თმის საკრეჭი MOSER 1040-0460
თმის საკრეჭი MOSER 1040-0460
Regular price 173 ლარი / თვეში 10 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
თმის საკრეჭი MOSER 1030-0460
თმის საკრეჭი MOSER 1030-0460
Regular price 188 ლარი / თვეში 11 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი

Moser

Moser თავის მოვლის პროდუქციაში ნამდვილად გამორჩეული ბრენდია. მაღალი ხარისხი, გამძლეობა და საუკეთესო შედეგი ფაქტიურად სინონიმებია მოსერის სინონიმებია.

მოსერის პროდუქცია, ყველაზე იაფად ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ, ფასდაკლებებით, განვადებით და სახლში მოტანის უფასო სერვისით, ახლა კი პროდუქციის აღწერას დავუბრუნდეთ.

MOSER  ევროპული მწარმოებელია, რომელიც  მრავალი წელია ადგენს ინოვაციურ სტანდარტს თმის მოვლის პროფესიონალურ საშუალებებზე. კომპანია ითვლება დინამიურად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად, რომელმაც დაარსებიდან ათწლეულების განმავლობაში, მრავალი  სასარგებლო იდეა განახორციელა.

Moser, როგორც მდიდარი ტრადიციების მქონე ბრენდი, საერთაშორისო კორპორაციის Wahl Clipper Corporation-ის (აშშ) ნაწილია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ასევე ერთ-ერთი ლიდერია  თმა-წვერისთვის განკუთვნილი პროფესიონალური ხელსაწყოების წარმოებაში.

საკმარისია ითქვას, რომ Moser თმის საკრეჭი მანქანები  ბევრი მამაკაცის მიერ დღეს აღიქმება, როგორც სტაბილური მოწყობილობები, რომელთა შესრულება და პირების  ხარისხი იდეალურია.

კომპანია Moser-ის  მთავარი მიზანი  მუდმივი ინოვაცია,  განვითარება და კონკურენტუნარიანობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია ითვალისწინებს მომხმარებელთა სურვილებს, რათა უმაღლეს დონეზე დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები.

Moser-ის ყველა პროფესიონალური ხელსაწყო, ისევე როგორც დანის პირები, დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიითა და უმაღლესი ხარისხით. პროდუქცია გერმანიაში, WAHL GmbH ქარხანაში იწარმოება, საიდანაც ნაწილდება მთელ მსოფლიოში.

WAHL, MOSER და ermila ბრენდების პროდუქტების გარდა, Wahl GmbH ასევე აწარმოებს WAHL და MOSER ცხოველების ბეწვის საკრეჭებსაც.

გარკვეული ინფორმაციის შემდეგ, უმჯობესია გადავიდეთ კონკრეტულად პროდუქციის მიმოხილვაზე, რათა უკეთ გავერკვეთ მახასიათებლებსა და ფუნქციებში.

MOSER 4900-0050 Senso  ყურისა და ცხვირის ტრიმერი, საკმაოდ კომპაქტური და პროფესიონალური მოწყობილობაა, რომლის ზომაა 13.5x1.5 სმ.  ტარება არის უმარტივესი, განსაკუთრებით ტრანსპორტირებისას ან შორ გზაზე გადაადგილებისას.

Moser

მოწყობილობა აღჭურვილია მბრუნავი ძრავით, ისე, რომ  მისი მცირე ზომის მიუხედავად, შეუძლია ენერგიის დაკარგვის გარეშე, დიდი ხნის განმავლობაში იმუშაოს. როგორც მომხმარებლები აღნიშნავენ, Moser  ყურისა და ცხვირის ტრიმერი, მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე, წარბების ტრიმერადაც შეიძლება გამოიყენოთ.

Moser Motion 1885-0050 თმის საკრეჭს  აქვს მბრუნავი ძრავა, რომელიც აწარმოებს 5200 ბრუნს  წუთში, მაგრამ ამავე დროს მუშაობს გასაოცრად მშვიდად. ბატარეა სრულად იცლება 45 წუთში, ხოლო მოწყობილობა მუშაობს ავტონომიურად საათ-ნახევრის განმავლობაში.

