სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


Hoffmayer

შვეიცარიული სუფრის კომპლექტები Hoffmayer ყველაზე იაფად, განვადებით და უფასო მიტანით მთელ საქართველოში.

Hoffmayer  ჩინური წარმოშობის სამზარეულო ჭურჭლის  ბრენდია, რომელიც ოფიციალურად იყიდება გერმანიაში და რამდენიმე ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით.

Hoffmayer სამზარეულოს ჭურჭელი

სანიტარული და ეპიდემიოლოგიური დასკვნის თანახმად, (№ 0977.01.16.148.P.072687.09.08, 01.09.2008)   Hoffmayer ჭურჭლის ნაკრების  გამოყენება  შესაძლებელია კერძების მომზადებისთვის, ვინაიდან მასალები არ გამოყოფენ  ჯანმრთელობისთვის საშიშსა და მავნე ნივთიერებებს.

უკვე რამდენიმე წელია, Hoffmayer ჭურჭლისა და დანა-ჩანგლის ნაკრები  იყიდება არა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებში, არამედ რუმინეთში, პოლონეთში, ხორვატიაში, უნგრეთსა და გერმანიაში.

ეს ფაქტი საშუალებას გვაძლევს, დავრწმუნდეთ ამ პროდუქციის მაღალ ხარისხში, რომელიც სრულიად უსაფრთხოა  ადამიანის ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, Hoffmayer-ის ბრენდი ზოგიერთ უცხოურ ინტერნეტ პორტალზე ნახსენებია, როგორც საუკეთესო უჟანგავი ფოლადის ქვაბები,  რომელიც დამზადებულია ჩინეთში.

მართალია, გერმანელები არ აღნიშნავენ, რომ Hoffmayer ქვაბები და ტაფები დამზადებულია მაღალხარისხიანი 18/10 უჟანგავი ფოლადისგან,  მაგრამ ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ თითოეული პროდუქციის  ხარისხს, ვინაიდან ჩვენი მომხმარებლების ნდობის შესანარჩუნებად - ეს არსებითად მნიშვნელოვანია.

აღნიშნული პროდუქციის გარდა, HOFFMAYER-ს წარმოდგენილი აქვს  დანებისა და ჩანგლების ნაკრები. მაგალითად, ჩვენს გვერდზე შეგიძლიათ იპოვოთ 12 პერსონაზე  გათვლილი HOFFMAYER SY001 72-ის ნაკრები, რომელიც  უმაღლესი ხარისხისაა და გერმანული უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული.

სრული კომპლექტაცია კი ასე გამოიყურება: 12 ცალი სუფრის კოვზი, ჩანგალი, ჩაის კოვზი,  სუფრის დანა, დესერტის ჩანგალი. 2 ცალი ხორცის ჩანგალი, სერვიზის კოვზი, სალათის კოვზი. 1 ცალი შაქრის კოვზი,  შაქრის დამჭერი, ნაყინის კოვზი, ნამცხვრის კოვზი, ჩამჩა და ჩამჩა წვნიანისთვის.

Hoffmayer დანა-ჩანგლები

Hoffmayer-ის ქვაბების ქვედა ნაწილი შვიდფენიანია, რომლის  წყალობით, სითბო თანაბრად ნაწილდება პანელის შიგნით და დიდი ხნის განმავლობაშიც ინარჩუნებს ამ სითბოს.  გარდა ამისა, 7 ფენით დაფარული ზედაპირი ხელს უშლის საკვების დაწვას: თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ მინიმალური წყალი და ზეთი, ხოლო კერძის მომზადების დროს,  საკვები ინარჩუნებს მაქსიმალურ ვიტამინებს და არ გამოყოფს ზედმეტ კანცეროგენებს.

Hoffmayer ქვაბების სახელურები,  უმეტეს შემთხვევაში,  მზადდება იგივე ფოლადისგან, რომლითაც თავად ჭურჭელი. თუ მკაცრად  დაიცავთ გამოყენების ინსტრუქციას, ქვაბების გამოყენებას მრავალი წლის განმავლობაში უპრობლემოდ შესძლებთ. გარდა ამისა, ყველა სამზარეულო ჭურჭლის სახურავები დამზადებულია სითბოს მდგრადი მინისგან ან უჟანგავი ფოლადისგან.

Hoffmayer ქვაბების ნაკრები

უჟანგავი ფოლადის ქვაბების  მოდელს -  HOFFMAYER  HF-20047-ს   7 ფენიანი ძირი აქვს, რომლის სისქეა 0,7 მმ. მასალა, თავსახური და  აქსესუარები დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან.

რაც შეეხება მახასიათებლებს, თავსახურზე აქვს  თერმო მაჩვენებელი, სითბოს რეზისტენტული სახელურები, ახდენს ენერგიის ეკონომიას, არ იკრავს საკვებს  და მარტივად ირეცხება ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც. გამოყენება შესაძლებელია გაზქურაზე, ჰალოგენზე, ინდუქციურ და ელექტრო პლიტაზე.

კომპლექტში შედის რამდენიმე სხვადასხვა ზომის ქვაბები, მათ შორის:  1.6;  3.1;  6.3 ლიტრიანები. ასევე 2.9; 3 ლიტრაინი ტაფები. გარდა ამისა, ნაკრებში იპოვით ჯამს პლატმასის თავსახურით, 2 სადგამსა და  ქაფქირიან ჯამს.