სრული კოლექცია


O.M.S

O.M.S-ის ქვაბების ნაკრები სუპერ ფასად და ონლაინ განვადებით. მიიღეთ შენაძენი უფასოდ ყველგან, სადაც საქართველოა.

O.M.S დაარსდა 1976 წელს, რომელიც გამძლე, უჟანგავი მასალის სამზარეულო ჭურჭლის წარმოებითაა დაკავებული. დაარსების დღიდან მისი პრინციპი მუდმივი ზრდა და განვითარებაა.

O.M.S კომპანიის პროდუქტები, ექსპორტზე მთელს მსოფლიოში გადის და ამჟამად წარმოდგენილია 68 ქვეყანაში.

o.m.s უჟანგავი ფოლადის ქვაბების ნაკრები

კომპანიაში მთლიანი წლიური წარმოების მოცულობა 2 000 000 ერთეულს აღწევს, ხოლო რაც შეეხება პროდუქციის განახლებას,  უწყვეტი და საიმედო განვითარების მეთოდები, წარმატების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

კომპანია, სადაც მუშაობს 200-ზე მეტი პროფესიონალი, განთავსებულია 18 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომლიდანაც 14 000 კვადრატული მეტრი დახურული ნაწილია.

O.M.S ტემპს უახლესი ტექნოლოგიითა და თანამედროვე ინოვაციებით ინარჩუნებს, რაც აისახება კიდეც თავისი პროდუქციის ფართო ასორტიმენტში.

2013 წელს O.M.S-მა გააფართოვა თავისი პროდუქციის ხაზი, რომელშიც შედის სამზარეულოს ნაკრები, რომელიც დამზადებულია უჟანგავი ფოლადის მასალისგან, ასევე კერამიკის ქვაბების ნაკრები და ტეფლონის ტაფები. 2014 წლის ბოლოს, კომპანიამ დაიწყო გრანიტის ტაფების  წარმოებაც.

ამ ორ ახალ სიახლესთან  ერთად და ყოველთვიურად 90 000 ცალი წარმოებით, O.M.S-ის ინოვაციების დონემ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რომელიც მუდმივად აგრძელებს ხარისხიანი მომსახურების გაწევას სამზარეულოს ჭურჭლის სექტორში.

მთავარი უპირატესობები:

O.M.S ყოველთვის იყენებს ისეთ საუკეთესო მასალებს, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი და  მაღალი ხარისხის ალუმინი. გარდა ამისა, კომპანია მუდმივად ზრუნავს ხარისხის შენარჩუნებაზე, რომელიც უზრუნველყოფს კმაყოფილი მომხმარებლების მუდმივ ზრდას.

O.M.S-ს ქვაბების ნაკრებს აქვს 9 ფენიანი ძირი, რომელიც მომზადებისას საჭიროებს მინიმალური ოდენობის ცხიმს, რაც ხელს უწყობს  საკვების სიჯანსაღეს. ქვაბები არის მაღალი გამძლეობის, არ იკრავს საკვებს და ირეცხება მარტივად.

oms ქვაბების ნაკრები

სტანდარტული კომპლექტაცია და ზომები კი ასე გამოიყურება: 2.4;  2.9;  4.3; 5.9; 3.1 ლიტრიანი ქვაბები.

გარდა ამისა, შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის გვერდზე შესაძლებელია სხვა ბრენდის პროდუქციის შეძენაც, რომლებიც ასევე ფართო ასორტიმენტითაა წარმოდგენილი.

Isurve.ge-ზე წარმოდგენილი თითოეული ქვაბების ნაკრები უმაღლესი ხარისხისაა, რომლებსაც მოჰყვება ხარისხის სერთიფიკატი.  ჩვენთან შეძენილი ყველა საოჯახო ნაკრები აბსოლოტურად უსაფრთხოა ამიტომ, კერძის მომზადებისას, არ გამოიყოფა სიცოცლისთვის საშიში, მავნე ტოქსიკური ნივთიერებები.

და ბოლოს, გიზიარებთ გარკვეულ რეკომენდაციას ქვაბების შერჩევასთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მასალაზე. სამზარეულოს ჭურჭლის წარმოებისთვის, გამოიყენება სხვადასხვა თანამედროვე მასალები და მათი კომბინაციები. განვიხილოთ ყველაზე პოპულარული:

  • უჟანგავი ფოლადი - კლასიკური ვარიანტი, რომელიც შესაფერისია ყველა ღუმელისა და გაზქურისთვის, მიკროტალღური ღუმელების გარდა. ერთადერთი უარყოფითი ნიშანი ნელი გათბობაა.
  • ალუმინი - იაფიანი და მსუბუქი მასალაა, რომელიც სწრაფად თბება და ცივდება. თუმცა, ასეთ ჭურჭელში საკვები შეიძლება მარტივად დაიწვას.
  • თუჯი - ყველაზე გამძლე და მაღალი ტემპერატურის მქონე ჭურჭელია, რომელიც საუკეთესოდ ინარჩუნებს სითბოს. ერთადერთი ნაკლი დიდი წონაა.
  • მინა - ლამაზი, სითბოს მდგრადი და ჰიგიენური მასალაა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მიკროტალღურ ღუმელებშიც. მთავარია, მასალაზე ტემპერატურის უეცარი ცვლილება არ მოხდეს.
  • კერამიკა - აქვს დახვეწილი დიზაინი და მრავალფეროვანი სტილი, რომლის ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია. თუმცა, მასალა ხასიათდება სისუსტითა და დაბალი თერმული თვისებებით.
  • Teflon-ის საფარი - აქვს შესანიშნავი პრაქტიკული თვისებები, რომელიც არ იწვავს საკვებს,  ცხელდება სწრაფად  და  მარტივია გასაწმენდად.