სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


LaserLiner

LaserLiner-ის უმაღლესი ხარისხის ლაზერული ხელსაწყოები. გარანტია, უფასო ადგილზე მიტანა და ონლაინ საბანკო განვადება მთელ საქართველოში.

თუ სარემონტო სამუშაოებზე გიწევთ საქმიანობა, მაშინ იცით რამდენად მნიშვნელოვანია გაზომვითი სამუშაოები, სწორედ ამიტომ ისურვე გთავაზობთ LaserLiner-ის პროდუქციას.

Laserliner დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ლაზერების წარმოებითაა დაკავებული.

LaserLiner

კომპანია Laserliner სთავაზობს მომხმარებლებს გარკვეულ ტრენინგებს, სპეციალიზირებულ პროდუქციებსა და მათთან დაკავშირებულ კონსულტაციებს, ასევე დემონსტრირებასა და გამოცდას ისეთი ლაზერული აღჭურვილობების, რომლებიც გამოსადეგია სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას.

Laserliner-ის ყველა პროდუქტს აქვს  გარანტირებული,  უპირობო 4-წლიანი გარანტია, რომლის დაზიანების ან რაიმე პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში,  შესაძლებელია როგორც რემონტი, ასევე შეცვლა. აღსანიშნავია ისიც, რომ აბსოლუტურად ყველა ლაზერულ აღჭურვილობას მოყვება ხარისხის სერთიფიკატი.

Laserliner LaserRange-Master T4 Pro

მოდელი აღჭურვილია 360°-იანი დახრის სენსორით, რომელიც საშუალებას გაძლევთ გამოთვალოთ გაზომილი მანძილის ვერტიკალური და ჰორიზონტალური კომპონენტები.

LaserLiner

Laserliner ლაზერს ასევე შეუძლია განსაზღვროს ოთახის ფართობი და მოცულობა, რომელსაც აქვს ე.წ. "პითაგორას" ფუნქცია, რითიც შესაძლებელია  შენობების სიმაღლის გამოთვლაც. გაზომვის დიაპაზონი 40 მეტრია, ცდომილება კი 2 მმ-ს არ აღემატება.

უპირატესობები:

  • გაზომვის ფართო შესაძლებლობები;
  • პუნქტის შერჩევა;
  • გარე ფატორებისგან: მტვრისგან, ტენიანობისგან დაცვა;
  • Bluetooth-ის მხარდაჭერა.

ნაკლოვანებები:

  • მართვის სირთულე.

LaserRange-Master T4 Pro ლაზერი  ძალიან გამოსადეგია რთულ პირობებსა და ადგილებში  სამუშაოდ. რთული გაზომვითი ამოცანების შესასრულებლად, ნამდვილად ღირს  ამ მოწყობილობის შეძენა.

იმისათვის, რათა თემა უფრო განვავრცოთ და არჩევანის სხვადასხვა საშუალება წარმოგიდგინოთ, ამისთვის გთავაზობთ ორი წამყვანი ბრენდის ლაზერების დეტალურ განხილვას.

Bosch GTL 3 პროფესიონალი ლაზერის აპარატია, რომელიც სპეციალურად  იმ ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა, რომლებსაც ფილების დაგებაზე უწევთ მუშაობა.

ლაზერის სხივებს  90 გრადუსიანი კუთხით ტრიალის შესაძლებლობა აქვს. თქვენ აუცილებლად დაინახავთ ვერტიკალური კუთხით რამდენ გრადუსიანი გადახრა აქვს  თქვენს კედლებს, რომლებზეც აპირებთ ფილების დაგებას.

LaserLiner

მოწყობილობის სამუშაო სხივის დიაპაზონი 20 მეტრამდეა, რაც  სრულიად  საკმარისია. ფასი ადეკვატურია ხარისხთან მიმართებაში.

ძირითადი უპირატესობები:

  • მარტივი ოპერაცია: ერთი ღილაკი;
  • ლითონის ფირფიტა კედელზე დაფიქსირებისთვის - შედის;
  • მტვერისა და ტენიანობისგან შესანიშნავი დაცვა;
  • 30 წუთიანი უმოქმედობის შემდეგ, ავტომატურად ითიშება.

მინუსები:

  • საკმაოდ ვიწრო ფუნქციონალური მოწყობილობა.

ჩვენი ლაზერების საუკეთესო  რეიტინგს აგრძელებს DeWALT DCE089D1G რომელიც მუშაობს  DeWALT ბატარეების გამოყენებით.

ქმნის ორ ვერტიკალს (90 გრადუსიანი) და ერთ ჰორიზონტალურს ყველა წრეში. მიმღების გარეშე, მისი მწვანე ლაზერის გამოყენება შესაძლებელია 35 მ-მდე დისტანციებზე. მიმღების დახმარებით კი,  გამოყენების მანძილი იზრდება 60 მეტრამდე.

თვითრეალიზება შესაძლებელია პლიუს-მინუს 4 გრადუსის დიაპაზონში, ხოლო ზედმეტი გადახრის ცალკეული ინდიკატორი არ არსებობს - თვითონ ლაზერები იწყებენ ციმციმს. ეს საკმაოდ მოსახერხებელია - თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ დონე, დაუყოვნებლივ დაათვალიეროთ კედელი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ სასურველი გადაწყვეტილება.

მაგრამ უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მისი სიზუსტე არ არის საუკეთესო მაჩვენებლის - ჰორიზონტალური თვალსაზრისით აცდენა 0.33 მმ / მ-ია, ხოლო ვერტიკალურით - 0.66 მმ / მ.  ამის გამო, ლაზერი მნიშვნელოვნად ჩამორჩება კონკურენტებს.

ძირითადი უპირატესობები:

  • მუშაობა ბატარეების გამოყენებით;
  • ინსტალაცია მარტივია.

მინუსები:

  • არ აქვს საუკეთესო ჰორიზონტალური სიზუსტე