სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


Hauck

Hauck-ის ბრენდის საბავშვო ატრიბუტები. ეტლები, მანეჟები, ქარსითები და სხვა მრავალი.

ჰაუკის ეტლების ყველაზე დიდი არჩევანი მხოლოდ ისურვეზე!

ყველაზე მაღალი ხარისხის პროდუქცია, მსოფლიოში ცნობილი მწარმოებელი - Hauck-ი, რომელზეც ისურვეზე ფასდაკლებები და განვადების ონლაინ შესაძლებლობებაა.

Hauck

ბავშვის დაბადებამდე, ახალგაზრდა მშობლებს ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უწევთ. და ერთ-ერთი მთავარი სწორედ საბავშვო ეტლის არჩევაა, რომელიც ხარისხიანი და სასურველია, იაფიც იყოს, Hauck-ი კი სწორედ ასეთი მწარმოებელია.

Hauck - კომფორტი და უსაფრთხოება თქვენი პატარასთვის

როგორც ვიცით,  საბავშვო ეტლში  პატარები დროის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ამ საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდონ მშობლები. ნებისმიერი ეტლი, ბავშვის რა ასაკზეც არ უნდა იყოს გათვლილი, აუცილებლად უნდა იყოს: კომფორტული, უსაფრთხო და გამძლე. სწორედ ასეთ მოდელებს გთავაზობთ საბავშვო ეტლების მწარმოებელი კომპანია Hauck.

სანამ უშუალოდ Hauck-ის კონკრეტულ მოდელებს წარმოგიდგენთ, შეგახსენებთ, რომ საბავშვო ეტლები განვადებით ისურვეზე შეგიძლიათ იხილოთ და მოგაწვდით მცირე ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ეტლის შეძენისას.

ზომები და წონა:

საბავშვო სატრანსპორტო საშუალებების სწორად არჩეული ზომა, მომავალში ხელს შეუწყობს ლიფტებში, მიკროავტობუსებსა და შესასვლელ კარებში პრობლემების თავიდან აცილებას. გასათვალისწინებელია ასევე ბორბლების სიგანე და აკვნის ზომა, რათა  მინიმუმამდე დაიყვანოთ მათგან გამოწვეული უსიამოვნო სიტუაციები.

წონასთან ერთად განისაზღვრება ეტლის ფიზიკური შესაძლებლობები. აუცილებელია გავითვალისწინოთ შესასვლელები და გამოსასვლელები, სადაც ხშირად ან ნაკლებ ხშირად გიწევთ გადაადგილება.

მძიმე წონიანი მოდური ეტლები მათთვისაა, ვინც პარკთან ახლოს ცხოვრობს და  ლამაზად სეირნობას გეგმავს. მაგრამ ძალიან მსუბუქი მოდელები უფრო შესაფერისია მცირე დისტანციებსა და მოგზაურობისთვის. ამრიგად, თავიდან უნდა იქნას აცილებული უკიდურესობა, თუ ეს აუცილებელი არ არის.

ასე რომ, წონის მიხედვით, მოდელები შეიძლება იყოს:

  • მძიმე - საშუალოდ 10-12 კგ;
  • მსუბუქი - 9 კგ-მდე;
  • ულტრა მსუბუქი - 6 კგ და ნაკლები.
Hauck

Hauck  CITI NEO II(311073)

აღნიშნული მოდელის  Hauck საბავშვო ეტლი  ძალიან მსუბუქი და კომპაქტურია, რომელიც განკუთვნილია 0 თვიდან - 4 წლამდე ბავშვებისთვის და უძლებს დაახლოებით 25 კგ-მდე დატვირთვას.

იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისათვის. მაგალითად, მარტივია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, ასევე მსუბუქი ავტომობილით გადასატანად.  დასაკეცი მექანიზმის საშუალებით, რომელიც სახელურზევეა განთავსებული, დაკეცვა შესაძლებელია ერთი ხელითაც.

გარდა ამისა, შესაძლებელია წინა საბურავების მიმართულების კონტროლი და  საბურავების ბლოკირება. აღჭურვილია  5 წერტილოვანი უსაფრთხოების ქამრით და  დიდი ზომის სათავსოთი, რომელიც განკუთვნილია ნივთებისათვის.

პარამეტრები:

  • ზომა: 98 x 56,5 x 103 სმ;
  • ზომა დაკეცილ მდგომარეობაში: 90 x 56,5 x 37 სმ;
  • წონა: 7,5 კგ;
  • დასაწოლი ადგილის ზომა(სიგრძეxსიგანე): 82 х 33 სმ;
  • სახელურის სიმაღლე: 103 სმ;
  • საზურგის რეგულირების შესაძლებლობა: 106 - 153 ° გრადუსით;
  • საბურავის დიამეტრი წინა/უკანა: 18/18 სმ.
Hauck

Hauck Easy Traveler Orlando(149133)

მსუბუქი საბავშვო ეტლი განკუთვნილია 0 თვიდან - 4 წლამდე ასაკის ბავსვებისთვის და უძლებს 22 კგ-მდე დატვირთვას.  ძალიან მსუბუქი და კომპაქტური საბავშვო ეტლია, რომელიც იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისათვის.

დაკეცვა შესაძლებელია ერთი ხელითაც, ასევე  წინა საბურავების მიმართულების კონტროლი და ბლოკირება. აღჭურვილი 5 წერტილოვანი უსაფრთხოების ქამრითა და  ფანჯრით, რომელიც განკუთვნილია ჰაერის ვენტილაციისათვის. ეტლს ასევე აქვს  დიდი ზომის სათავსო ნივთებისათვის და  საზურგისა და ფეხის დასადების მარტივი რეგულირების შესაძლებლობა.

პარამეტრები:

  • ზომა: 88 x 52 x 104 სმ;
  • ზომა დაკეცილ მდგომარეობაში: 92 x 54 x 38 სმ;
  • წონა: 8.05 კგ;
  • დასაწოლი ადგილის ზომა(სიგრძეxსიგანე): 79 х 34 სმ;
  • სახელურის სიმაღლე: 103 სმ;
  • საზურგის რეგულირების შესაძლებლობა: 104 - 156 ° გრადუსით;
  • საბურავის დიამეტრი წინა/უკანა: 18/18 სმ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ Hauck-ის ეტლის ყიდვა ყველაზე იაფად და სახლში უფასო მიტანით isurve.ge-ზეა შესაძლებელი.

ისურვე.ჯი-ზე დედამიწის წამყვანი ბრენდებია წარმოდგენილი და მათი ნაწარმი ყველაზე დაბალ ფასში იყიდება, ჩვენთან ყოველთვისაა შესაძლებელი ფასდაკლების მიღება.