სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის
Stanley- სტენლი
ამერიკული გიგანტი ელექტრო ხელსაწყოებსა და ინსტრუმენტებში. პროდუქციის სრული ასორტიმენტი განვადებით, ყველაზე იაფად და უფასო ადგილზე მიტანით მთელ საქართველოში.
Stanley კომპანიის ისტორია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილია. ამერიკელმა მწარმოებლმა აღიარება სწორედ მაღალხარისხიანი ხელსაწყოების წარმოებისთვის მოიპოვა, ასევე კარების აპარატურისთვის, შესანახი სისტემებისთვის და ელექტრო ხელსაწყოებისთვის, რომელიც განკუთვნილია პროფესიონალებისა და მოყვარულთათვის.
ამჟამად, კომპანიას შეუძლია თავის მომხმარებელს ათობით ათასი თანამედროვე პროდუქტი შესთავაზოს.
STANLEY ბრენდის ისტორია
კომპანია დაარსდა 1843 წელს, როდესაც ფრედერიკ ტრენტ სტენლიმ და მისმა ძმამ - ვილმა დაიწყეს მცირე ლითონის პროდუქციის „ STANLEY Works „ წარმოება (თავდაპირველად STANLEY's Bolt Factory) აშშ. ეს იყო ძმების მეორე მცდელობა, რადგან პირველი მცირე წარმოება, რომელიც დაარსდა 1831 წელს, 1837 წლის ფინანსური კრიზისის გამო გაკოტრდა.
1857 წელს, იმავე შტატში, ჰენრი სტენლიმ, ფრედერიკის ბიძაშვილმა, დააარსა STANLEY Rule and Level Company, სადაც აწარმოებდნენ ბალგარკებს, ხრახნებს და სხვა ხელსაწყოებს.
1920 წელს ორივე კომპანია გაერთიანდა STANLEY Works სახელწოდების ქვეშ და ახალი ლოგოც მალევე გამოჩნდა. ამ დროისთვის, ფრედერიკის მიერ დაარსებულ ქარხნის ასორტიმენტი შეივსო ჩაქუჩების წარმოებითა.
წლების განმავლობაში Stanley-მ წარმოადგინა რამდენიმე ყველაზე ინოვაციური და პრაქტიკული ხელსაწყო იარაღი. მათ შორის პროდუქტები ახალი FatMax ხაზიდან.
ინოვაციურ ხელსაწყოებს შორისააა პერფორატორი STANLEY SHR263K, რომელსაც სამი რეჟიმი აქვს. მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები კი შემდეგნაირად გამოიყურება: პერფორატორის სიმძლავრე 800w-ია, დარტყმის ძალა კი 2.4 ჯოულია, რომლის ძირითადი ფუნქციაა ამოტეხვა, გაბურღვა, გაბურღვა-დარტყმით.
დარტყმის რაოდენობა წუთში 0-4300-ია, ბრუნვის სიხშირე წუთში 0-1150. მაქსიმალური ბურღვის დიამეტრი ხეში, მეტალსა და აგურში განსხვავებულია და ასე გამოიყურება: ხე- 30 მმ, მეტალი - 13 მმ და აგური - 26 მმ.
ძირითადი ფუნქციური მახასიათებლებია: რევერსი, დამცავი ქურო(მუფტა), შპინდელის ფიქსაცია, ბრუნვის/დარტყმის სიხშირის ელექტრონული რეგულირება და ჩართვის ღილაკის ბლოკირება.
კომპლექტი მოიცავს: ბურღვის სიღრმის მარეგულირებას, დამატებით სახელურს და ჩემოდანს. პერფორატორის წონაა 2.8 კგ, რომლის სადენის სიგრძე 3.5 მეტრია. კვება ხდება მხოლოდ ქსელიდან 220 V-ზე.
კომპანიის პროდუქტი, Powerlock- ი ხელსაწყოების ყუთი იყო, რომელიც გამოიყენეს კოსმოსურ ხომალდ Apollo-ზე მთვარეზე გაფრენის დროს (1969).
1980 წელს მიიღო დისტრიბუტორთა და მწარმოებელთა ასოციაციის ჯილდო მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებისთვის.
2006 წელს Stanley ინდუსტრიული ელექტრომობილების კომპანია Facom-მ შეიძინა.
2010 წელს Stanley შეუერთდა Black & Decker-ს.
2013 წელს ბრენდის ლოგო შეიცვალა.
სტენლის პროდუქტები და კომპანიის თანამედროვე ასორტიმენტი
ყველაფერი, რაც ამჟამად Stanley ბრენდის ქვეშ იწარმოება, იყოფა ორ დიდ ჯგუფად - ხელის და ელექტრო იარაღებად. ამიტომ, ბოლოსკენ წარმოგიდგენთ კიდევ ერთ თანამედროვე პროდუქციას, რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტაში.
ეს არის ბურღი/ხრახნმომჭერი STANLEY STDC18LHBK, რომელიც აკუმულატორის საშუალებით მუშაობს. აქვს სიჩქარის 2 რაოდენობა, რომლის ბრუნვის მაჩვენებელი წუთში 0-400/0-1600-მდეა.
დარტყმის რაოდენობა წუთში 27200-ია, ხოლო ვაზნის დიამეტრია 13 მმ. მაქსიმალური ბურღვის დიამეტრი ხეში, მეტალსა და აგურში განსხვავებულია და ასე გამოიყურება: ხე- 40 მმ, მეტალი - 13 მმ და აგური - 13 მმ.
მაქსიმალური მბრუნავი მომენტი 51,4 NM-ია, რომელიც აკუმულატორით - Li-Ion 18V (2Ah)-ით იკვებება. ბურღის ძირითადი ფუნქციური მახასიათებლებია ძრავის მუხრუჭი, რევერსი, სამუშაო ადგილის განათება, ბრუნვის სიხშირის რეგულირება, ბრუნვის მომენტის რეგულირება (22+1 დონე) და შპინდელის ფიქსაცია.
კომპლექტში იპოვით ორ აკუმულატორს - Li-Ion(2Ah), დამტენ მოწყობილობას და ჩანთას. ხელსაწყოს წონაა 1,7კგ, ხოლო ზომა 214x195 მმ.
ჩვენს საიტზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდებია წარმოდგენილი, მათი ნაწარმი კი ყველაზე დაბალ ფასებში შეგიძლიათ შეიძინოთ, ხოლო ნებისმიერ შენაძენს ჩვენი კურიერები სრულიად უფასოდ მოგართმევენ საქართველოს ნებისმიერ წერტილში!