სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


Lenovo-ს მობილური ტელეფონები

Lenovo-ს მობილური ტელეფონები ყველაზე იაფად. ოფიციალური გარანტია, ონლაინ განვადება და უფასო ადგილზე მიტანა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩინური კომპანია Lenovo, რომელიც ძალიან მრავალფეროვან სმარტფონებს აწარმოებს, ძირითად აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ Lenovo-ს მობილური ტელეფონები, ფასის თვალსაზრისით, ხელმისაწვდომი იყოს თითოეული მომხმარებლისთვის, ამასთან ერთად ლენოვოს მობილურები არცერთ ბრენდს, შეიძლება ითქვას, არაფრით ჩამოუვარდება (ხშირ შემთხვევაში ბევრად თუ არ სჯობს კიდეც)

ბოლო წლების განმავლობაში, ტექნიკის ბაზარზე,  Lenovo-ს მობილური ტელეფონების 10-ზე მეტი მოდელი გამოჩნდა და დღევანდელ აღწერაშიც შევეცდებით განსხვავებული მახასიათებლების ტელეფონები წარმოგიდგინოთ.

ახალი ტექნოლოგიები Lenovo-ს სმარტფონებში

ბოლო წლების განმავლობაში, მობილური ტექნოლოგიების განვითარება განსაკუთრებულად წინ წავიდა. ასე რომ, ახალი პროდუქტების წარმოებისას, ლენოვოს დეველოპერებმა სმარტფონებისთვის დანერგეს რამოდენიმე საინტერესო ტექნოლოგია, რომლებიც მომხმარებლებში საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა.

2018 წელს, ბრენდმა წარმოადგინა პირველი მოდელი ორმაგი უკანა კამერით. მრავალჯერადი სენსორის გამოყენება, ფოტოების უკეთესი ხარისხითა და ეფექტებით გადაღების შესაძლებლობას იძლევა, რომელიც სულაც არ ჩამორჩება ფოტოაპარატის ხარისხს. 

კიდევ ერთი საინტერესო ტექნოლოგია, რომელიც ძალიან გაახარებს ლენოვოს მომხმარებლებს ეს არის მობილურის სწრაფად დატენვის შესაძლებლობა. რაც უფრო ძლიერია პროცესორი და ეკრანიც შესაბამისად დიდი აქვს, მით უფრო მძლავრი ბატარეაა საჭირო სმარტფონის სამუშაო მდგომარეობის შესანარჩუნებლად.

სწრაფად დატენვისთვის, ინჟინრებმა მოწყობილობის შიგნით მოათავსეს ჭკვიანი კონტროლიორი, რომელიც ტელეფონს 0-დან 50%-მდე მხოლოდ ნახევარ საათში ტენის.

ფლაგმანურ ლენოვოში ასევე გაუმჯობესდა დინამიკების  ხარისხი, რომლებიც ბევრად უფრო რეალისტურ ჟღერადობას ავცელებენ.

საუკეთესო ბიუჯეტური სმარტფონები Lenovo-სგან

Lenovo  A5s  - ამ ბიუჯეტური მოდელის მთავარი უპირატესობა არის  4000 mAh ბატარეა, რომელიც დღეზე მეტ ხანს ძლებს. სამწუხაროდ, აქ სწრაფი დატენვის ფუნქცია არ არის გათვალისწინებული. ამიტომ,  რამდენიმე საათის განმავლობაში მოგიწევთ მოწყობილობის დაკავშირება ელექტროენერგიასთან.

Lenovo-ს მობილური ტელეფონები

ტელეფონს აქვს მაღალი ხარისხის  დისპლეი,  18: 9 თანაფარდობით და სიკაშკაშის შესანიშნავი ზღვარი. ასეთ ეკრანზე კარგია ფილმების ყურებაც.

სასიამოვნო გარეგნობასთან ერთად, A5s არის სერიოზული კონკურენტი სხვა ბიუჯეტური მოდელებისთვის.  

უპირატესობები:

  • დიდი ბატარეა;
  • ანდროიდის განახლებული ვერსია;
  • ძალიან ხელმისაწვდომი ფასი.

Lenovo 5 K play - ლამაზი სმარტფონი დიდი ეკრანით

ლენოვო  გთავაზობთ  დაბალ ფასში მოსახერხებელ, 5.7 დიუმიანი ეკრანის მქონე ტელეფონს მაღალი გარჩევადობით, რომელზეც კარგი კონტრასტის გამო, კომფორტულია ვიდეოებისა და ფილმების ყურება.

Lenovo-ს მობილური ტელეფონები

ტელეფონი მუშაობს მთელი დატვირთვით, რომელიც მართლაც შესანიშნავად გამოიყურება. ღირებულებაც საკმაოდ დაბალი აქვს, რომელიც ყურადღებას თავისი ფერადი, პრიალა პლასტიკური კორპუსითაც ძალიან იქცევს.

უპირატესობები:

  • ხმამაღალი და მკაფიო ჟღერადობის მულტიმედიური დინამიკები;
  • შესანიშნავი დიზაინი;
  • ხელმისაწვდომი ფასი;

უარყოფითი:

  • არ აქვს სწრაფი ტენვის ფუნქცია;
  • არ არის შესაფერისი თამაშებისთვის.

ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური სმარტფონი საშუალო ფასების სეგმენტიდან,  ადვილად უწევს კონკურენციას  უფრო ძვირიან ანალოგებსაც კი.  მოწყობილობა შესაფერისია იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც არ სურთ დიდი თანხის გადახდა, მაგრამ ოცნებობენ კარგი ტელეფონის შეძენაზე.

Lenovo Z5s - იდეალური ტელეფონი სელფებისთვის

Snapdragon 710 პროცესორმა უკვე დაამტკიცა თავისი საიმედოობა მძიმე თამაშების  გადმოწერის შემთხვევაშიც კი: თამაშის Turbo ტექნოლოგია და გრაფიკის ხარისხი იძლევა კარგ სტაბილურობას, რომელიც არ ხარჯავს დიდ ენერგიას. რამდენიმე პროგრამის გამოყენებისას, ბატარეის ენერგია  იხარჯება ასევე ეკონომიურად.

Lenovo-ს მობილური ტელეფონები

სმარტფონში დამონტაჟებული კამერა საშუალებას გაძლევთ, გადაიღოთ სასურველი სურათები  დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ხოლო სამმაგი მოდული ითვალისწინებს 29 მეგაპიქსელიან გარჩევადობას.

უპირატესობები:

  • სამმაგი კამერა AI მხარდაჭერით;
  • მაღალი სიმძლავრის ბატარეა 3300 mAh;
  • Game Turbo ტექნოლოგიის არსებობა;

ნაკლოვანებები:

  • უკანა პანელი სწრაფად იკაწრება.