საუკეთესო ფასები და უფასო მიტანა მთელ საქართველოში!


Huawei

ყველაზე დაბალი ფასები Huawei 2017, 2018 და 2019 წლის მოდელებზე, განვადებით, ოფიციალური გარანტიითა და უფასო საკურიერო სერვისით მთელ საქართველოში.

ჰუავეის იმ მოდელების სია, რომლებიც ჩვენს საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ, ასე გამოიყურება:

P სერია:

  • Huawei P20
  • Huawei P20 Lite
  • Huawei P20 Pro
  • Huawei P Smart
  • Huawei P10
  • Huawei P10 Lite
  • Huawei P10 Plus
  • Huawei P8 Lite
  • Huawei P9 Lite

Y სერია: Y3, Y5 II, Y5 Prime, Y6 Prime, Y7, Y7 Prime, Y9 2018 და Н9 2019

Honor, Nova და Mate სერიები: Honor 7x, Honor 8, Honor 8 Lite, Honor 9, Mate 10, Mate 10 Pro, Nova 2 Plus, Nova 2i

Huawei

სანამ მოდელების მიმოხილვაზე გადავალთ, წარმოგიდგენთ თავად კომპანიის მოკლე პროფილს, ბრენდზე წარმოდგენის შესაქმნელად.

ჰუავეი ჩინური საერთაშორისო კავშირგაბმულობის და ტელეკომუნიკაციის აპარატურის მწარმოებელი კორპორაციაა, რომელიც 1987 წელს დაარსდა. ოფიციალური მონაცემებით, ის ამ ტიპის უმსხვილესი კომპანიაა მსოფლიოში, გაასწრო რა ერიკსონს, 2012 წელს.

Huawei P სერია

ჰუავეის P სერია იმ მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას დიზაინს, ფერების გამასა და ფოტო გადაღების ხარისხს ანიჭებს.

აღნიშნული სერიის ერთ-ერთი მოდელი P9, ჰუავეისა და ცნობილ ფოტო აპარატურის მწარმოებელ კომპანია Leica-ს შორის პარტნიორობის შედეგია, ხოლო P10-ს ლეიკას ტექნოლოგიის წინა კამერა ამშვენებს. 2018 წლის P20 Pro საერთოდ პირველი ტელეფონია, რომელიც სამმაგი უკანა კამერით გახლავთ აღჭურვილი.

Huawei P

ამ სერიის მოდელების ფასებსა და მონაცემებს ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში გაეცნობით, აქვე შეხვდებით განვადების ღირებულებასა და პირობებს, უამრავ საინტერესო რჩევასთან ერთად.

Huawei P 20 - ფასი და მახასიათებლები

Huawei P20 კომპანიამ 2018 წლის 27 მარტს დაანონსა, როგორც P10-ის შემდეგი მოდელები და ლეიკას ორმაგი (P20-ის შემთხვევაში) და სამმაგი უკანა კამერით (Pro მოდელი) აღჭურვა, განსაკუთრებული ხარისხის ფოტო გადაღების მისაღებად. ამავე სერიაში გახლავთ P20 Lite, რომელიც სტანდარტული მოდელისგან მცირედ განსხვავდება მონაცემებით.

მობილური ტელეფონი 12 და 20 მეგაპიქსელიანი სელფის, ხოლო 24 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერით გამოირჩევა. აქვს 8 ბირთვიანი პროცესორი და 4 GB მოცულობის მქონე RAM. 

Huawei P20 ფასი

Huawei P20 128 GB 2018 წლის მოდელის ფასი როგორც Black-ის, ისე Blue-ს შემთხვევაში (შესაბამისად, შავი და ლურჯი), 1649 ლარია და მისი ყიდვა Mobia.ge-ზეა შესაძლებელი.

თუ თანხის პირდაპირ გადახდა არ გსურთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ საბანკო განვადების თქვენზე მორგებული, ყველა ინტერნეტ მაღაზიისგან გამორჩეული პირობებით.

Huawei P20 Lite - მოკლე მიმოხილვა

P20 Lite საერთო აღიარებით და ერთი შეხედვითაც, ძალიან იმეორებს iPhone X-ის დიზაინს და ეს ყველაფერი თითქმის მის მესამედ ფასში, თუმცა, ცხადია, გარკვეული მონაცემებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მას.

