სრული კოლექცია


Simfer - ზიმფერი

Simfer-ის გამწოვები და გაზქურები, სხვა საოჯახო ტექნიკასთან ერთად. სუპერ ფასი, განვადება და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.

კომპანია Simfer -მა თავისი  საქმიანობა  1977 წელს ღუმელების წარმოებით დაიწყო. 1997 წელს კი გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და დაიწყო სამზარეულო ტექნიკის ფართო წარმოება. ამ ნაბიჯით კომპანიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა პროდუქციის ასორტიმენტი.

Simfer

Simfer-მა  მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა წარმოების აქტივებში, ასევე ახალი დაპატენტებული ტექნოლოგიების კვლევისა და შემუშავების პროცესში. პროდუქციის მაღალი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად წარმოებით,  ბრენდმა კარგი რეპუტაცია მოიპოვა თურქეთის, რუსეთისა და ევროპის ადგილობრივ ბაზრებზე.

დღეს კომპანიის  მიზანია,  დიდი საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებით, გახდეს მსოფლიო დონის ლიდერი. Simfer-ს  ესმის ბიზნესის შესაძლებლობების კვლევის მნიშვნელობა, რაც გზას უხსნის კომპანიასა და ბრენდს.

როგორც საერთაშორისო კომპანია,  ყურადღებას აქცევს უცხოური ბაზრების თავისებურებებს და ცდილობს მაქსიმალურად მოარგოს საკუთარი პროდუქტები მომხმარებლების მოთხოვნებსა და საჭიროებებს.

Simfer-ს  მიაჩნია, რომ  თანამშრომლების,  ბიზნეს პარტნიორებისა და  მომხმარებლებისადმი  პატივისცემა,  გრძელვადიანი ურთიერთობებისა და წარმატებული თანამშრომლობის გასაღებია.

Simfer შედის 500 საუკეთესო  ინდუსტრიულ კორპორაციაში, რომელსაც  მდგრადი წარმოების პროცესი აქვს. შესაბამისად, მუდმივად მუშაობს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის შესაქმნელად, რაც არსებითად მნიშვნელოვანია.

simfer გამწოვები

ამასთან, Simfer- მა თავისი საქმიანობის დასაწყისიდანვე აიღო პასუხისმგებლობა თანამშრომლებისა და მთლიანად საზოგადოების მიმართ.  ამიტომ, კომპანიის დევიზია:

„ჩვენ ყველანი პასუხისმგებლები ვართ ერთმანეთის წინაშე!“

კომპანია უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს:

  • მუდმივი ფასდაკლებებითა და აქციებით;
  • პროდუქციის  სწრაფ მიწოდებას ქალაქებსა და რეგიონებში;
  • შეკვეთის მოსახერხებელი მიწოდება ნებისმიერ წერტილში;
  • შეკვეთის სწრაფი და მარტივი  რეგისტრაცია, რომელიც სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს;
  • ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, შეგიძლით  დარეკოთ ცენტრში უფასოდ.

ბოლოსკენ,  აუცილებლად უნდა წარმოგიდგინოთ კომპანიის პროდუქცია, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ყველა  დადებით  თვისებას აერთიანებს. პირველი ეს არის ჩასაშენებელი ქურის ზედაპირი Simfer H6GS4041QB, რომლის ზომებია  60x60 სმ. აქვს  ემალირებული სადგამები და გაზის ქურების რაოდენობაც სტანდარტულად 4-ია.

simfer ღუმელები

ზედაპირი მთლიანად დაფარულია შავი ემალით, ხოლო მართვა ხდება მექანიკურად. ფუნქციებიდან  აღსანიშნავია  მხოლოდ  ავტომატური ანთება. სხვა მხრივ, დიზაინიც იდეალური აქვს და შესანიშნავად ჯდება ნებისმიერ სამზარეულო ინტერიერში.

და კიდევ ერთი მხვილი ტექნიკა - გამწოვი Simfer 8662SM უნდა წარმოგიდგინოთ.  პროდუქტის აღწერილობა: წარმადობა:  500 მ³/სთ, სიჩქარე: 3, სიგანე: 60 სმ, ცხიმდამჭერი ფილტრი, ფილტრის ტიპი: ალუმინის ბადე, განათება: 2 ჰალოგენური ნათურა, ძრავის რაოდენობა: 1, ხმაურის დონე: 55 დბ, ენერგოეფექტურობის კლასი: A, დაფარვა: უჟანგავი ლითონი, ფერი: ვერცხლისფერი.

კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქტებს, მუდმივად აუმჯობესებს წარმოების ტექნოლოგიას და   უზრუნველყოფს უსაფრთხო  გარემოს შექმნას.