სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


Verto

პოლონური ელექტრო ხელსაწყოების და სამშენებლო ინსტრუმენტების დიდი არჩევანი Verto-სგან. უფასო საკურიერო მომსახურება და ონლაინ საბანკო განვადება წამყვანი ქართული ბანკებისგან.

Topex პოლონური კომპანიაა, რომელიც ხელის ინსტრუმენტებს, სპეციალიზირებულ ტანსაცმელებსა და დამცავი მოწყობილობების ფართო სპექრტს აწარმოებს. კომპანიის დაარსება პოლონეთის საბაზრო ეკონომიკის დაარსების პარალელურად - 1990 წელს მოხდა.

დაარსების დღიდან, კომპანია ევროპული დისტრიბუტორების სავაჭრო პარტნიორია, რომლებიც ტექნიკური პროდუქციის რეალიზაციით არიან დაკავებულნი. 1992 წელს შეიქმნა საკუთარი ბრენდ ინსტრუმენტები -

Topex, ხოლო დროთა განმავლობაში, ეს ბრენდი გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლონეთში და მის ფარგლებს გარეთ.
Topex პროდუქციის პოპულარობის გამო, შეიქმნა რამდენიმე შვილობილი კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ბრენდის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებაზე. თავად Topex ბრენდი გამოიყენება ძირითადად ხელის ინსტრუმენტების ფლაგმანურ მოდელებზე.

შვილობილი კომპანიები, რომელზეც დღეს აქცენტირებას გავაკეთებთ, ეს არის Verto, რომელსაც წარმოდგენილი აქვს ბაღისა და ეზოს მოვლის ხელსაწყოები. მათი პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ საქართველოშიც, ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის ოფიციალურ საიტზეც.

Verto

Verto ბაღის ინსტრუმენტები შესაფერისია სახლისა და ეზოს პირობებში გამოსაყენებლად, რომელიც საშუალებას გაძლევთ ეფექტურად გამოასწოროთ მცირე ხარვეზები და განახორციელოთ საინტერესო იდეები.

უშუალოდ Topex ჯგუფი დღეს უკვე საერთაშორისო კომპანიაა, რომელსაც საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს უცხოეთში. კორპორაციის სამი საწარმო მდებარეობს პოლონეთის ფარგლებს გარეთ, ხოლო მსოფლიოს 40-ზე მეტმა ქვეყანამ გახსნა ბაზარი Topex-სთან და შვიდივე შვილობილ კომპანიასთან. იმპორტიორთა შორის ძირითადად ევროპული ქვეყნებია.

მთელს მსოფლიოში მომხმარებელთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შემუშავებულია ფართო და მრავალმხრივი პროდუქციის ასორტიმენტი, რომელიც მოიცავს 5000-ზე მეტ პროდუქციას. კორპორაცია აწარმოებს და ყიდის ყოველწლიურად 42 მილიონზე მეტ პროდუქტს.

როგორც Verto ასევე Topex სპეციალიზირებულია სახლისა და ბაღის ხელსაწყოებისა და აქსესუარების წარმოებაში, რომლებიც ხელმისაწვდომ ფასთა დიაპაზონშია წარმოდგენილი.

Verto

სახლი და ბაღი არის ის ადგილი, რომლებიც მოითხოვს მუდმივ შრომას და თავდადებას. ჩვენ ვიცით, რა თანხის დახარჯვაა საჭირო იმისათვის, რათა მიიღოთ შესანიშნავი ეფექტი დასრულებული ინტერიერით და ლამაზი მცენარეებით.

VERTO დაგეხმარებათ ყველაფრის მოვლაში. გასხვლა, მორწყვა, გაზონის მოვლა, დარგვა - შეთავაზებაში ნახავთ ყველაფერს, რაც თქვენს ბაღს სჭირდება.

ხარისხი და ფასი, ამ შემთხვევაში, ხელს უწყობს ერთმანეთს, ამიტომ არ გჭირდებათ დიდი არჩევანის გაკეთება. წყლის სისტემები, ხელსაწყოები, აქსესუარები, ელექტრო ინსტრუმენტები - ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ მებაღეობისა და სახლის სამუშაოებისთვის წარმოდგენილი აქვს VERTO-ს.

Verto

ბაღის მტვერსასრუტ VERTO-ს შეუძლია როგორც შეწოვა, ასევე - დაბერვა. სიმძლავრე 2800 w-ია, ხოლო კონტეინერის მოცულობაა 40 ლ. ჰაერის სიჩქარე 275 კმ/სთ-ია, ჰაერის ნაკადი(დაბერვა) 13 მ3/წთ. დანაქუცების კოეფიციენტია 10:1, ხმაურის დონე 100 დბ.

ძირითადი ფუნქციური მახასიათებლებია შეწოვა-დაბერვა-დანაქუცება, სწრაფი ჩართვა, ჰაერის ნაკადის სიძლიერის რეგულირება და ქამარი მხარზე დასაკიდებლად.

VERTO 52G549 ბალახის სათიბის ჭრის დიამეტრი ძუით 25 სმ-ია, ხოლო ძუის დიამეტრია 1.5 მმ. მაქსიმალური ბრუნის რაოდენობა წუთში 8800-ია. მოყვება აკუმულატორი Li-Ion 18 V(1.3 Ah), რომლის დამუხტვის დროა 5 სთ. აქვს D-ფორმის სახელური და ერგონომიული დიზაინი. წონა მხოლოდ 2.6 კგ-ია.

ელექტროხერხი Verto 52G165 650W მარტივი გამოსაყენებელია, რომელიც შეგიმსუბუქებთ მუშაობის პროცესს. მოწყობილობის სიმძლავრე 650 W-ია, ხოლო სვლის სიხშირე 500-3000 სვლა/წთ-ში. დამატებითი მახასიათებლებია: სვლის სიგრძე 20 მმ და ჩახერხვის სიღრმე (ხე/ლითონი) 115/10 მმ.