სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის
Skyworth
Skyworth-ის ბრენდის ტელევიზორები. ყველა მოდელი, ყველაზე იაფად და ონლაინ საბანკო განვადებით. უფასო ადგილზე მიტანა და ოფიციალური საგარანტიო სერვისი.
სტანდარტული, სმარტ და 4K Skyworth-ის ტელევიზორების სრული არჩევანი ისურვეზე.
თუკი ტექნიკის ბაზარზე მოხვდებით, დახლებზე აუცილებლად შეამჩნევთ ტელევიზორების ძალიან მრავალფეროვან არჩევანს, რომელმაც შესაძლოა თავიდან დაგაბნიოთ კიდეც.
გასაკვირი არაფერია, ვინაიდან, ფასისა და დიზაინის გარდა, თანამედროვე ტელევიზორები აღჭურვილია იმდენად ბევრი მახასიათებლებით, ფუნქციებით, რომ ცოტა რთულია ერთ კონკრეტულ მოდელზე გადაწყვეტილების მიღება.
ჩვენ ვეცდებით კონკრეტული მოდელების არჩევაში დაგეხმაროთ, ისე რომ ძალიან დიდი თანხაც არ დახარჯოთ და სახლშიც ხარისხიანი ტექნიკა გქონდეთ.
საბოლოოდ, არჩევანს მაინც იმ მოდელზე ვაკეთებთ, რომელიც ყველა დეტალის გათვალისწინებით, ჩვენთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.
გამომდინარე იქიდან, რომ ცნობილი ბრენდის ტელევიზორები ყოველთვის დიდი მოთხოვნით სარგებლობს, ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა, ნაკლებად ცნობილი მწარმოებლების მოდელები, რომლებიც ხარისხის თვალსაზრისით სულაც არ არის ცუდი.
ერთ-ერთი ასეთი მოდელი, რომელსაც დღევანდელ აღწერაში განვიხილავთ skyworth ტელევიზორია, მაგრამ სანამ ტექნიკის ყიდვას გადაწყვეტთ, გირჩევთ - დაახლოებით მაინც განსაზღვროთ როგორი მოდელის ტელევიზორი გჭირდებათ, გაქვთ თუ არა კავშირი ინტერნეტთან, შეუძლია თუ არა სურათების მაღალი რეზოლუციით ჩვენება და ა.შ.
Skyworth 49E5600 მოდელის LED ტელევიზორის ეკრანის დიაგონალი 124 სმ-ია, რომლის გაფართოება 4K UHD (3840x2160)-ია. არ აქვს 3D მხარდაჭერა, მაგრამ აღჭურვილია Smart ტექნოლოგიით.
ეკრანის ტიპია IPS, რომლის კონტრასტია 1000:1. სიკაშკაშე 280 cd/m²-ია, ხოლო ეკრანის განახლების ეკვივალენტური სიხშირე 60 Hz-ია. 2 დინამიკების სიმძლავრე 10 W აღწევს. აქვს Dolby Digital, Smart TV, Opera-ს ოპერაციული სისტემა, ქსელური ტექნოლოგიები და Wi-Fi.
ინტერფეისი: HDMI: 3, USB : 2, RJ-45, RF IN, SCART, RF (Satellite Input), VGA და ყურსასმენების პორტი. ფიზიკური პარამეტრები მოიცავს: ენერგომოხმარების ლოდინს 0.5 W რეჟიმში, სადგამის გარეშე 1107x645x95 მმ ზომას, ხოლო სადგამით 1107x690x250 მმ-ს. წონა 12.2 კგ-ია, სადგამის გარეშე კი 11.6 კგ.
Skyworth 43E20A კიდევ ერთი, შედარებით დაბალბიუჯეტიანი LED ტელევიზორია, რომლის ეკრანის დიაგონალი 43 ინჩია. ეკრანის გაფართოება FULL HD (1920 x 1080) მასშტაბით აქვს, რომელიც ასევე აღჭურვილია Andoid TV ფუნქციით. ეკრანის განახლების ეკვივალენტური სიხშირე 100 Hz-ია, ხოლო 2 დინამიკის დამსახურებით, გამომავალი ხმის სიმძლავრე 18 W-ია, რომელსაც Dolby Audio სისტემაც აქვს.
რაც შეება ფიზიკურ პარამეტრებს, შავი ფერის, 9 კილოგრამიანი ტელევიზორის ზომა სადგამის გარეშე 955 x 560 x 90 მმ-ია, ხოლო სადგამით - 1450.1 x 921.0 x 285.3 მმ. SMART TV ფუნქცია მოიცავს: ოპერაციულ Android სისტემას, cortex a53 quad-core პროცესორს, 1 GB-იან ოპერატიულ მეხსიერებას და აპლიკაციების მხარდაჭერას.
ინტერფეისი: 2 x HDMI პორტი, 2 x USB პორტი, 1 x RJ-45, 1 x ოპტიკური აუდიო. აქვს უსადენო Wi-Fi Direct კავშირი. დამატებით მახასიათებლებში შედის: USB Play, არხების ავტომატური ძიება და დისტანციური მართვა.
რატომ ვანიჭებთ უპირატესობას Smart TV-ს? თუკი ტელევიზორი მხოლოდ სატელიტის ან საკაბელო არხების საყურებლად გჭირდებათ ან არ გაქვთ ინტერნეტი, მაშინ არ ღირს ამ ტიპის ტელევიზორის შეძენა, რადგან ვერ შესძლებთ ისეთი გასართობი არხების ყურებას, როგორიცაა: YouTube, Netflix და ა.შ. თუკი ეს ფუნქციები ნაკლებად გადარდებთ, მაშინ მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ ტელევიზორები Smart ფუნქიის გარეშე.
და ბოლოს, კიდევ ერთი მოდელი Skyworth 42E2000S უნდა წარმოგიდგინოთ.
LED ტელევიზორის ეკრანის დიაგონალი 42 ინჩია, რომლის ეკრანის გაფართოება Full HD 1920x1080-ია. არ აქვს 3D მხარდაჭერა, მაგრამ Smart ტექნოლოგია კი. ეკრანის კონტრასტია 1200:1 (5 000 000 : 1), სიკაშკაშე 300 cd/m², ხოლო ეკრანის განახლების ეკვივალენტური სიხშირეა 60 Hz-ი. 2 დინამიკის დამსახურებით, გამომავალი ხმის სიმძლავრე 16 W-ია.
Smart TV მოიცავს აპლიკაციებსა და Opera-ს ოპერაციულ სისტემას, რომელსაც ასევე აქვს უსადენო Wi-Fi კავშირი. ინტერფეისი გამოიყურება შემდეგნაირად: HDMI: 2, USB 2.0, MHL, RJ-45, S/PDIF Support, SCART, RF (Satellite Input),VGA და ყურსასმენების პორტი.
ფიზიკური პარამეტრებია: ელექტროკვება AC100-240V 50/60Hz, ზომა სადგამის გარეშე - 955x558x97 მმ, ხოლო სადგამით 955x596x219 მმ.