Yato - იატო
პოლონური Yato (იატო) სუპერ ხელსაწყოების ნაკრებების ძალიან დიდი ასორტიმენტით, ხელის ინსტრუმენტების დიდი არჩევანი ისურვეზე. განვადება და უფასო ადგილზე მიტანა, საუკეთესო ფასთან ერთად.
Yato არის ხელსაწყოებისა და ელექტრო ინსტრუმენტების მთავარი მწარმოებელი და დისტრიბუტორი, რომელიც მრავალი წელია წარმატებულად ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე.
ზუსტი კორპორატიული სტრატეგია, რომელიც კომპანიის მომგებიანობის და ეკონომიკური განვითარების გარანტიაა, საშუალებას აძლევს Yato-ს, რომ მუდმივად დანერგოს ინოვაციური პროდუქტები, გავიდეს ახალ ბაზრებზე და ყოველდღიურად გააგრძელოს საკუთარი სტრატეგიის განვითარება.
ყველაზე მოთხოვნადი კლიენტებისთვის, Yato-ს ხელსაწყოები და ელექტრო იარაღები უმაღლესი ხარისხის, პროფესიონალური ინსტრუმენტების პირდაპირი სინონიმია.
ხარისხიანი ხელსაწყოები კი ნამდვილად ყველა სახლში უნდა იყოს, რადგან არასდროს ვიცით როდის გამოვადგება ისინი, იატო კი ნამდვილად უმაღლესი ხარისხის ბრენდია.
აღჭურვილობისა და ხელსაწყოების სეგმენტში, Yato არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, როგორც ეკონომიკური ზრდის წლებში, ისე კრიზისის დროს, დინამიურად ზრდიდა თავის საბაზრო წილს ევროპისა და აზიის ბაზრებზე ახალი ფილიალებისა და წარმომადგენლობითი ოფისების გახსნით.
Yato-ს ისტორია დაახლოებით 20 წლის წინ პოლონეთში დაიწყო და ამჟამად, საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი კომპანიაა, სადაც დასაქმებულია 350-ზე მეტი თანამშრომელი.
Yato Capital Group-ის აქციებს განკარგავენ მხოლოდ პოლონელი ინვესტორები, რომლებმაც შექმნეს უნიკალური ბრენდები და დღემდე უზრუნველყოფენ კომპანიის უწყვეტ განვითარებას.
ისეთი ძლიერი ბრენდების შექმნის შესაძლებლობა, როგორიცაა: YATO, FALA, FLO, POWER UP, STHOR, VOREL, LUND და TOYA GIFTS არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც კომპანიას სხვა კონკურენტებისგან მნიშვნელოვნად განასხვავებს. 1500-ზე მეტი მომხმარებელთა ჯგუფი კი არის მაღალი ხარისხის, უკეთესი გარანტიისა და ბრენდის ერთგულების შედეგი.
Yato group-ს აქვს საკუთარი პროფესიონალური ლოგისტიკური ქსელები, მათ შორის თანამედროვე ლოგისტიკური და სადისტრიბუციო ცენტრები. ასევე სატრანზიტო წერტილები და დიდი მოცულობის საწყობები, სადაც შესაძლებელია პროდუქციის უსაფრთხოდ შენახვა/განთავსება და მომხმარებლებისთვის მიწოდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მომხმარებლებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც განპირობებულია მაღალი ხარისხის პროდუქტებითა და მათი კმაყოფილებით, უზრუნველყოფს კომპანიის გრძელვადიან წარმატებას და ხელს უწყობს შემდგომ თანამშრომლობას.
Yato გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიან პროდუქტებს ფასისა და ხარისხის თვალსაზრისით;
- მომხმარებელზე მორგებული სერვისები ცნობილია როგორც:
- შეკვეთების მოკლევადაში უზრუნველყოფა;
- პროდუქციაზე ხელმისაწვდომობა;
- მოქნილობა - მაგალითად, მოკლე დროში შეკვეთების უზრუნველყოფა;
- გაყიდვების შემდგომი მომსახურება;
- ინოვაციურობა - მუდმივად ახალი პროდუქციის დანერგვა (მიმდინარე შეთავაზება მოიცავს 9000-ზე მეტ ნივთს).
ბრენდი ისტორია:
- 1990 წელი - დაარსდა Yato IMPORT-EKSPORT SC;
- 2001 წელი - დაარსდა Yato SA, რომელმაც შეიძინა Yato IMPORT-EKSPORT SC-ის აქტივები;
- 2001 წელი - გაიხსნა თანამედროვე ლოგისტიკური და სადისტრიბუციო ცენტრი Wroclaw-ში (8 სართულიანი, 15 000 ადგილიანი, რომელიც განთავსებული იყო 3000 კვ.მ ფართობზე);
- 2001 წელი - Yato SA ფილიალის გახსნა Pruszkow-ში;
- 2002 წელი - Yato SA Krynichno-Toya Golf & Country Club-ის ფილიალის გახსნა;
- 2002 წელი - Yato SA Kryniczno ბრენდის განვითარება - TOYA GOLF როგორც ექსკლუზიური საკუთრება;
- 2003 წელი - ბრენდის დივერსიფიკაცია - ახალი ბრენდების განვითარება: YATO, FALA, FLO, POWER UP, STHOR, VOREL;
- 2003 წელი - Yato ROMANIA SA-ის დაარსება ბუქარესტში;
- 2006 წელი - Yato GOLF-ის გახსნა;
- 2007 წელი - Pruszkow-ის ფილიალის ლიკვიდაცია და თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის გახსნა პოლონეთში, ვარშავასთან ახლოს Mlochow-ში;
- 2008 წელი - YATO China-ს ახალი ფილიალი შანხაიში (თანამედროვე ოფისი და ლოგისტიკური ცენტრი, რომლის საერთო ფართობი 3000 კვ.მ-ზე მეტია);
- 2011 წელი - უძრავი ქონებისა და გოლფის განყოფილების TG&CC-ის ცალკეულ კომპანიებად გაყოფა.