ჯაჭვური ბენზოხერხი (დრუჟბა) Stromo SC4100
ჯაჭვური ბენზოხერხი (დრუჟბა) Stromo SC4100
Regular price 300.00 ლარი 229 ლარი ყველა გაყიდულია / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ინვენტორული შედუღების აპარატი Stromo SW-250
ინვენტორული შედუღების აპარატი Stromo SW-250
Regular price 389 ლარი ყველა გაყიდულია / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
შედუღების და კემპის აპარატი Stromo SWM 270
შედუღების და კემპის აპარატი Stromo SWM 270
Regular price 675 ლარი ყველა გაყიდულია
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

Stromo

უკრაინული კემპისა და შედუღების (სვარკის) აპარატები Stromo - 3 წლიანი გარანტიით, ონლაინ საბანკო განვადებით, ყველაზე დაბალი ფასით და უფასო მიტანის სერვისით.

დღესდღეობით, ბაზარზე შედუღების აპარატების  მრავალი სახეობაა წარმოდგენილი, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის დავალების შესასრულებლად. თითოეულ მათგანს, რა თქმა უნდა,  განსხვავებული მახასიათებლები  აქვს და გამოიყენება როგორც სახლის პირობებში სამუშაოდ, ისე - პროფესიონალური მიზნებისათვის.

ჩვენს საიტზე, კი საუკეთესო ხარსხის შედუღების აპარატების არჩევანია, რომელის ერთ-ერთ წარმომადგენელს ახლა გაგაცნობთ.

Stromo

Stromo თურქული სვარკის აპარატების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2019 წლიდან შემოვიდა. ინვენტორულ, თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე აპარატებს 150-დან 350 ამპერამდე სიმძლავრე აქვს.

ბრენდების მრავალფეროვნებიდან და ფართოო ასორტიმენტიდან გამომდინარე, შედუღების პარატებს  შეიძლება ჰქონდეს ერთმანეთისგან განსხვავებული ფუნქციები და მიმოხილვები. გაითვალისწინეთ, რომ სვარკა  არ არის მხოლოდ საყოფაცხოვრებო ტიპის ტექნიკა, არამედ საკმაოდ რთული და მრავალფეროვანი დანადგარია, რომელიც მუშაობის პროცესში გარკვეულ სიფრთხილეს მოითხოვს.

თუკი Stromo შედუღების აპარატის ყიდვას ფიქრობთ, გთავაზობთ გარკვეულ რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა  კრიტერიუმებს უნდა მიაქციოთ ყურადღება შერჩევისას.

აღნიშნული რეკომენდაციები დაგეხმარებათ არა მხოლოდ Stromo კემპის აპარატის შემთხვევაში, არამედ ზოგადად,  ნებისმიერი აპარატის შეძენის შემთხვევაში. ეს  მნიშვნელოვანი ფაქტორებია:

  • შედუღების აპარატის კლასი (საყოფაცხოვრებო და პროფესიონალი);
  • დანადგარის სრული ძალა;
  • პირდაპირი ან ალტერნატიული დენი;
  • ელექტროდის / მავთულის დიამეტრი, რომლითაც ინვერტორული ტიპის შედუღების მანქანა მოქმედებს;
  • დიზაინი;
  • პარამეტრები.

მოწყობილობის არჩევისას ასევე მნიშვნელოვანია მისი წონა და ეფექტურობა. გაითვალისწინეთ, რომ მოწყობილობის ზომის ან  წონის შემცირება, არ აისახება მოწყობილობის ფუნქციონალურობასა და ენერგიის ხარჯზე. თანამედროვე მოწყობილობები მაღალი სიმძლავრის შემთხვევაშიც კი, საკმაოდ კომპაქტურია.

სვარკის აპარატები,  რომლებიც მუშაობენ 380 ვ-ზე, ბევრად მძიმეა და ამიტომ, მათი ტრანსპორტირებაც რთულია. ასეთი მოწყობილობები უნივერსალურია და მათ შეუძლიათ იმუშაონ როგორც საყოფაცხოვრებო, ისე -  სამრეწველო ქსელებთან.

ამ  რეკომენდაციების პარალელურად, გთავაზობთ შედუღების და კემპის აპარატი Stromo SWM 270-ის განხილვას.

ცალფაზიანი ქსელის მქონე აპარატის ძირითადი მახასიათებლებია 220V / 50Hz  კვება, 40-270 A დენის დიაპაზონი და IP21S დაცვის ტექნოლოგია. სიმძლავრე 3600 W-ია, ხოლო კემპის მავთულისა და ელექტროდის დიამეტრია  0,6 - 1,0 მმ.

Stromo

მაქსიმალური ეფექტურობა 85%-ია.  ინვერტორული შედუღების აპარატის წონა 9,4 კგ-მდეა, ზომა კი - 48x28x36 სმ-ია. მოყვება 12 თვიანი გარანტია.

მოწყობილობის ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია მისი მოხერხებულობა და საიმედოობა. მაგალითად, ციფრული ეკრანის არსებობა ხელს უწყობს შედუღებისთვის დენის საჭირო მნიშვნელობების ზუსტად დაყენებასა და რეგულირებას. ამასთან, საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ პროცესს. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია იმ დროს,  როდესაც შემდუღებელი მუშაობს ცუდად განათებულ ოთახებში.

წარმოგიდგენთ კიდევ ერთ შედუღების აპარატს STROMO   SW-250 (MMA), რომლის ძირითადი მახასიათებლები შემდეგნაირად გამოიყურება:

ტიპი - შედუღების აპარატი;

  • რკალის შედუღება MMA - კი;
  • დენის ძალა - 20-250 ა;
  • ფაზების რაოდენობა - 1;
  • გამომავალი დენის სიმძლავრე - მუდმივი;
  • ძალა - 5 კვტ;
  • მაქსიმალური ეფექტურობა - 85%;
  • ელექტროდის დიამეტრი - 1,60-4 მმ;
  • წონა - 2.8 კგ.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეთ, რომ მწარმოებლის მიერ მითითებული ამპერი უნდა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე საჭიროა, რადგან მითითებული მნიშვნელობები ხშირად არ ემთხვევა რეალობას. სტაბილური მუშაობისთვის უმჯობესია არ გამოიყენოთ მოწყობილობა მისი სიმძლავრის მაინცდამაინც ზღვარზე.