მაგიდის დისკური ხერხი 2000W Scheppach HS100S (08042570)
მაგიდის დისკური ხერხი 2000W Scheppach HS100S (08042570)
Regular price 699 ლარი / თვეში 38 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ცირკულარული ხერხი მაგიდით POWERTECH TSP18001
ცირკულარული ხერხი მაგიდით POWERTECH TSP18001
Regular price 1,200.00 ლარი 999 ლარი / თვეში 54 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ხის საჭრელი ცირკულარული ხერხი მაგიდით BOSCH GTS 254
ხის საჭრელი ცირკულარული ხერხი მაგიდით BOSCH GTS 254
Regular price 1,044 ლარი / თვეში 56 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ცირკულარული ხერხი მაგიდით BOSCH GTS 10 XC
ცირკულარული ხერხი მაგიდით BOSCH GTS 10 XC
Regular price 3,945.00 ლარი 3,009 ლარი / თვეში 161 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
მაგიდის ცირკული ხერხი POWERTECH TS255-1
მაგიდის ცირკული ხერხი POWERTECH TS255-1
Regular price 750.00 ლარი 649 ლარი / თვეში 35 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ხის საჭრელი მაგიდის ხერხი BLACK & DECKER BES720-QS
ხის საჭრელი მაგიდის ხერხი BLACK & DECKER BES720-QS
Regular price 949 ლარი / თვეში 51 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

ხის დაზგები

ხის დაზგები, ყველაზე დიდი ასორტიმენტი. ყველა ტიპის ხის დაზგა საუკეთესო ფასად, ონლაინ განვადებით, გარანტიით და უფასო საკურიერო სერვისით.

ხის დაზგები  ამ დროისთვის, ხეზე სამუშაოდ ყველაზე ხელმისაწვდომ მოწყობილობად რჩება, რომელბიც აქტიურად გამოიყენება სახლების მშენებლობასა და გაფორმებაში.

სადურგლო დაზგები ხეზე მუშაობისთვის ყველაზე საჭირო ნივთია

თუ ხეზე მუშაობთ, მაშინ რა თქმა უნდა, ხის დაზგა აუცილებლად გჭირდებათ, მისი შეძენა კი ყველაზე მომგებიანი ჩვენს საიტზეა, რასაც ჩვენ მოკლე მიმოხილვაში დაგიმტკიცებთ.

ხესთან მუშაობისთვის აუცილებელია ხე-ტყის დამამუშავებელი მანქანა,  რომლის სხვადასხვა ვარიანტებიც უამრავია. მაგალითად, ერთ მანქანას იყენებენ დაფის გასაშლელად ან პირის დასამუშავებლად, ხოლო ნიმუშის ან ორნამენტის გამოყენებას სხვა ტიპის ხელსაწყო  ესაჭიროება.

სადურგლო დაზგები ორიგინალური და დახვეწეილი ორნამენტების შესრულების ან სადა და უპრეტენზიო ნაკეთობებისთვის, ყველაზე საჭირო ელექტრო ხელსაწყოა, რომელთაც ოსტატები დიდი ყურადღებით არჩევენ.

ხის დაზგები

რა თქმა უნდა, თანამედროვე ბაზარზე არის მრავალფუნქციური მოწყობილობა, იგივე ხის დაზგები, რომელსაც შეუძლია ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მას აქვს ან მთელი რიგი შეზღუდვები, ან ძალიან ძვირია.

ჩვენს აღწერაში გავითვალისწინეთ ისეთი მრავალი ფაქტორი, როგორიცაა მოხერხებულობა, საიმედოობა, უსაფრთხოება და გამძლეობა. ასევე, შეირჩა სპეციალურად სახლის დაზგები, რომლებსაც მისაღები ზომები აქვთ და არ საჭიროებს კომპლექსურ ინსტალაციას ან ფიქსაციას.

ხის სტანოკი, როგორც ხშირად უწოდებენ, მრავალგვარი არსებობს, ბოლოდროინდელი უახლესი ტექნოლოგიები კი გულგრილს არცერთ ხელოსანს ტოვებს.

