სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის
Hoover
Hoover-ის სამზარეულოს ტექნიკა ყველაზე იაფად. პრემიუმ ხარისხის პროდუქცია ონლაინ საბანკო განვადებით, გარანტიით და უფასო ადგილზე მიტანით.
100 წელზე მეტია, რაც Hoover ერთ-ერთი ლიდერია ევროპის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე, რომელიც აწარმოებს სარეცხ მანქანებს, მიკროტალღურ ღუმელებს, მაცივრებს და ა.შ., მაგრამ კომპანიის მთავარი ფლაგმანი ყოველთვის იყო და რჩება - მტვერსასრუტი!
კომპანიის ისტორია დაიწყო შორეულ 1908 წელს. მისი დაარსება უკავშირდება მიურერ სპენგლერს, რომელსაც ასთმა აწუხებდა და სურდა ამ პრობლემის განსხვავებულად გადაჭრა.
გამოგონებები, რომლებმაც მალევე დაიპყრეს მსოფლიო ბევრი ჰქონდა, მაგრამ თანხა - არა, რის გამოც მისი პატენტი მალევე იყიდა William Hoover-მა, რომელიც ტყავის ნაწარმის მწარმოებელი და გამყიდველი იყო. Hoover-ის ინტუიცია და მეწარმეობის ნიჭი გამართლდა, ასე რომ, 1908 წელს დაარსდა კომპანია Hoover-ი.
Hoover-ს ამბიციური გეგმები ჰქონდა მტვერსასრუტის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაყიდვაზე. გამოაქვეყნა განცხადება გაზეთ Saturday Evening Post-ში, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევდა იმის საშუალებას, რომ 10 დღის განმავლობაში თავად გამოეცადათ მვერსასრუტის მუშაობა. აქციაში მონაწილეობის სურვილის შესახებ, მკითხველს უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია არა კომპანიის სათაო ოფისში, არამედ ყველა მოქმედ მაღაზიაში, რომელიც სხვადასხვა ქალაქში მდებარეობდა.
ამ ინოვაციური სტრატეგიის წყალობით, მალევე გაჩნდა მყიდველთა ფართო სპექტრი და შეიქმნა ცნობილი მაღაზიების მძლავრი ქსელი. კომპანია იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში სავაჭრო კონტრაქტები დამყარდა კანადასთან, ბრიტანეთთან და შოტლანდიასთან.
1926 წელს, ჩატარებული მრავალი კვლევის შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური გაუმჯობესება მოახდინა მტვერსასრუტებზე. შემდგომი გაუმჯობესება მოხდა 1936 წელს, როდესაც Hoover-მა დააპატენტა შეწოვის მილის გამწმენდი, რომელიც გახდა თანამედროვე მტვერსასრუტების განუყოფელი ნაწილი.
1930-იანი წლების ბოლოს Hoover იყო იატაკის მოვლის საშუალებების წამყვანი მწარმოებელი. მაგრამ დრო შეიცვალა. მეორე მსოფლიო ომმა გამოიწვია ეკონომიკური არასტაბილურობა და წარმოება გადავიდა სამხედრო საჭიროებებზე. ომის დაწყებისთანავე, მტვერსასრუტების წარმოება შეწყდა.
ომის შემდგომ წლებში კომპანია დაუბრუნდა თავის ისტორიულ ბიზნესს და განაგრძო წარმოების ზრდა 1980-იან წლებამდე, სანამ კომპანიის წარმოების, სტრუქტურისა და მენეჯმენტის რეორგანიზაცია განხორციელდა.
პროგრესული ინოვაცია და ტექნოლოგია, თამამი და გასაოცარი დიზაინი - ეს არის ძირითადი პრინციპები, რომელზედაც დაფუძნებულია Hoover-ი, რისი დასტურია ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზე წარმოდგენილი ჭურჭლის სარეცხი მანქანა Hoover HDP2D62B80. მოდელი მახასიათებების განსახილველად რომ გამოვიყენოთ, ვნახავთ, რომ დახვეწილი დიზაინის გარდა, ფუნქციებითაც გამორჩეულია.
მაგალითად, საკმაოდ ეკონომიურია, რომლის ენერგოეფექტურობის კლასია A++. ტევადობა 16 კგ-ია, ხოლო პროგრამის რაოდენობა - 9. აქვს ორთქლით დამუშავების რეჟიმი და ინტენსიური რეცხვა (ძალიან დასვრილი ჭურჭელისათვის). გარდა ამისა, ყოველდღიური რეცხვა, ეკო 45გრადუსი, დელიკატური რეცხვა, სწრაფი რეცხვა 59წთ, სწრაფი რეცხვა 24წთ, ღამის რეცხვა და წინასწარი გავლება.
შრობის სისტემა ცხელი ჰაერის ნაკადით მიმდინარეობს. მანქანას ცალკე აქვს კალათა წვრილი ნივთებისათვის და გადადებული სტარტის ფუნქცია. ხმაურის დონე 43 დბ-ია, ხოლო მოწყობილობის საერთო ზომებია 85 სმ X 62 სმ X 60 სმ.
რა თქმა უნდა, დღეს ბევრი რამ შეიცვალა და Hoover მტვერსასრუტების ახალი მოდელების შექმნაზე ინჟინრებისა და დიზაინერების ერთზე მეტი გუნდი მუშაობს, რათა მომხმარებლებს მუდმივად შესთავაზონ ლამაზი, მოდური და რაც მთავარია ფუნქციონალური პროდუქტები. მაგრამ კომპანიის დამფუძნებლის, William Hoover-ის ფორმირებისა და განვითარების ისტორია, მისი თამამი იდეები და სამეწარმეო ნიჭი, მიმდევრებს მაინც შთააგონებს ახალი, ინოვაციური პროდუქტების შექმნის იდეაზე.
ჰუვერის მტვერსასრუტებისა თუ სხვა ტექნიკის შეძენისთვის კი ისურვეზე უკეთესს ადგილს ძნელად თუ იპოვით, დიდი ფასდაკლებებისა, უფასო მიტანის სერვისის და საუკეთესო განვადებების სერვისის გამო!