სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


Kenwood ტოსტერი (კენვუდის ტოსტერი)

კენვუდის ტოსტერი, მხოლოდ ორიგინალი პროდუქცია საუკეთესო ფასად. ონლაინ საბანკო განვადება და ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.

Kenwood ტოსტერი ამ კლასის პროდუქტებში ერთ-ერთი საუკეთესოა

პირველ რიგში, სანამ ტოსტერებს მიმოვიხილავდეთ, ორიოდ სიტყვას კომპანიაზე გეტყვით, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია.

კენვუდი - Kenwood Limited-ის სახელით მოღვაწე კომპანია 1947 წლიდან აწარმოებს მხოლოდ და მხოლოდ სამზარეულოს მოწყობილობებს.

ეს ძალიან დიდი განმასხვავებელი საკითხია. წარმოიდგინეთ კომპანია, რომლის აღმასრულებელი და ფინანსური დირექტორები, მომწოდებლებიც და დიზაინერების მხოლოდ სამზარეულოს ტექნიკის დიზაინზე ფიქრობენ.

თუ მხოლოდ წარმოდგენა არ გყოფნით, ფაქტს გეტყვით - 2013 წელს კენეთ გრანჟი, კენდვუდის მთავარი დიზაინერი რაინდად აკურთხეს, დიზაინის სფეროში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.

სწორედ ამიტომ სახლში კენვუდის მოწყობილობის არსებობა, იქნება ეს ტოსტერი, სენდვიჩის აპარატები თუ შაურმის ტოსტერი, ნამდვილად დიდი სიამოვნებაა.

ინფორმაციისთვის, დელონგის ყავის აპარატებიც ამავე ბრენდს ეკუთვნის, ამიტომ შეგიძლიათ ესეც იგივე ხარისხის აქტივად ჩათვალოთ.

აი რაც შეეხება ტოსტერებს. თვითონ ტოსტერი ჩვენი სამზარეულოს ერთ-ერთი ბურჯია. განსაკუთრებით კი ქართული სამზარეულოსი.

დილის გემრიელი ტოსტით დაწყებას არაფერი სჯობს ისურვეზე ტოსტერის შეძენით კი თქვენს სამზარეულოს კიდევ ერთი ძალზედ საჭირო და სასიამოვნო ნივთი შეემატება.

კენვუდის ტოსტერი ქართულ სამზარეულოსაც ძალიან უხდება

გაგიკვირდებათ და სად კენვუდი და სად ქართული სამზარეულოო. კავშირი მარტივია - პური. ქართული კერძები აქტიურად ეყრდნობიან პურის კულტურას, აი ტოსტერი კი ზუსტად პურის გემოვნების მაღალ დონეზე ასაყვანად არის.

დატოსტილი პური, თვითონ დამოუკიდებლად ძალიან გემრიელია, და თუ მას ქართულ კერძებს მივატანთ ხომ ბევრად, ბევრად უფრო აგემრიელებს მათ.

ეს სხვათა შორის ქართული სამზარეულოს მოდერნიზაციის ერთ-ერთ ნათელი მაგალითია. მე მაგალითად დიდხანს მიმაჩნდა რომ ჩვენი კერძები ისედაც გამორჩეულად გემრიელი იყო, მაგრამ ვინმე მიშელინის სამ ვარსკვლავიანი ლეგანდარული მზარეულის ხელში, ვინც ზუსტად იცის სოკოს რამდენი წამი უნდა როგორ ზეთში შეწვა და კვერცხი რომ 87 გრადუს წყალში 5 წუთსა და 34 წამში იღებს იდეალურ თოხლო დონეს, ქართული სამზარეულო ახალ დონეზე აიწევდა.

ტოსტერიც ზუსტად ზემოხსენებული საკითხის გამოვლინებაა. არ ვიცი თქვენ თუ გაგისინჯავთ, მაგრამ ხრაშუნა, ზედა მხარეებზე დაბრაწული დატოსტილი პურის მიყოლება დილით, თუნდაც ისეთ არასასაუზმო საკვებზეც როგორც ნიგვიზიანი ბადრიჯანი ან აჯაფსანდალია, უფ ერთი სიამოვნებაა.

როგორც ზემოთ აღვწერეთ, კენვუდის პროდუქციაში კომფორტის ყველა დეტალი გათვალისწინებულია, მაგრამ მაინც გირჩევთ ორ საკითხზე თქვენც გაამახვილოთ ყურადღება.

პირველი ეს ზომაა. თქვენი ოჯახის ზომიდან გამომდინარე ორ ნაჭრიანი ტოსტერი გსურთ თუ ოთხნაჭრიანი, ეს უშუალოდ თქვენი გადასაწყვეტია.
მეორე საკითხი სადენის სიგრძეა. სასურველია ან დენცქვიტი (ანუ შტეფსელი) გქონდეთ ისეთ მანძილზე, ან კაბელი იყოს იმ ზომის რომ დამაგრძელებლის დახმარების საჭიროება არ დაგიდგეთ.

კენვუდის ტოსტერი იაფად და თქვენთის მისაღები განვადებით ისურვეზე შეგიძლიათ შეიძინოთ!