დეტალების განხილვამდე, რამდენიმე საერთაშორისო ავტორიტეტული მობილური ტელეფონის მიმოხილვების ვებსაიტების გაერთიანებულ ვერსიებს გთავაზობთ, ამ მოდელის დადებით მხარეებზე:

დადებითი:

  • დახვეწილი დიზაინი
  • ულტრათანამედროვე ეკრანი
  • სახის ამომცნობი სისტემა ტელეფონში შესასვლელად

ძირითადი მონაცემები:

  1. სელფის კამერა: 16 MP
  2. მთავარი კამერა: 16/2 MP
  3. ჩაშენებული მეხსიერება: 64 GB
  4. RAM: 4 GB
  5. ზომები: 148.6 x 71.2 x 7.4 მმ
  6. ეკრანის ზომა: 14.83 სმ

Huawei P20 Pro - ფასი და ყიდვა ან განვადება უფასო საკურიერო სერვისთან ერთად

შედარებით ძვირადღირებული ჰუავეის ტელეფონი ბევრი მომხმარებლისთვის ერთი შეხედვით ნაკლებად მისაღებია, ვინაიდან ეს ბრენდი ძირითადად დაბალფასიან მოდელებთან ასოცირდება, მაგრამ P20 Pro ის სმარტფონია, რომელიც თავისი ძალიან გამძლე და მძლავრი ელემენტით და აქამდე არნახული ფოტო გადაღების ტექნოლოგიით, ამათ ნამდვილად ღირს.

დადებით მხარეებშიც სწორედ ეს ორი მათგანი უნდა შევიყვანოთ, ხოლო რაც შეეხება შედარებით არასასიამოვნო ფაქტორებს, რომლებიც შეიძლება შეამჩნიოთ, თუ ამ მობილური ტელეფონის ყიდვა გსურთ, wireless დატენვის ფუნქციის და ასევე ყურსასმენების ჯეკის არარსებობაა, რაც გემოვნების ამბავია, ზოგიერთ მომხმარებლებს ეს ფუნქციები სულაც არ აინტერესებს, ზოგისთვის კი აუცილებლობას წარმოადგენს.

Huawei P20 დღემდე ლიდერობს საუკეთესო მობილური ტელეფონების რამდენიმე მსოფლიო რეიტინგში და რაც მთავარია, იმ რეიტინგებშიც, რომელიც მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის დგება, რომლებიც ამათუიმ სმარტფონს მინიმუმ 1 თვის მანძილზე იყენებენ და როგორც წესი, მსგავსი გამოკითხვები გაცილებით სანდო და ინფორმატიულია ხოლმე.

P20 Pro-ს ფასი 2109 ლარია და თუ ამ ფასად არსებულ სხვა მოდელებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ის რეალურად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. 

თქვენს ყურადღებას ცალკე ამ მოდელის განხილვაზე აღარ შევაჩერებთ და პირდაპირ შემოგთავაზებთ P20 სერიის სამივე სმარტფონის ძირითადი დეტალების შედარებას, ინფორმატიული ცხრილის სახით, რომელზე თვალის გადავლებაც კი, ყიდვის დროს გადაწყვეტილების მიღებაში ძალიან დაგეხმარებათ.

Huawei P20 სამივე მოდელი
Huawei P20, P20 Lite და P20 Pro - შედარება
მონაცემი P20 P20 Lite P20 Pro
სელფი 24 MP 16 MP 24 MP
უკანა კამერა 12/20 MP 16/20 MP 40/20/8 MP
პროცეს. 8 ბირთვი 8 ბირთვი 8 ბირთვი
RAM 4 GB 4 GB 6 GB
GB 128 GB 64 GB 128 GB
ზომა (მმ) 149.1-70.8-7.7 148.6-71.2-7.4 155-73.9-7.8
ეკრანის ზომა 84.9 სმ2 81.5 სმ2 93.9 სმ2
წელი 2018 2018 2018
ფასი 1649 859 2109

Huawei P 10 - ფასი, განვადება და მიმოხილვა

Huawei P10 ფაბლეტის ტიპის სმარტფონებს მიეკუთვნება, რომელიც 2017 წლის 26 თებერვალს მსოფლიო მობაილ კონგრესზე დაანონსდა. 

P10 მეტალის კორპუსით გამოირჩევა და Blue და Gold ფერებს შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი. მოდელის წინა მხარეს განთავსებულია ღილაკის მსგავსი თითის ანაბეჭდის წამკითხველი, რომელიც ჟესტებზე დაფუძნებული ნავიგაციისთვის გამოიყენება.

მისი წინამორბედის, P9-ს მსგავსად ისიც ლეიკას ფოტო კამერით გახლავთ აღჭურვილი, თუმცა გაუმჯობესებული, f 2/2 აპერტურა გააჩნია.

