სრული კოლექცია


Sarayli

თურქული Sarayli-ს მეტალის და ალუმინის კიბეები. საუკეთესო ფასი, განვადება და უფასო საკურიერო სერვისი მთელ საქართველოში.

გასაშლელი კიბეების მწარმოებელი კომპანია Sarayli თანამედროვე და დინამიურად განვითარებადი კომპანიაა, რომელიც თავის პროდუქციას ევროპული სტილით ქმნის, და რაც მთავარია ინარჩუნებს სტაბილურიბასა და  ხარისხის თანმიმდევრულობას.

Sarayli ალუმინის გასაშლელი კიბეები

Sarayli-ის თავის ხაზში წარმოდგენილი აქვს საუთაო მაგიდები, მეტალის პროფილის კიბეები და სამშენებლო კიბეები ალუმინის მასალებით დამზადებული. პროდუქციის გამოყენება მოსახერხებელია, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ საქმიანობაში.

კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი შესანიშნავი ხარისხის მასალების დამზადება და მომხმარებლების კმაყოფილებაა.  მაღალხარისხიანი აღჭურვილობის წყალობით, Sarayli-ის კიბეები დიდი მოთხოვნით სარგებლობენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

კარგი გასაშლელი კიბეები საიმედოობის ნამდვილი გარანტიაა, რომლის შერჩევაც გარკვეულ ცოდნას ნამდვილად მოითხოვს. ყიდვამდე სასურველია გაითვალისწინოთ, რომ კიბეები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

  • მასალის მიხედვით;
  • დიზაინის მიხედვით;
  • სიმაღლის მიხედვის;
  • დანიშნულების მიხედვით.

გასაშლელი კიბეების ყიდვისას ასევე გაითვალისწინეთ რომ გამძლეობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებსაც ასევე დიდი ყურადღება ეთმობა. მასალებიდან გამომდინარე, არსებობს: ლითონის, პლასტიკური, ხისა და კომბინირებული კიბეები.

მაგალითად, Sarayli 1105-ის,  ვერცხლისფერი მეტალის კიბე 2 მეტრიანია და 6+1 საფეხური აქვს. არის დასაკეცი, ხოლო სიმაღლე გაშლილ მდგომარეობაში 2 მეტრი აქვს.

ასევე მეორე 2 მეტრიანი, ვერცხლისფერი, პწკალა ტიპის ალუმინის კიბე Sarayli 1505 დასაკეცი მექანიზმისაა, რომელსაც  6+1 საფეხური აქვს. სიმაღლე 2.05 მეტრი აქვს, ხოლო წონა 6.19 კგ.

Sarayli გასაშლელი კიბე

გამომდინარე იქიდან, რომ კიბეები ორ ტიპად იყოფა: საყოფაცხოვრებო დანიშნულებისა და პროფესიონალურ მოდელებად, მათი  წონა და გამძლეობაც განსხვავებულია. საშინაო საჭიროებისთვის საკმარისია აირჩიოთ მსუბუქი წონის, ხოლო დატვირთული სარემონტო სამუშაოებისთვის უმჯობესია პროფესიონალური სამშენებლო კიბეები.

საყოფაცხოვრებო მოდელები - მსუბუქია, სუსტი კავშირებითა და ყოველგვარი დამატებითი დამჭერების გარეშე. გარდა ამისა, შედარებით დაბალია და განკუთვნილია პერიოდული გამოყენებისთვის. ასეთი ტიპის კიბეები უძლებენ მხოლოდ 100 კგ-მდე დაწოლას.

პროფესიონალური მოდელები - განკუთვნილია 120 კგ-ზე მეტი დატვირთვისთვის, და გამოიყენებიან სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოებისთვის. კიბეებში გამოყენებულია ძლიერი შენადნობები, რომლებიც უფრო  სერიოზულ დავალებებს ასრულებენ.

თითოეული ტიპის უნიკალური თვისებების მიუხედავად, ყველა მათგანი ერთი ძირითადი მახასიათებლით ხასიათდება: ეს არის მოწყობილობა სიმაღლეზე სამუშაოდ, რომელიც ასრულებს რთულსა და პროფესიონალურ დავალებებს. ამ პროცესის მთავარი პირობაა - უსაფრთხოებაა.

Sarayli გასაშლელი კიბეები

პრიალა ტიპის, 1.3 მეტრიანი მეტალის კიბე  Sarayli 1634, 4 საფეხურიანია, რომელიც ასევე დასაკეცი მექანიზმისაა. კიბე ვერცხლისფერია, რომლის სიმაღლე 130 სმ-ია.

ალუმინის კიბე, 2.22 მეტრიანი Sarayli 7706-ის საფეხურების რაოდენობა სულ რაღაც 6-ია. ეს არის დასაკეცი ტიპის კიბე, რომელსაც დამატებით ჩამკეტიც აქვს.  მასალა სრულიად ალუმინისაა, რომელიც ვერცხლისფერშია წარმოდგენილი. მოწყობილობის მაქსიმალური სიმაღლეა 222 სმ.

და ბოლოს გაითვალისწინეთ, რომ გასაშლელი კიბეები ითვლება სრულიად უსაფრთხოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • მისი მთლიანი აგებულება და მასალა მაღალი ხარისხისაა;
  • წარმოებისთვის გამოყენებულია უმაღლესი კლასის  მასალები;
  • დაცულია უსაფრთხოების ყველა სტანდარტი;
  • მწარმოებლის საიმედოობა დადასტურებულია.