ვენტილატორი
ვენტილატორი, ეს მარტივი და უწყინარი მოწყობილობა სახლში სასიამოვნო აურის შესაქმნელად შეუცვლილია.
შეიძინეთ ვენტილატორი ისურვეს ონლაინ მაღაზიაში და მიიღეს ის უფასოდ საქართველოს ნებისმიერ წერტილში.
ვინტილატორი გაგრილების სწრაფი და კომფორტული საშუალებაა
თანამედროვე ტექნოლოგიები მუდმივად გვაკვირვებს ახალი შესაძლებლობებითა და ეფექტურობით.
ვინტილატორი გარანტირებული ხარისხით, ეფექტურობითა და ეკონომიურობით, ცხელი საზაფხულო დღეების გასაგრილებლად ძალიან პრაქტიკული მოწყობილობაა, რომელსაც გთავაზობთ ისურვე საუკეთესო ფასად.
ვიდრე კონკრეტულ მოდელებს გაგაცნობდეთ, ვენტილატორის რამდენიმე ტიპზე ბისაუბრებთ, რომლებსაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად ირჩევენ.
ვენტილატორი ყველაზე ხარისხიანი მწარმოებლებისგან
ბაზარზე არსებული დიდი არჩევანი საშუალებას გვაძლევს, შევარჩიოთ სასურველი დიზაინის, ზომის, მახასიათებლებისა და ფასის მოდელი.
ვენტილატორი უნდა შეირჩეს, პირველ რიგში, სიმძლავრის მიხედვით, რადგან სწორედ სიმძლავრეზეა დამოკიდებული გაგრილების ხარისხი და დაბერვის სიჩქარე, რაც ვენტილატორის მუშაობისას მის ეფექტურობას ყველაზე კარგად ასახავს.
მწარმოებლები, რომელთა პროდუქციაც ისურვეზეა წარმოდგენილი, გვთავაზობენ ვენტილატორებს ყველაზე ხარისხიანი და გამძლე მასალითა და კონსტრუქციით, რომლებიც წლების განმავლობაში იქნებიან პასუხისმგებელი თქვენს კომფორტზე.
მინი ვენტილატორი კომპაქტური დიზაინით გაგრილების იდეალური საშუალებაა
ვენტილატორების მრავალფეროვანი არჩევანიდან მომხმარებლები ხშირად ანიჭებენ უპირატესობას მაგიდაზე დასდაგამ მოდელებს, რომლებიც იდეალურად ართმევენ თავს დავალებას.
პატარა ვენტილატორი კომპატური და მარტივი დიზაინით უზრუნველყოფს ჰაერის გაგრილებას მცირე რადიუსში, რაც საშუალებას გაძლევთ ზედმეტი დანახარჯის გარეშე დააღწიოთ თავი სიცხეს.
მსგავსი კომპაქტური დიზაინის მოდელები იდეალურია მათთვის, ვინც დღის ნაწილს სამუშაო მაგიდასთან ატარებს, მუშაობს გონებრივად და სჭირდება ეფექტური საშუალება გაგრილებისთვის.
მინი ვინტილატორი მრავალფეროვანი არჩევანით ქუჩაში გადაადგილებისასაც კი გვაძლევს გაგრილების საშუალებას, რადგან ზოგიერთი მოდელი ჩაშენებული ელემენტით, დენის წყაროსთან მიერთების გარეშე მუშაობს, არის მსუბუქი და კომფორტული.
მაგიდის, იატაკის, ჩაშენებული, ჭერის - როგორი ვენტილატორი არ არსებობს მსოფლიოში. სწორედ ამ მოწყობილობების შესახებ ვისაუბრებთ დღევანდელ აღწერაში და მოგიყვებით როგორ შეიძლება გაგრილდეთ ზაფხულის ცხელ დღეებში.
რომელი ვენტილატორი შევიძინოთ სახლისთვის?
მოწყობილობის მთავარი მახასიათებელი ჰაერის ცირკულაციაა, რაც დამოკიდებულია პირების ძალასა და ზომაზე.
ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ვენტილატორებისთვის, ეს მაჩვენებლები არ არის განსაკუთრებით მაღალი, მაგრამ მისი შესრულება დამოკიდებული უნდა იყოს ოთახის მოცულობაზე.
სახლისთვის უმჯობესია შეიძინოთ ისეთი მოწყობილობა, რომელსაც რამდენიმე ოპერაციული რეჟიმი აქვს. ვინაიდან, რაც უფრო მეტია რეჟიმების რაოდენობა, მით უფრო ადვილია ოპტიმალური სიჩქარის პოვნა.
თანამედროვე მოდელებს აქვთ მრავალი საინტერესო ფუნქცია, რომლებიც აფართოებენ კლიმატის ტექნოლოგიის მასშტაბებს.
