სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


ინდეზიტის გაზქურა

ყველა ინდეზიტის გაზქურა ერთ გვერდზე, ოფიციალური გარანტიით, ყველაზე იაფად და ონლაინ განვადების საუკეთესო პირობებით. უფასო მიტანა მთელ საქართველოში.

ინდეზიტის გაზქურა - იტალიური კერძების მომზადების საიდუმლო თქვენს სამზარეულოში

სწორედ ამ სლოგანით ხდება აღნიშნული იტალიური ბრენდის ქურის ზედაპირებისა და გაზქურების გაყიდვა.

ინდეზიტი კი ისეთი კომპანია არ გახლავთ დაპირებები ტყუილად გასცეს.

ნამდვილად, გაზქურა თითქოს ერთი შეხედვით მარტივი მოწყობილობაა (და ასეც არის), თუმცა ხარისხს ნამდვილად აქვს მნიშვნელობა.

აქ რა თქმა უნდა გამძლეობას და სამუშაო ხარისხს არ ვგულისხმობთ. გაზქურა Bosch, გაზქურა ბეკო, გაზქურა გორენიე, ზიმფერის გაზქურა - ამ ხარისხს ყველა გპირდებათ. ამაზე არ ვისაუბრეთ.

არ მოგატყუებთ და ზემოხსენებული ბრენდებიდან ნებისმიერი რომ შეარჩიოთ, ნამდვილად მაღალი ხარისხის, გამძლე და კომფორტულ გაზქურას იყიდით.

მაგრამ ინდეზიტი? აი ინდეზიტი ზემოხსენებულ ხარისხს ნამდვილად ნიშნავს, მაგრამ პლუს ერთი.

რა ერთი? ეს ერთი იტალიური მიდგომაა. იტალიელებმა რომ საუკეთესო კერძების მზადება იციან ამაზე არავინ დავობს.

მაგრამ ასევე ბევრი არავინ დაჰკვირვებია მარტივ ფაქტს - ერთი და იგივე კერძი, ერთი და იგივე ინგრედიენტებით საქართველოშიც და იტალიაშიც რომ მომზადდეს, იტალიურის გემო ბევრად აღემატება მეორეს.

რატომ? იმიტომ რომ იტალიელს იტალიური მიდგომა აქვს. და კიდევ იმიტომ რომ თითქმის ყველა იტალიელი გაზქურა ინდეზიტთან მუშაობს.

სწორედ ეს გამოცდილება აქვთ იტალიელებს გათვალისწინებული ამ მოწყობილობის დაპროექტებისას. საკმარისია მასთან დადგეთ და ისეთი შეგრძნება გაგიჩნდებათ თითქოს ნეაპოლში, ფანჯრიდან კუნძულ კაპრის გადაჰყურებთ და ახლა უნდა მოამზადოთ ბაზილიკი და ორეგანოთი უხვად შეზავებული, ზეითუნის ზეთითა, პარმეჯანო რეჯიანოთი და პროვოლონე პლუს პროშუტოთი გაჯერებული კერძები.

დამიჯერეთ, ინდეზიტზე ლაზანიე, პიცები (კალცონეს ჩათვლით), პასტა, კანელონი, რიზოტო - ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი სხვანაირი გამოდის. სხვანაირი - იტალიური.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ინდეზიტი მხოლოდ იტალიაში არ იყიდება, ზემოხსენებული თვისებების გამო ბევრ ქვეყანაში უკავია მოწინავე პოზიციები.

სწორედ ამიტომ კომპანია მომხმარებელს მაქსიმალურად მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

  • გაზის გაზქურა - სამზარეულოში ტრიალის მოყვარული ადამიანების სასურველი არჩევანი, მალე ხურდება და ცეცხლის ალით კონტროლი ადვილია.
  • ელექტრო ქურა - ეკოლოგიური, და ტექნოლოგიურად უფრო პროგრესული ვარიანტები.
  • დაბეჭდილი კომფორებიანი ქურა - ელექტრო ქურის კლასიკური ვარიაცია. იაფი და ხელმისაწვდომი, თუმცა შედარებით ნელა ხურდება ზედაპირები.
  • კერამიკული ქურის ზედაპირი - თავის ღუმელთან ერთად. ლამაზი და ესთეტიური. დაბეჭდილთან შედარებით მალე ხურდება, ამავე დროს ადვილი გასაწმენდია.
  • ინდუქციური ქურის ზედაპირი - ტექნოლოგიის ბოლო სიტყვა. ასეთი ქურა ახურებს მხოლოდ ჭურჭლის მეტალს, და ხელიც რომ დაადოთ ვერც კი იგრძნობთ ტემპერატურას.

ინდეზიტის გაზქურის იაფად შაეძენის გარდა ჩვენთან შეგიძლიათ იხილოთ ჩასაშენებელი ელექტრო ქურები

ხოლო ისურვეზე ნებისმიერი შენაძენის ყიდვისას, გარდა იმისა რომ დიდი თანხას, ჩვენი დაბალი ფასების გამო დაზოგავთ, პლუს, ჩვენი საკურიერო მომსახურება უფასოა, შესაბამისად, სულერთია საქართველოს რომელი კუთხიდან შეუკვეთავთ, ჩვენ შენაძენს ყველგან უფასოდ მოგართმევთ.