სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


Lavor

Lavor - ლავორი არის მაღალი წნევით სარეცხი აპარატების, და ზოგადად რეცხვასთან და წნევასთან დაკავშირებული პროდუქტების წამყვანი მწარმოებელი. იტალიური კომპანიის პროდუქტებს გამოარჩევს მაღალი საიმედოობა და ხარისხი.

ჩვენს მაღაზიაში შეძენილ პროდუქტებზე ვრცელდება გარანტია, უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით და ბარათით გადახდის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფასდაკლება.

Lavor

კომპანია Lavor Wash  დაარსდა 1975 წელს Giancarlo Lanfrend მიერ იტალიის ქალაქ Suzzara-ში მდებარე ერთ-ერთ პატარა ავტოფარეხში, სადაც  თავდაპირველად წყლის ტუმბოებსა და საჰაერო კომპრესორებს აწარმოებდნენ.

1979 წელს Suzzara-ში, 600 მ2-ზე გაშენებული ახალი ქარხანა გაიხსნა. პირველ ეტაპზე, პროდუქციის ფოკუსირება ხდებოდა სოფლის მეურნეობის განკუთვნილ პროდუქციაზე, რომლისთვისაც აწარმოებდნენ  წყლის ტუმბოებსა და აქსესუარებს.

1983 წელს დაიწყო დიზაინის გაუმჯობესება და მაღალი წნევის სარეცხი აპარატების  დიაპაზონის გაფართოება, რაც მოგვიანებით კომპანიის კეთილდღეობის საფუძველიც კი გახდა. მას შემდეგ, ახალი ტექნოლოგიების  დანერგვით, მუდმივად გაიზარდა Lavor-ის წარმოების მოცულობა.

მაღალი წნევის აპარატის ცხელი წყლით წარმოება  კარგი იმპულსი აღმოჩნდა ევროპულ ბაზარზე გასასვლელად. კერძოდ, საფრანგეთში სტაბილური პოზიციის მოსაპოვებლად და მომხმარებლების მოსაზიდად.

Lavor-ის  აქტიურმა განვითარებამ და ახალ პროდუქტებზე დიდმა მოთხოვნილებამ,  შესაძლებელი გახადა გაყიდვების მოცულობის გაზრდა. ამგვარად, ფინანსური შემოსავლები  წელიწადში 2.5 მილიონამდე ავიდა.

1988 წელს  ბაზარზე Lavor WASH ბრენდის პროდუქცია გამოჩნდა. 90-იან წლებში, კომპანიამ უკვე მტკიცედ დაიმკვიდრა თავი ევროპულ ბაზარზე, როგორც განვითარებული სადისტრიბუციო ქსელის ერთ-ერთმა უდიდესმა მწარმოებელმა.

1996 წელს Lavor WASH გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად. 1999 წელს კი მოიპოვეს  ISO 9001 ხარისხის სერტიფიკატი და ახალი ქარხანა გახსნეს ბრაზილიაში. აქტიურად დაიწყო საწყობების კომპლექსების მშენებლობა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში.

2001 წელს Lavor-ის დაქვემდებარებაში შევიდა ისეთი მწარმოებლები, როგორიცაა: BM STIRO (ინდუსტრიული ორთქლის გენერატორების ევროპული მწარმოებელი), CTM (იატაკის დასუფთავების აპარატების მწარმოებელი) და STARKRIO (ხე-ტყის დანადგარების მწარმოებელი).

Lavor (Lavor) Pro Silent  მტვერსასრუტი განკუთვნილია დიდი ტერიტორიების მშრალი  დასუფთავებისთვის, რომლის სიმძლავრეა 800 ვტ. მტვერსასრუტი ეფექტურად იღებს მტვერს რთულ შემთხვევებშიც კი. ჰაერის ნაკადის სიჩქარე წამში შეიძლება 44 ლიტრამდე იყოს.

