ხორცსაკეპი მანქანა Kenwood
ხორცსაკეპი მანქანა Kenwood - საუკეთესო არჩევანი, სუპერ ფასი და ონლაინ საბანკო განვადება. გარანტია და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.
Kenwood-ი ერთ-ერთი ცნობილი მწარმოებელია, რომელიც მომხმარებელს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. ბრენდმა ხორცსაკეპი მანქანა თავის საიმედო მოწყობილობად აქცია, დახვეწა იგი გამორჩეული ფუნქციებით, დიზაინით და სიმძლავრეთა ერთობლიობით და ასე მოინადირა უამრავი მომხმარებლის გული.
ხორცსაკეპი მანქანა უმნიშვნელოვანესი დანამატია თქვენს სამზარეულოში, კენვუდი კი ერთ-ერთი ყველაზე სანდო მწარმოებელი.
თუმცა, ყველა სიკეთესთან ერთად, ეს პარამეტრები, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს Kenwood-ის ხორცის საჭრელი მანქანის ღირებულებაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ ონლაინ მაღაზია isurve.ge-ზე Kenwood-ის ხორცსაკეპზე მოთხოვნა მუდმივადაა, დიასახლისებს უმეტესობა ყიდულობს ან ამ ბრენდს, ან მეორე მაღალმოთხოვნად პროდუქტს - Bosch-ის ხორცსაკეპ მანქანას.
ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი სურვილიდან გამომდინარე, ჩვენ გთავაზობთ, ხორცსაკეპი მანქანა Kenwood-ზე განვადების უმარტივეს პირობებს ან ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომენტალურ ფასდაკლებას. ასე, რომ სურვილსა და საჭიროებას წინ ნუ აღუდგებით და შენაძენის შემთხვევაში, 1 დღეში, სრულიად უფასოდ მიიღეთ ნივთი სახლში.
იმისათვის, რათა უკეთ გავერკვეთ რას გვთავაზობს Kenwood-ის ბრენდი, ამისათვის გავაანალიზებთ რამოდენიმე მოდელის მაგალითს.
ხორცსაკეპი მანქანა kenwood-ის მოდელები:
პირველი ეს არის - Kenwood MG-516-ის მოდელი, რომელიც გამოირჩევა საშუალო პარამეტრების მაჩვენებლით. მომხმარებლებში კმაყოფილებას იწვევს იმ მხრივ, რომ აქვს სამუშაოს იდეალურად შესრულების უნარი, თანამედროვე დიზაინი და სხვადასხვა ტიპის საქშენების რაოდენობა.
ბრენდის კიდევ ერთი მოდელი Kenwood MG-520-ია, რომელიც მომხმარებლებისგან შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო და საიმედო ხორცის საჭრელი მანქანა.
აქვს თანამედროვე დიზაინი, რომელიც მშვენივრად ერგება სამზარეულოს ნებისმიერს ინტერიერ. მანქანის უპირატესობები შემდეგნაირად გამოიყურება:
- სიმძლავრე - 450 ვტ;
- დისკები - 3 სხვადასხვა დიამეტრის;
- ლითონისგან დამზადებული უჯრა;
- დენის კაბელი სიგრძე - 1.6 მ;
- წონა - 5.3 კგ;
- ადვილად ასაწყობი-დასაშლელი და გასარეცხი;
სამწუხაროდ, ნაკლოვანებებში უნდა აღინიშნოს მოწყობილობის მაღალი ხმაურის დონე, რომელიც ნაწილობრივ დისკომფორტს იწვევს. თუმცა, როგორც ირკვევა, წარმოდგენილ მოდელს უფრო მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე უარყოფითი მხარე, ამიტომ ხშირად მომხმარებლები ირჩევენ საშინაო მოხმარებისთვის Kenwood-ის სწორედ ამ მოდელს. და ბოლოს, ხორცის საჭრელის პოპულარობა განპირობებულია იმითაც, რომ მისი ფასი არცთუ ისე მაღალია.
kenwood ხორცის მანქანა - იაფი და ხარისხიანი არჩევანი
კიდევ ერთი მანქანა, რომელიც საკმაოდ მარტივი მოდელია თავისი მინიმალური მახასიათებლებით, Kenwood MG-360-ია. რომლის ძირითადი უპირატესობებია: მოსახერხებელია, არ იწვევს ზედმეტ ხმაურს, აქვს სხვადასხვა ფუნქცია, ამასთან სხვადასხვა დიამეტრის სამი დისკი და რეზინირებული ფეხები. გარდა ამისა, ხორცის მანქანის ფასი საკმაოდ იაფია ის ასევე მსუბუქია - იწონის 3.4 კილოგრამს.
აქვს ძრავის გადატვირთვისგან დაცვისა და უკუსვლის ფუნქცია. რაც შეეხება ნაკლოვანებებს, შეუძლებელია მისი გარეცხვა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ზოგადად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დაბალი ფასის მიუხედავად, აღნიშნულ ხორცის გასატარებელ მანქანას ბევრი უპირატესობა აქვს.