებს და  უსაფრთხოდ ირეცხება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. გამოყენება შესაძლებელია  გაზქურაზე, ჰალოგენზე, ინდუქციურ და ელექტრო პლიტაზე.

კომპლექტაცში შემავალი ჭურჭლის ზომებია: 2 ლიტრიანი  რძის მადუღარა, 3 ლიტრიანი ტაფა, 2.5 ლიტრიანი ჩაიდანი,  8, 3.6 და 2.6 ლიტრიანი ქვაბები.

უჟანგავი ფოლადი ქვაბების  ნაკრებიკიდევ მეორე მოდელი -  Zepter 12 PCS ZP-5213-ია ისურვეს გვერდზე,  რომლის ფასიც ოდნავ განსხვავებულია წინასთან შედარებით.

აღნიშნული ნაკრებიც გერმანიაშია წარმოებული, მაგრამ წინასგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში 5 ფენიანი ძირებია.  მახასიათებლები ზემოთ  აღნიშნული ნაკრების იდენტურია.

კომპლექტში შემავალი ჭურჭლის ზომები კი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. წარმოდგენილია  4 ქვაბი და 1 ტაფა შემდეგი მაჩვენებელებით: 2.1; 6.6;  3.9 და 2.9 ლიტრიანი ქვაბებები და 3.4 ლიტრიანი ტაფა.