Lavor Pro Silent მშრალი წმენდის მტვერსასრუტს, მრავალფეროვანი საქშენებისა და კომპაქტურობის წყალობით,  შეუძლია სხვადასხვა ტიპის ზედაპირზე მარტივად იმუშაოს.  მტვერსასრუტის ნაგვის სატანკოს მოცულობა 12 ლიტრია.

Lavor

HEPA ფილტრის წყალობით, Silent FR მოდელი ეფექტურად უმკლავდება მტვრის მცირე ნაწილაკებსაც კი.

მახასიათებლები:

  • დენის ქსელში კავშირი: 230-240V-50Hz;
  • ჰაერის მოხმარება (ლ/წამი): 44;
  • სატანკო მოცულობა: 12/9;
  • სატანკო მასალა: მაღალი ხარისხის პლასტმასი;
  • მტვერსასრუტის სიმძლავრე: 800 ვტ;
  • ხმაურის  მაქსიმალური დონე: 78 დბ;
  • დენის კაბელის სიგრძე: 7.5 მ;
  • ზომები: 39x39x42 სმ;
  • წონა: 6.8 კგ.

უპირატესობები:

  • მშვიდი ძრავა;
  • ფილტრი, რომელის იცავს  მტვერსასრუტის ძრავას;
  • აქსესუარების შესანახი ინტეგრირებული სათავსო;
  • საიმედო ბორბლები;
  • ქაღალდის  ფილტრები;
  • დიდი მბრუნავი ღილაკი მტვერსასრუტის ჩართვა-გამორთვისთვის;
  • 12 ლიტრიანი პლასტიკური ავზი (PP).

აღჭურვილობა:

  • მოხრილი მილი, რომლის  დიამეტრია 35 მმ, ხოლო სიგრძე 2.0 მ;
  • ქრომის 2 ცალი  მილი : 35 მმ და 49 სმ;
  • მრგვალი საქშენები;
  • ქაღალდის ფილტრის ტომარა;
  • HEPA ფილტრი (Silent FR).

მაღალი წნევით სარეცხი აპარატი Lavor Fast 120 1700W საყოფაცხოვრებო ტიპისაა, რომლის წნევა 120 ბარამდეა. სიმძლავრე 1,7 კვტ-ია, ხოლო  წყლით წარმოებადობა 330 ლ/სთ. მაღალი წნევის მილის სიგრძე 3 მეტრია, ელექტროკვება კი 220 ვ-ია.

Lavor

აქვს ძრავის ავტომატური გაჩერების ფუნქციაც. გარდა ამისა, იტალიური წარმოების აპარატის საერთო წონაა 5.6 კგ, რომელსაც  1 წლიანი გარანტია მოყვება.

კომპლექტში შედის: პისტოლეტი S'16 სწრაფი შეერთებით, მაღალი წნევის მილი 3 მ სწრაფი შეერთებით და ქაფის შუბი + ავზი.

მაღალი წნევის აპარატი Lavor GALAXY 150 2100W  ძალიან მოსახერხებელია, რომელსაც გააჩნია  სამი დგუში, ტუმბოს ალუმინის თავაკი და ავტომატური გაჩერების სისტემა. ერგონომიული სახელური უზრუნველყოფს მოსახერხებელ ტრანსპორტირებას.

აპარატის სიმძლავრეა 2100 W, რომლის  სამუშაო წნევა 150 ბარია. წარმოებადობა წყლით 450 ლ/სთ, ხოლო მილის სიგრძეა 6 მ.

კომპლექტში იპოვით პისტოლეტს, შუბს Multi Water Jet, მაღალი წნევის 6 მეტრიან მილს, მბრუნავ ჯაგრისს, ავზს სარეცხი საშუალებისთვის და საწმენდს Patio Cleaner L25-ს.

ტექნიკის ყველაზე მდიდარი არჩევანი ისურვეზე, ფასდაკლებებით, განვადებით და სახლში მიტანის უფასო სერვისით, მთელი საქართველოს მაშტაბით.