სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის
Stihl
Stihl - ბენზო თუ ელექტრო ხერხების წამყვანი კომპანია მთელს მსოფლიოში.
თუ თქვენთვის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია, მაშინ შტილის პროდუქცია ზუსტად თქვენზეა გათვლილი.
Stihl Holding KG კორპორაცია დაარსდა 1962 წელს გერმანიის ქალაქ შტუტგარტში. მისი დამფუძნებელი იყო Andrea Stihl, რომელმაც გახსნა ქარხანა, სადაც აწარმოებდნენ გამათბობელი ქვაბებისა და სარეცხი მანქანების სხვადასხვა მოწყობილობას.
ამ სამუშაოების პარალელურად, Stihl-მა გადაწყვიტა ხის საჭრელი თანამედროვე მოწყობილობის - ხერხის წარმოება. უკვე წლების შემდეგ, მან საზოგადოებას წარუდგინა პირველი ხერხი Stihl სავაჭრო ნიშნით. პირველი წარმატებული ნაბიჯების შემდეგ, შტუტგარტის ქარხანაში უკვე დაახლოებით 20 ადამიანი მუშაობდა.
Andrea Stihl-მა თავის შვილებთან ერთად, 30-იან წლებში გადაწვიტა საერთაშორისო ბაზარზე შესვლა.
ამისათვის, კომპანიის ხელმძღვანელმა, რამდენჯერმე იმოგზაურა რუსეთსა და აშშ-ში, სადაც გაფორმდა ხელშეკრულებები ხეების საჭრელი მანქანების მიწოდებაზე. ხელშეკრულება ასევე გაფორმდა იტალიურ კომპანია „Defries“-სთანაც.
ზრდისა და წარმოების გაფართოების აუცილებლობის გამო, გადაწყდა, რომ Neustadt-ში შეეძინათ ქარხანა, სადაც დღეს კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს. ამ ათწლეულის განმავლობაში, STIHL ქარხნები 10-ჯერ გაიზარდა და თანამშრომელთა რაოდენობა ახლა შეადგენს 250-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.
მეორე მსოფლიო ომის დროს, ფრონტზე მობილიზდა საწარმოს რამდენიმე თანამშრომელი, რამაც შეანელა მისი განვითარება და შეამცირა კომპანიის წარმოების შესაძლებლობები.
მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ისიც, რომ შტუტგარტზე მომდევნო საჰაერო თავდასხმის დროს, ბომბი პირდაპირ დაეცა ქარხნის შენობის ცენტრს და სერიოზული ზიანი მიაყენა. ასე რომ, უკვე 50-იანი წლების დასაწყის შეიძლება ეწოდოს STIHL-ის „მეორე სტარტი“.
ომის შემდგომი პერიოდიდან იწყება STIHL-ის ინტენსიური ზრდა. გამოდის პირველი ერთხელიანი ბენზოხერხი, პირველი მსუბუქი ბენზოხერხი (11 კგ, ამ დროისათვის - რეკორდი) და ა. შ.
1959 წელს გაყიდვაში ჩაეშვა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენზო ხერხი კომპანია STIHL Contra-ს მიერ. ამ მოდელის წყალობით, ყველამ გააცნობიერა, რომ სატყეო მეურნეობის მომავალი იყო სწორედ მსგავსი ხელსაწყოების ხელში.
ამავე წელს კომპანიას შეუერთდა ანდრეას ქალიშვილი ევა, რომელიც 2002 წლამდე ხელმძღვანელობდა კომპანიის ფინანსებს.
გარკვეული ინფორმაციის შემდეგ, წარმოგიდგენთ კონკრეტულად რამდენიმე მოდელს, რადგან ბრენდი უფრო თვალსაჩინო აღმოჩნდეს მკითხველისთვის.
ბენზო ხერხი STIHL MS 180 უამრავი მახასიათებლებით გამოირჩევა, რომელთა შორისაა 1500 ვტ სიმძლავრე, 31.9 კუბური სანტიმეტრი ძრავის მოცულობა. 3/8 "PMM3 OILOMATIC ჯაჭვი, 250 cc (241გრამი) ბენზინის ავზის მოცულობა და 145 cc (139გრამი) ზეთის ავზის მოცულობა.
ფუნქციური თავისებურებებია ანტივიბრაციული სისტემა IntelliCarb™ კარბურატორი, რომელიც ავტომატურად არეგულირებს საწვავის და ჰაერის მიწოდებას. როდესაც ჰაერის ფილტრი დაბინძურებულია IntelliCarb™ კარბურატორი არეგულირებს ბენზინის მიწოდებასაც.
რაც შეეხება ხმაურის დონეს 100 დბ-ია, ხოლო წონა 4,1 კგ. მწარმოებელი ქვეყანაა USA (ამერიკის შეერთებული შტატები). აქვე მწარმოებლის რეკომენდაციაა: ნუ გამოიყენებთ ბენზინს, რომელშიც 10%-ზე მეტია ეთანოლის შემცველობა, ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ინსტრუმენტის დაზიანება.
მეორე ტიპის ბენზო ხერხი STIHL MS 250-ის სიმძლავრეა 2300 w, რომლის ძრავის მოცულობაა 45,4 კუბური სანტიმეტრი. ბენზინის ავზის მოცულობაა 470 cc (451გრამი), ხოლო ზეთის - 200 cc (193გრამი).
შინის რეკომენდირებული ზომაა 40-დან 45 სმ (16"-დან 18") , ხოლო ხმაურის დონეა 99 დბ. ფუნქციური თავისებურებებში ერთიანდება ჰაერის ფილტრის თავის მარტივი მოხსნა/გასუფთავების შესაძლებლობა და Master Control Lever™. ასევე დაბალი ტემპერატურის პირობებში მუშაობის შესაძლებლობა და ხმაურის დაბალი დონე. მოწყობილობა იწონის სულ რაღაც 4.6 კგ-ს.
ბენზო ხერხი STIHL MS 230 სიმძლავრე 2000 w-ია, რომლის ძრავის მოცულობაა 45,4 კუბური სანტიმეტრი. შინის რეკომენდირებული ზომაა 30-დან 40 სმ (12"-დან 16"), ხმაურის დონე კი 101 დბ-ია.
ფუნქციური თავისებურებები შემდეგნაირია: შეუძლია ზამთარში დაბალ ტემპერატურაზე მუშაობა, აქვს ანტივიბრაციული სისტემა და IntelliCarb™ კარბურატორი, რომელიც ავტომატურად არეგულირებს საწვავის და ჰაერის მიწოდებას. ხერხის წონაა 4,6 კგ.
იქნება ეს ბენზოხერხი თუ სხვა ტექნიკა, ყველაფრის ყიდვა ისურვეზე ღირს რადგან ჩვენთან ყველაზე დაბალი ფასები და უფასო საკურიერო მომსახურებაა!