სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


Prima Zepter

გერმანული Prima Zepter-ის უმაღლესი ხარისხის ქვაბების ნაკრები ყველაზე იაფად ქართულ ინტერნეტ სივრცეში. განვადებით და უფასო საკურიერო სერვისით.

კომპანია Zepter  International დაარსდა ავსტრიაში 1986 წელს, სერბი მილან იანკოვიჩის მიერ, რომელიც Philip Zepter-ის ფსევდონიმით უფრო ცნობილია. სწორედ ეს ადამიანია   ტრანსნაციონალური კომპანიის დამფუძნებელი და ამჟამინდელი მმართველიც.

prima zepter ჭურჭელი

Zepter-მა თავისი საქმიანობა უჟანგავი ფოლადის ქვაბების წარმოებით დაიწყო, მაგრამ დღეს საყოფაცხოვრებო პროდუქციის ფართო არჩევანს აწარმოებს. მაგალითად: მტვერსასრუტებს, წყლის გამწმენდ სისტემებს, მიქსერებსა და ცნობილ Bioptron ნათურებს.

ბრენდის მთავარი „საქმიანობის სფერო“ სამზარეულო  ჭურჭლის დამზადებაა. ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით, Prima Zepter აწარმოებს ქრომისა და ნიკელის ფოლადისგან დამზადებულ უჟანგავ ქვაბებს,  რომელსაც შესანიშნავი თერმული თვისებები აქვს.

უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები Prima Zepter 12 PCS ZP-5213 წარმოებულია გერმანიაში, რომელსაც 5 ფენიანი ძირები აქვს. თავსახურის მასალა მინისაა, ხოლო აქსესუარების მასალა  უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული.

განსაზღვრულია სითბოს რეზისტენტული სახელურები, გარდა ამისა ქვაბები  ახდენს ენერგიის ეკონომიას, არ იკრავს საკვებს და შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც გარეცხვა.

რაც შეეხება გამოყენების შესაძლებლობას, შეგიძლიათ გამოიყენოთ გაზქურაზე, ჰალოგენზე, ინდუქციურ და ელექტრო პლიტაზე.

კომპლექტაცში შედის 2 ცალი 2.1 ლიტრიანი ქვაბი,  1 ცალი 3.9 ლიტრიანი,  2.9 ლიტრიანი, 6.6 ლიტრიანი ქვაბი და ლიტრიანი ტაფა.

prima zepter ჭურჭლის ნაკრები

ასეთი ქვაბებისა და ტაფების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ შეგიძლიათ საჭმლის მომზადება ცხიმის, ზეთისა და წყლის გარეშე. შესაბამისად, ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების ყველაზე ნაკლები დანაკარგით.

დღეს ამ ბრენდის პროდუქტები იწარმოება 7 ქარხანაში, რომელიც მდებარეობს გერმანიაში, იტალიასა და შვეიცარიაში, ხოლო კომპანიის ოფისები მდებარეობს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში.

Prima  Zepter პროდუქციის ასორტიმენტი და კოლექციები

აღსანიშნავია, რომ კომპანია სამზარეულო ქვაბების გარდა, უამრავ სხვადასხვა პროდუქციასაც აწარმოებს. კერძოს, Zepter-ის ყველა პროდუქტი შეიძლება დაიყოს 5 კატეგორიად:

  • Zepter Medical: სამედიცინო მოწყობილობები და სხეულის მოვლის საშუალებები;
  • Zepter Cosmetics: შვეიცარიული კოსმეტიკა და დეკორატიული პროდუქტები;
  • Zepter Luxury: საათები, სამწერლო ინსტრუმენტები, სამკაულებისა და ქსოვილების კოლექცია Philip Zepter Home Design-დან;
  • Zepter საშინაო მოვლა: საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური მოწყობილობები სწრაფი დასუფთავების, დეზინფექციის და წმენდისთვის;
  • Zepter Home Art: უნიკალური, დაპატენტებული სისტემის კოლექცია გემრიელი და ჯანსაღი საკვების მოსამზადებლად.

Prima  Zepter ჭურჭლის ნაკრების  გამორჩეული თვისებები:

ჭურჭლის ნაკრები დამზადებულია 18/10 ქრომი-ნიკელის ფოლადისაგან, რომელიც შეიცავს მაღალხარისხოვან ნიკელს, ქრომს,  ვერცხლს და პლატინს.  მიღებული შენადნობი ქიმიურად მდგრადია: ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელია საკვების მომზადების დროს, ლითონის ელემენტებით ორგანიზმის მოწამვლა. არ იჟანგება და ძალიან მდგრადია კოროზიის მიმართ. რაც მთავარია, არ ცვლის საკვების გემოსა და სუნს.

prima zepter

უჟანგავი ფოლადი ქვაბების ნაკრები Prima  Zepter ZP-2777 შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზეც, სადაც სხვა უამრავი პროდუქციაც საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასში დაგხვდებათ.

აღნიშნული ქვაბები წარმოებულია გერმანიაში, რომლებსაც 7 ფენიანი ძირი აქვთ. თავსახურის მასალა მინისაა, ხოლო აქსესუარები უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული.

განსაზღვრულია სითბოს რეზისტენტული სახელურები, გარდა ამისა ქვაბები  ახდენს ენერგიის ეკონომიას, არ იკრავს საკვებს და შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც მოთავსება. რაც შეეხება გამოყენების შესაძლებლობას, შეგიძლიათ გამოიყენოთ გაზქურაზე, ჰალოგენზე, ინდუქციურ და ელექტრო პლიტაზე.

კომპლექტში შედის რძის 2 ლიტრიანი მადუღარა, 3 ლიტრიანი ტაფა, 2.5 ლიტრიანი ჩაიდანი და 8, 3.6 და 2.6 ლიტრი ქვაბები.

პროდუქტები მზადდება საკუთარი წვენით, რაც თავიდან აგაცილებთ მუდმივად წყლის დამატების საჭიროებას, ასევე ინარჩუნებს ყველა სასარგებლო ვიტამინებს, რაც გამოწვეულია  კონდენსაციის ეფექტიდან გამომდინარე.

ჩვეულებრივი ქვაბებისგან განსხვავებით, Prima  Zepter  ქვაბების ნაკრებს  აქვს შეუზღუდავი გამოყენების ხანგრძლივობა, შესაბამისად, ხშირი შეცვლა არ არის საჭირო. გარდა ამისა, მათი გარეცხვა ადვილად შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც კი.