Huawei P10-ის ფასი 1189 ლარია და მისი ყიდვა როგორც ბარათით ან კურიერთან გადახდით, ისე განვადებით შეგიძლიათ. შეძენილ ტელეფონს ჩვენი კურიერი მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ მოგიტანთ.

Huawei P10 Lite - ფასი და დეტალური მახასიათებლები

Huawei P10 Lite-ს მთავარ პოზიტივებად საერთაშორისო ვებსაიტები და მათ შორის ჩვენც, შემდეგ ფაქტორებს გამოყოფენ:

  • მძლავრი, 3000 maH ბატარეა
  • გამორჩეულად სწრაფი თითის ანაბეჭდის სენსორი
  • 4GB ოპერატიული მეხსიერება
  • MicroSD

ხოლო რეიტინგების დონეზე ძირითადი მახასიათებლები ასე გამოიყურება:

  1. ელემენტი - 9.0
  2. ეკრანი - 8.0
  3. კამერა - 7.5
  4. პერფორმანსი - 8.0
  5. პროგრამული უზრუნველყოფა - 9.0
  6. დიზაინი - 8.0

საშუალო შეფასება: 8.3

ჰუავეი P10 Lite-ის ფასი საქართველოში ყველაზე დაბალი მობიაზეა და 619 ლარს შეადგენს, 32 GB-იანი მეხსიერებით, როგორც Black, ისე Blue და Gold ფერის ვარიაციებზე.

ტრადიციულად, გთავაზობთ P10 სერიის სმარტფონების ოთხივე მოდელის მიმოხილვას, ძირითადი მახასიათებლების ცხრილში შედარების სახით, დროისა და ენერგიის დასაზოგად, როცა ფიქრობთ, რომელ მათგანზე შეაჩეროთ არჩევანი:

Huawei P 10
Huawei P10, P10 Lite P10 Pro და P10 Plus-ის შედარება
მონაცემი P10 P10 Lite P10 Plus
სელფი 24 MP 8 MP 8 MP
უკანა კამერა 12/20 MP 12 MP 12/20 MP
პროცეს. 8 ბირთვი 8 ბირთვი 8 ბირთვი
RAM 4 GB 4 GB 4 GB
GB 128 GB 32 GB 64 GB
ზომა (მმ) 149.1-70.8-7.7 146.5-72-7.2 153.5-74.2-7
ეკრანის ზომა 84.9 სმ2 74.5 სმ2 81.5 სმ2
წელი 2018 2017 2017
ფასი 1649 619 1349

Huawei P8 Lite - ფასი, 2017 წლის მოდელი და მონაცემები

Huawei P8 Lite P8-ს იაფიანი ვერსიაა, რომელიც თავდაპირველად 2015 წელს გამოვიდა ბაზარზე, თუმცა ახალი მოდელი 2017 წლიდანაც გამოჩნდა და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

განსაკუთრებული დიზაინის მქონე პ8 ლაითი, შესანიშნავი ტექნიკური მახასიათებლებით, რეალურად ერთ-ერთი ძალიან დასამახსოვრებელი მოდელია, განსაკუთრებით დაბალი ფასის გათვალისწინებით.

ამას ემატება ძალიან გამძლე ბატარეა და 5.2 ინჩიანი ეკრანი და ვიღებთ საშუალო/დაბალ ფასიან სეგმენტზე გათვლილ შესანიშნავ 4G სმარტფონს, რომელიც თავის თვალსაჩინო ადგილს იკავებს ჰუავეის პე სერიის მობილური ტელეფონების ოჯახში.

Huawei P9 Lite - ფასი, 2016 წლის მოდელის ყიდვა და მახასიათებლები

საყოველთაო აღიარებით, Huawei P9 Lite ჩინური მობილური ტელეფონების მწარმოებელი გიგანტისთვის არცთუ წარმატებული მოდელი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი გამოხმაურება დადებითი გახლდათ, გაყიდვები აშკარად ჩავარდა და ეს ძირითადად მაღალმა ფასმა განაპირობა, აშკარად არ გამოირჩეოდა რა საუკეთესო მახასიათებლებით მსგავსს საფასო სეგმენტში არსებულ გლობალურ არჩევანში.

გარდა ამისა, მოლოდინზე დაბალი მაჩვენებლების აღმოჩნდა კამერა და ელემენტი, რამაც ჰუავეის ამ ხაზში ეს მოდელი ფაქტობრივად თამაშგარეში დატოვა, გაცილებით უფრო პოპულარულ P8 და P10-ს, განსაკუთრებით კი მათ Lite ვერსიებს შორის.

2016 წლის P9 Lite-ის ფასი ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში 419 ლარია და მისი ყიდვა განვადებითაც შეგიძლიათ.