ფუნქციები მოიცავს:
- გათბობას;
- იონიზაციას;
- დამატენიანებელს;
- ნათურებს.
მაგრამ აქვე არ უნდა დაივიწყოთ, რომ თითოეული დამატებითი ვარიანტი ზრდის ვენტილატორის ფასს.
Xiaomi Mijia DC Inverter - ჭკვიანი ფუნქციის საზაფხულო ვენტილატორი
Xiaomi ბრენდის მოწყობილობას აქვს ჩაშენებული Wi-Fi მოდული, ამიტომ მისი კონტროლი შესაძლებელია არა მხოლოდ დისტანციური მართვით, არამედ სმარტფონში არსებული აპლიკაციის საშუალებით.
გარდა ამისა, ვენტილატორს ასევე შეუძლია სინქრონიზაცია მოახდინოს ”ჭკვიანი სახლის” სისტემასთან და სხვა სმარტ მოწყობილობებთან - მაგალითად, მას შეუძლია ავტომატურად ჩართოს ჰაერის გამწმენდი.
Mijia DC-ის სპეციალურად ფორმის პირები, ხელს უწყობენ ჰაერის უკეთეს მიმოქცევას, რაც მოწყობილობას, თუნდაც დაბალი სიჩქარით მუშაობისას, უფრო ეფექტურს ხდის. ინტელექტუალური პროგრამა კი ავტომატურად ცვლის ჰაერის ნაკადს და ახდენს ქარის სიმულაციას.
უპირატესობები:
- Wi-Fi მოდული - კონტროლის ყველა შესაძლებლობით;
- ეკონომიური ენერგომოხმარება;
- მშვიდი მუშაობა;
- 100 სხვადასხვა ოპერაციული რეჟიმი.
ნაკლოვანებები:
- განათება არ აქვს.
Xiaomi Mijia DC ვენტილატორის მაღალი ეფექტურობა და ფუნქციონირება საშუალებას აძლევს მოდელს, კონკურენცია გაუწიოს კონდიციონერებსაც კი.
Polaris PSF 40RC - თანამედროვე მოდელი
დისტანციური მართვა და დისპლეი, რომელიც ასახავს ოპერაციის რეჟიმს და ტემპერატურას, ამ ვენტილატორის ერთ-ერთი მახასიათებელია. მოწყობილობას ასევე აქვს ჩაშენებული თერმომეტრი და არაჩვეულებრივი განათება, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დაინახოთ მოწყობილობა ღამით და გადადგილებისას არ დაეჯახოთ მას.
ვენტილატორის ავტომატური ჰორიზონტალური როტაცია აჩქარებს ჰაერის მოძრაობას მთელ ოთახში. მოწყობილობის რეგულირება შესაძლებელია როგორც სიმაღლეში, ასევე ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
უპირატესობები:
- დისტანციური კონტროლი;
- ციფრული ჩვენება;
- ჩამონტაჟებული თერმომეტრი;
- განათება;
- ღამის რეჟიმი;
- გამორთული ქრონომეტრატი 9 საათამდე.
ნაკლოვანებები:
- ხმაურიანია 2 და 3 სიჩქარეზე.
Polaris 40RC არის იაფიანი, პრაქტიკული და ეფექტური მოდელი, რომლის ჩართვა და რეგულირება შესაძლებელია თქვენი კომფორტიდან გამომდინარე.
Delta DL-024H
თუკი ძლიერი მოწყობილობა ვერ დაიკვეხნის დისტანციური მართვის საშუალებით, მის მიერ გავრცელებული ჰაერი სასიამოვნოდ გრილი და სუფთაა. დელტას აქვს დიდი წყლის ავზი, რომელსაც ხშირად არ სჭირდება განახლება.
აღსანიშნავია, რომ სხეული და პირები დამზადებულია ლითონისგან. სტრუქტურაში თითქმის არ არის გამოყენებული პლასტიკური ნაწილები, რაც ნიშნავს იმას, რომ წლების განმავლობაში შესძლებთ მის გამოყენებას.
უპირატესობები:
- ტენიანობის ფუნქცია;
- მაღალი სიმძლავრე;
- ლითონის კორპუსი;
- მოცულობითი წყლის ავზი;
- სიჩქარის რეგულირება.
ნაკლოვანებები:
- ხმაურიანია;
- დიდი ზომები.
Delta DL-024H შესაფერისია არა მხოლოდ სახლისთვის, არამედ ოფისისთვისაც, სადაც ერთდროულად რამდენიმე ადამიანი მუშაობს.
ისურვეზე შეგიძლიათ ყველანაირი საოჯახო ტექნიკა იპოვოთ, ყველაზე დაბალ ფასებში და საუკეთესო განვადების სისტემით, ხოლო შენაძენის სახლში მიტანის სერვისი ჩვენთან უფასოა.