სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


Hyundai

ჰიუნდაის ტექნიკა და დანადგარები თქვენს წინაშე, გარანტიით, განვადებით და ადგილზე მიტანით ყველგან.

Hyundai კორეული ბრენდია, რომელიც Chung Ju-Yung-ის მიერ დაარსდა. აზიის ფინანსური კრიზისის შემდეგ, კომპანიამ თავისი ბიზნესის უმეტესი ნაწილი სპეციალურ ერთეულებს გადასცა, მათ შორის: „Hyundai Motor Group“-ს, „Hyundai Department Store Group“-სა და „Hyundai Heavy Industries Group“-ს. სახელი „ჰიუნდაი“ გამომდინარეობს კორეული სიტყვიდან, რაც „თანამედროვეს“ ნიშნავს.

Hyundai

ისტორია

პირველი კომპანია დაარსდა 1947 წელს, როგორც ავტო სარემონტო მაღაზია. შემდგომში იგი გახდა საინჟინრო და სამშენებლო კომპანია. Chung Ju-Yung-მა და მისმა ოჯახის წევრებმა დაიწყეს სხვა საქმიანობის განხორციელება და  გავლენების გაფართოება სხვა ინდუსტრიებზე. შედეგად, კორეაში გამოჩნდა ყველაზე დიდი კომპანია.

აშშ-ს სამხედრო კონტრაქტებისა და სამთავრობო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების დახმარებით, Chung Ju-Yung-ის კომპანია გახდა მთავარი სამშენებლო ფირმა კორეის რესპუბლიკაში. კერძოდ, იგი ასრულებდა საკმაოდ სარფიან კონტრაქტს, რომელიც ითვალისწინებდა სეულსა და ბუსანს შორის 400 კილომეტრიანი უზარმაზარი  მაგისტრალის მშენებლობას.

1965 წლიდან ჰიუნდაიმ დაიწყო გუამის, ტაილანდისა და ვიეტნამის სამშენებლო ბაზრებზე შესვლა. 1967 წელს დაარსდა Hyundai Motor Company, 1973 წელს - Hyundai Heavy Industries. 1974  წელს დასრულდა პირველი გემის მშენებლობა. 1983 წელს კი Hyundai  შევიდა ელექტრონიკის ბაზარზე, რომლითაც ჩამოყალიბა Hyundai Electronics.

90-იანი წლების შუა პერიოდში, Hyundai-ის ჰყავდა 60-ზე მეტი შვილობილი კომპანია და აქტიური იყო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის: საავტომობილო, სამშენებლო, ქიმიური, ელექტრონიკის, ფინანსური მომსახურებასა და გემთმშენებლობის ინდუსტრიებში. ამავე პერიოდში, მას ჰქონდა წლიური შემოსავალი დაახლოებით 90 მილიარდი აშშ დოლარი და ჰყავდა 200 000-ზე მეტი თანამშრომელი.

ალბათ ყველასათვის ძალიან კარგად ცნობილია, რომ HYUNDAI უკვე წლებია, რაც კონდიციონერების წარმოებითაცაა დაკავებული. სხვათაშორის, ხარისხი უდაოდ  მაღალი აქვს, რასაც ყოველწლიური გაყიდვებიც მაჩვენებლებიც მოწმობს.

მახასიათებლების უკეთ წარმოსადგენად, შემოგთავაზებთ კონკრეტულად ერთ-ერთი მოდელის HYUNDAI ESAF-18HDN1-ის კონდიციონერის დეტალურ აღწერას, რათა შევაფასოთ მისი ფუნქციები.

HYUNDAI ESAF-18HDN1 კედლის ტიპისაა, რომელიც სპლიტ  (ზამთარ-ზაფხული) სისტემითაა აღჭურვილი. მართვა ხდება ელექტრონულად, დისტანციური მართვის პულტით.

Hyundai

აღჭურვილია დისპლეითა და თვითდიაგნოსტიკის ფუნქციით, რომლის ნომინალური გაგრილების შესაძლებლობააა 18000 BTU, ნომინალური გათბობის 19000 BTU. რაც შეეხება ტემპერატურულ დიაპაზონს,  გარე ბლოკი -15◦ С +50◦ С-ია, ხოლო შიდა +17◦ С +30◦ С.

მაქსიმალური სიმძლავრე 2750 W-ია, რომელიც გაგრილისას 1755 W-მდე ეცემა, ხოლო გათბობისას 1505 W-მდე.  მოყვება 2 პირველადი ფილტრი და ცივი კატალიზატორის ფილტრი.

რეჟიმებს რაც შეეხება, აქვს გაგრილების, გათბობის, ტენიანობისა და ჰაერის ცირკულაციის ფუნქციები. დამატებით  მახასიათებლებში ასევე მოიაზრება სხვადასხვა სიძლავრით ჰაერის დაბერვა (3 რეჟიმი + ავტომატური), Turbo რეჟიმი, მოკლე CUT- დამახსოვრება / გააქტიურება, LED (დისპლეის გამორთვა / ჩართვა), ავტომატური რეჟიმი (გაგრილება, გათბობა, ტენიანობა), ტაიმერი (ჩართვა / გამორვევა), ავტომატური გადატვირთვა და ძილი (ღამის რეჟიმი).

და ბოლოს, წარმოგიდგენთ  Hyundai-ის ბრენდის კიდევ ერთ მოდელს. ეს არის კომპაქტური კონდიციონერი Hyundai H-PAC-07C1UR8.

Hyundai

მოდელი აღჭურვილია საიმედო კომპრესორით, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწრაფად და მშვიდად გააგრილოთ  21 კვადრატულ მეტრამდე ოთახები.  გაზრდილი ენერგიის რეჟიმი საშუალებას იძლევა ტემპერატურა 16 გრადუსამდე შემცირდეს.

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა;
  • სწრაფი გაგრილება;
  • კონდენსატის აორთქლება;
  • ქრონომეტრაჟი 24 საათამდე;
  • სარეცხი ფილტრი.

ნაკლოვანებები:

  • მექანიკური კონტროლი.

კორეული Hyundai ბრენდის H-PAC-07C1UR8 კონდიციონერი სწრაფად აცივებს ჰაერს და იღებს ზედმეტ ტენიანობას ნებისმიერი პატარა ოთახიდან.

ისურვეზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ნაწარმებია თავმოყრილი, ხოლო მათი ნაწარმი ყველაზე ხელსაყრელ ფასებში იყიდება. გადახედეთ ჩვენს კატალოგს და აღმოაჩინეთ საუკეთესო ბრენდების პროდუქცია მხოლოდ ჩვენს ინტერნეტ მაღაზი