ყველა ხის დანადგარი მუშაობს ძალიან მაღალი ხმაურის დონეზე  და მათი წონა საკმაოდ მაღალია. უფრო მეტიც, აქ ვგულისხმობთ მათი პირადი სარგებლობის შესაძლებლობასაც. ისინი ადვილად შეიძლება დამონტაჟდეს თქვენს ავტოფარეხში ან პატარა სახელოსნოში.

ყველაზე კარგი ხის მანქანები სახლისთვის

სახერხი მანქანები არის პირველი ხელსაწყო, რომელიც საჭიროა ხესთან მუშაობისთვის.  ძალიან რთულია დაფის დაშლა  ხერხის გამოყენების გარეშე, და თუ ვსაუბრობთ ზუსტ ზომებზე, მითუმეტეს ხელით ეს სრულიად შეუძლებელია.

DEWALT DW745

უსაფრთხოება ხის დანადგარის არჩევისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. Dewalt ამ მხრივ, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს უსაფრთხოების საკითხებს. კერძოდ, ეს მოდელი აღჭურვილია დამცავი ფუნქციების მთელი ჩამონათვალით. აქ არის რამდენიმე სენსორი, რომლებიც მყისიერად რეაგირებენ გაუთვალისწინებელ სიტუაციებზე. ხერხში, რომელიც მოქმედებს ძალიან დიდი სიჩქარით, თუ უცხო ელემენტი მოხვდება, ის მაშინვე შეჩერდება.

ხის დაზგები

თუ უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისაა თქვენთვისაც, მაშინ ეს აპარატი ზუსტად რომ თქვენთვისაა.  თანაც შედარებით მაღალ ფასს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. დიახ, აპარატურა ძვირია, და თუ მხოლოდ ტექნიკური მახასიათებლებს ითვალისწინებთ, მაშინ შეგიძლიათ იპოვოთ იგივე  მანქანა, მაგრამ ბევრად უფრო იაფიანი. ამ შემთხვევაში, თქვენ იხდით თანხას უსაფრთხოებაში და, რა თქმა უნდა, ბრენდში, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის მაღალ ხარისხს და მის ხანგრძლივ მომსახურებას.

MAKITA MLT100

ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის ბაზარზე ლიდერები დიდი ხანია დადგენილია და იაპონური კომპანია MAKITA ერთ-ერთი მათგანია. რა გამოარჩევს ამ ბრენდს? პირველ რიგში, საიმედოობა და გამძლეობა. დიახ, მათი აპარატები შედარებით ძვირია, მაგრამ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, დიდხანს არ საჭიროებენ რემონტს. მაქსიმალური, რაც შეიძლება დაგჭირდეთ, ჯაგრისების შეცვლაა, რომლებიც, სხვათა შორის, მოყვება კიდეც მოწყობილობას.

ხის დაზგები

სხვა საკითხებთან ერთად, ძალიან მოსახერხებელია. ხერხი იკლებს და მაღლა იწევს, ასევე იცვლის მიდრეკილების კუთხეს, ხოლო ყველა კონტროლი ხორციელდება მოსახერხებელი ბერკეტის გამოყენებითა და ყველა საჭირო საზომი მასშტაბით.

თქვენ არ გჭირდებათ თითოეული დაფის ფრთხილად გაზომვა. პარამეტრები საშუალებას გაძლევთ დააყენოთ მანქანა, როგორც  თქვენ გჭირდებათ. ასევე სწრაფად შეცვალოთ მუშაობის რეჟიმი, რთული მანიპულაციების შესრულების გარეშე.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ყველაზე მოსახერხებელი, და ზოგიერთ აპარატთან შედარებით,  საუკეთესო იარაღი ხის დამუშავებისთვის.  უფრო მეტიც, დაზგა უნივერსალურიც კია, რადგან ის ერთდროულად ასრულებს რამდენიმე ფუნქციას.