Moser

ზოგადად, ასეთი მოწყობილობებით თმის შეჭრა უფრო კომფორტულია, ვიდრე ჩვეულებრივი მოდელებით, რადგან აქვს უკეთესი სიმძლავრე და ხარისხიანი ნაწილები. თუმცა, მოწყობილობის გამოყენებებისას, მთავარი მაინც  საჭრელი პირებია.

დანის მასალის შერჩევისას, ტიტანის საფარს მეტი ყურადღება ექცევა, რადგან ახანგრძლივებს  აპარატის გამოყენების წლებს, იცავს მას კოროზიისგან და  იძლევა უსაფრთხოდ თმის შეჭრის გარანტიას.

უპირატესობები:

  • ერგონომიული სხეული;
  • მსუბუქი წონა - მხოლოდ 270 გრამი;
  • დანის სწრაფი შეცვლა;
  • უსაფრთხოება;
  • ჩუმი ოპერაცია.

ნაკლოვანებები:

  • მაღალი ფასი.

MoserMotion- ის შემადგენლობაში შედის 6 საქშენი, ფუნჯი და დანის ზეთი. მსუბუქი თმის საჭრელი  მოქმედების დროს, კარგად ასრულებს  თავის სამუშაოს.

არის კიდევ ერთი წვერის და თმის საკრეჭი MOSER 1400-0156, რომლის სიმძლავრეა 10 W. დანის პირების მასალა დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, ხოლო მოწყობილობის თმის შეჭრის დონეების რაოდენობაა 5 (0,1 – 3 მმ), თავაკების - 2.

აქვს საკმაოდ გამძლე, ძლიერი ელექტროძრავა და თმის შეჭრის დონეების რეგულირების სისტემა MultiClick, რომელიც მუშაობს  ძალიან ჩუმად. კომპლექტში შედის უნივერსალური სტაილერი MOSER 1400-0156,  1 რეგულირებადი საცმი-სავარცხელი 4-18 მმ, 1 საცმი-სავარცხელი 4,5 მმ,  საწმენდი ჯაგრისი და ზეთი.

მიზანშეწონილია მოდელების შეძენა მოსახსნელი პირებით, რადგან უფრო ადვილია მათი გაწმენდა და ამასთან,  ყოველთვის შეგიძლიათ შეცვალოთ დანებიც.

რაც შეეხება ფიზიკურ პარამეტრებს ძაბვა მოიცავს 230 V-ს, სიხშირე 50 Hz,  კაბელის სიგრძე 2 მეტრს, დანების სიგანე 46 მმ-,  საჭრელი პირების სიგრძე 0,1_ 3 მმ. წვერის და თმის საკრეჭი აპარატის  ზომაა 175 x 69 x 50 მმ, წონა კი 520 გრ.

და ბოლოს, წარმოგიდგენთ Moser 1040-0460  წვერ-ულვაშის გასასწორებელს, რომელიც მუშაობს როგორც ქსელიდან, ისე - ბატარეებით. ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობა 80 წთ-ია, რომლის როტორული ძრავა 6000 ბრუნს აკეთებს წთ-ში.

Moser

თმის მინიმალური სიგრძეა 0.4 მმ,  მაქსიმალური კი 21 მმ. შეჭრის დონეების რაოდენობაა 7 (2, 4, 7, 10, 13, 17, 21 მმ). დანის პირების მასალა უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული, რომელიც მრავალი წელი მოემსახიურება მფლობელს.

აქვს მოხსნადი, რეგულირებადი თავაკი და ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობა ადაპტერის საშუალებით. ასევე, შეჭრის დონეების რეგულირების შესაძლებლობა.

კომპლექტში შედის: 1 რეგულირებადი თავაკი 2-21 მმ, საწმენდი ჯაგრისი, პირების საპოხი ზეთი და  ქსელის ადაპტერი.