სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


Singer

Singer საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური საკერავი მანქანების მწარმოებელი ამერიკული ბრენდია, რომელიც საუკეთესო ხარისხის პროდუქციას უკვე 150 წელია აწარმოებს.

ისურვე Singer-ის ოფიციალურ მოდელებს საუკეთესო ფასად, უფასო ადგილზე მიტანით და ონლაინ განვადებით გთავაზობთ.

Singer Corporation - საყოფაცხოვრებო  საკერავი მანქანების მწარმოებელი ამერიკული კომპანიაა, რომელიც პირველად როგორც IM Singer & Co სახელით დაარსდა.

1851 წელს Isaac M. Singer-მა ამერიკელ იურისტთან - Edward C. Clark-თან ერთად  გადაწყვიტა კომპანიის დაარსება. 1865 წელს  უკვე  ცნობილ საკერავ მანქანებს სახელი გადაერქვა და   Singer Manufacturing Company შეურჩიეს, ხოლო  1963 წელს კვლად გადაკეთდა სახელწოდება და  Singer Company დაარქვეს. პირველი მსხვილი მასობრივი წარმოების ქარხანა  1863 წელს  ნიუ ჯერსში აშენდა.

Singer

ისტორია
1851 წელი Singer  საკერავი მანქანა - Singer-ის  ორიგინალური დიზაინი  პირველი პრაქტიკული საკერავი მანქანა აღმოჩნდა სახლის პირობებში გამოსაყენებლად.

თავდაპირველი პატენტი, პატენტი # 8294 (1851 წლის 12 აგვისტოს), ბაზარზე წარადგინეს როგორც  ერთ-ერთი საუკეთესო მანქანა. ამასთან, გამოჩნდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ საკერავი მანქანის განვითარებაში.

მოხეტიალე არტისტმა,  თეატრის მენეჯერმა, გამომგონებელმა და მილიონერმა Isaac M. Singer-მა შექმნა ახალი  საკერავი მანქანა  დამატებითი შესაძლებლობებით, რაც დიდ სტიმულს აძლევდა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ინდუსტრიას განვითარების კუთხით. Singer-ის გაუმჯობესებამ დააკმაყოფილა როგორც ტანსაცმლის, ასევე ტყავის ინდუსტრიის საჭიროებები.

Singer-მა ამ სფეროში  საკმარისი პატენტები შეაგროვა, რათა  მასობრივი წარმოება დაეწყო და  ასე, 1860 წლისთვის მისი კომპანია გახდა სამკერვალო მანქანების უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში.

კომპანია Singer-მა  თავისი საკერავი მანქანების საერთაშორისო გაყიდვები დაიწყო 1855 წელს და იმავე წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე  პირველი პრემიაც მიიღო. კომპანიამ აჩვენა პირველი მოქმედი ელექტრო საკერავი მანქანა 1889 წელს ფილადელფიის ელექტრო გამოფენაზე და 1910 წელს დაიწყო საყოფაცხოვრებო ელექტრომანქანების მასობრივი წარმოება.

აღნიშნული ისტორიის შემდეგ, საინტერესო იქნება კონკრეტულად მოდელების განხილვა, სადაც Singer  საკერავი მანქანის  მახასიათებლებს უკეთ გავეცნობით.

Singer  M 1605 მოდელის საკერავი მანქანა მექანიკური მართვისი ტიპისაა, რომლის ძირითადი მახასიათებლები შემდეგნაირად გამოიყურება: 6 ძირითადი და დეკორატიული გვირისტი, 4 საფეხურიანი საღილე, ნაკერის მარტივი შერჩევა, ნაკერის სიგრძის და სიგანის წინასწარი შერჩევა, კოჭას ფრონტალური დატვირთვა, სწრაფი და მარტივი კერვის შესაძლებლობა, სრულად მეტალის ჩარჩო, მეტი სიმყარისათვის, მსუბუქი წონა და კომპაქტური დიზაინი.

Singer

გარდა ამისა, მანქანის შესაძლებლობებში შედის ძაფის გაჭიმვის რეგულირების შესაძლებლობა, სამუშაო არეალის LED განათება. ასევე  საყელოს, სამკლაურის, შარვლის შემოკეცვის და კიდევ სხვა მრავალი ფუნქცია.

აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, მათ შორის: ხაზები: პირდაპირი (3 ზომა), ზიგზაგი (3 ზომა), ფარული (შემოკეცვისას), მრავალსაფეხურიანი ზიგზაგი,  დეკორატიული; და საღილე (4 საფეხურიანი).

ფიზიკური პარამეტრებია: 29 х 37 х 18 სმ ზომა და 4.4 კგ წონა.

მეორე საკერავი მანქანა Singer FEATHERWEIGHT C240  ელექტრონული მართვისი ტიპისაა, რომლის ძირითადი მახასიათებლებია ერთ საფეხურიანი საღილე (3x),  კერვის მაქსიმალური სიჩარე 700/წთ (სიჩქარის რეგულირების შესაძლებლობა), ძაფის მარტივი დამაგრება და LCD ეკრანი მუშაობის გასამარტივებლად.

Singer

მოწყობილობაზე ასევე გათვალისწინებულია Tie-Off ღილაკი, ნაკერის მარტივი შერჩევის შესაძლებლობა, ნაკერის სიგრძის და სიგანის წინასწარი შერჩევა, მრავალფეროვანი ფუნქციონალი: დაწყებული რთული სტრუქტურის ხაზებიდან, დამთავრებული მოცულობითი ნაკერებით.

თუკი დამწყვები ხართ, არ გაგიჭირდებათ საკერავ მანქანასთან მუშაობა, რადგან გათვალისწინებულია სწრაფი და მარტივი კერვის შესაძლებლობა. აქვს  მეტალის ჩარჩო, ძაფის გაჭიმვის ავტომატური რეგულირება, რევერსის ფუნქცია, ნემსის პოზიციის მარტივი რაგულირება, სამუშაო არეალის LED განათება და ამასთან, აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ფიზიკური პარამეტრებია: ზომა - 17.8 x 8.3 x 12.1 სმ და 14.9 კგ წონა.

Singer  Brilliance 6160  ელექტრონული მართვისი ტიპისაა, რომლესაც 60 ჩაშენებული ხაზი აქვს. ასევე LCD ეკრანი, რომელიც გაგიმარტივებთ მუშაობას. ხაზის სიგანე 6,5 მმ-მდეა. შესაძლებელია ავტომატური ბლოკირება დეკორატიული ხაზის გაკეთებისას და ხაზის შეცვლა ერთი შეხებით.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, საკერავი მანქანა აღჭურვილია ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა 4 საფეხურიანი სრულიად ავტომატური საღილე,  ძაფის მარტივი დაყენება, ნაკერის მარტივი შერჩევა, ნაკერის სიგრძის და სიგანის წინასწარი შერჩევა, კოჭას ფრონტალური დატვირთვა, სწრაფი და მარტივი კერვის შესაძლებლობა, აქსესუარების სათავსო, ნემსის პოზიციის რეგულირების შესაძლებლობა და სამუშაო არეალის LED განათება.

პროფესიული ტექნიკის ყველაზე მდიდარი არჩევანი ისურვეზე, ფასდაკლებებით, განვადებით და მთელი საქართველოს მაშტაბით შენაძენის სახლში მიტანის უფასო სერვისით.