ტელევიზორი HAIER LE32F6000S 32 inch (81 სმ)
ტელევიზორი HAIER LE32F6000S 32 inch (81 სმ)
Regular price 429.00 ლარი 309 ლარი / თვეში 17 ლარი
უფასო მიწოდება
warranty გარანტია 2 წელი

Haier

Haier-ის ბრენდის ტელევიზორების დიდი არჩევანი. საუკეთესო ფასი და ონლაინ საბანკო განვადება. 2 წლიანი გარანტია და უფასო ადგილზე მიტანა მთელ საქართველოში.

Haier ჩინური ბრენდია, რომელიც მრავალი წელია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკას, კლიმატურ მოწყობილობებსა და ელექტროტექნიკას აწარმოებს. ჩინური სიტყვის მიხედვით, Haier  ნიშნავს ზღვას.

Haier

Haier  დაარსდა 1984 წელს ჩინურ კომპანია „Qingdao Refrigerator Co“-სთან და გერმანულ Liebherr-სთან  შერწყმის შედეგად.  სწორედ მაშინ, Liebherr-მა დაიწყო ტექნიკის აპარატურების წარმოება.

90-იან წლებში Haier-მა დაიწყო გაფართოება  და უცხოურ ბაზრებზე გასვლა. გარდა ამისა,  განათავსა თავისი საწარმოები სხვადასხვა ქვეყანაში.

2008 წლის Euromonitor-ის მონაცემებით, Haier-ი მაცივრების მწარმოებელი სიდიდით მსოფლიოში  მეორე კომპანიაა (Whirlpool-ის შემდეგ) და ყველაზე მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი ჩინეთის ბაზარზე. გლობალურ ბაზარზე ჰაიერის წილი 6.3% -ს აღწევს.

2012 წელს კომპანიამ დიდი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლის Fisher & Paykel-ის აქციების 90% შეიძინა.

2018 წელს Haier-მა ასევე შეიძინა Candy Hoover Group ყველა თავისი ბრენდით (Candy, Hoover, Vyatka, Rosieres, Zerowatt, Iberna და ა.შ.).

პროდუქტებში შედის უზარმაზარი ასორტიმენტი: მაცივრები და საყინულეები, სარეცხი მანქანები, ღუმელები, მტვერსასრუტები, ტელევიზორები, ტაბლეტები, წყლის გამაცხელებლები და კონდიციონერები, სმარტფონები და მრავალი სხვა.

ასაღნიშნავია, რომ თავისი იაფი ფასებისა, საკმაოდ მაღალი ხარისხის და უამრავი პროდუქციის წარმოების გამო, ჰაიერი უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს უფრო პოპულარულ ბრენდებს. 

Smart ტელევიზორი HAIER LE32K5500T-ის  შეძენა ჩვენი ონლაინ მაღაზიის გვერდზე საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ.

32''(81სმ)-იანი  დიაგონალის მქონე ტელევიზორის  ეკრანის გაფართოება 1366 x 768 (HD)-ია. გამოსახულების ფორმატი 16:9-ია,  ხოლო სიკაშკაშე - 220. განახლების სიხშირე 60 Hz.

ხმა და ინტერფეისი: აქვს 2 დინამიკი, რომელთა სიმძლავრეა 8W x 2 (16 w). აღჭურვილია სტერეო სისტემითა და ხმის ავტომატური გასწორებით.

  • HDMI: 3;
  • USB: 2;
  • RJ-45: 1;
  • RF In: 1
  • AV კომპოზიტური შემავალი:1;
  • CI სლოტი:1;
  • (Y / Pb / Pr): 1;
  • TV ტიუნერი;
  • DVB-T:კი;
  • DVB-T2: კი;
  • DVB-C: კი.

დამატებით ფუნქციებში ერთიანდება ინტერნეტ ბრაუზერი; WiFi კავშირი, Remote Control, USB PLAY, ტაიმერი, ტელეტექსტი, VESA მხარდაჭერა: 200 x 100, MP3, MPEG4, JPEG ფორმატების მხარდაჭერა და 24p True Cinema მხარდაჭერა.

რაც შეეხება ფიზიკურ მახასიათებლებს, ტელევიზორის ფერი შავია, რომლის ენერგომოხმარებაა 53 w. წონა სადგამით 6,1 კგ-ია,  ხოლო სადგამის გარეშე 4,4 კგ. სადგამთან ერთად ზომა 732 x 472 x 200 მმ-ია, სადგამის გარეშე კი - 732 x 443 x 68 მმ.

მაცივარი HAIER C3F532CWG  ორკამერიანია, რომლის  მართვა სენსორულადაცაა შესაძლებელი. აქვს გალღვობის ტიპი: NoFrost (მშრალი). მაცივრის მოცულობა 313 ლიტრია, კამერის - 205 ლიტრი, ხოლო საყინულე კამერის (ქვედა) მოცულობა 108 ლიტრია.

Haier

ენერგოეფექტურობის A კლასი აქვს,  შესაბამისად, ენერგომოხმარება წელიწადში დაახლოებით 410 kwh/წელია. კლიმატის კლასი SN-ST-ია. აღჭურვილია მხოლოდ 1 კომპრესორით. გათვალისწინებულია ღია კარის ინდიკაციაც.

მაცივრის კამერის დამატებითი მახასიათებლები მოიცავს: ბოსტნეულისა და ხილის განყოფილებას, 3 ცალ კარის კალათას, სექციების 3 რაოდენობას, სუპერ გაციების ფუნქციას და LED განათებას.

საყინულის დამატებითი მახასიათებლებია: 24 სთ-ში 12 კგ ყინულის წარმოება, სუპერ გაყინვის ფუნქცია და გამჭვირვალე კალათები. ფიზიკური პატამეტრებია  70 კგ წონა,  59,5х179х65 მმ ზომა და ძაბვა/სიხშირე 220-240 V / 50Hz.

და ბოლოს, ტელევიზორის კიდევ ერთი, ოდნავ განსხვავებული მახასიათებლების მქონე Smart 4K ტელევიზორი HAIER LE55K6500U უნდა წარმოგიდგინოთ.

წინა მოდელისგან განსხვავებით, ამ მოდელის ეკრანის დიაგონალია 55'' (140სმ), ხოლო ეკრანის გაფართოებაა 3840 x 2160 (4K Ultra HD). კონტრასტულობის კოეფიციენტია 3000:1, ხოლო ხედვის კუთხეა 160°. გამოსახულების ფორმატია 16:9,  განახლების სიხშირე კი 60 Hz.

ხმა და ინტერფეისი: აქვს 2 დინამიკი, რომელთა სიმძლავრეა 10W x 2 (20 w). აქვს სუფთა  სტერეო ხმა (NICAM). აუდიო რეჟიმების რაოდენობაა 5.

  • HDMI: 3;
  • USB: 2;
  • rj-45: 1;
  • RF In: 1;
  • AV კომპოზიტური შემავალი:1;
  • CI სლოტი:1;
  • (Y / Pb / Pr): 1;
  • TV ტიუნერი;
  • DVB-T:კი;
  • DVB-T2: კი;
  • DVB-C: კი;
  • DVB-S2.

ფუნქციები აერთიანებს  ინტერნეტ ბრაუზერს; WiFi კავშირს, Remote Control-ს, USB PLAY-ს, ტაიმერს. ასევე გათვალისწინებულია VESA მხარდაჭერა: 400 x 200, MP3, WMA, MPEG4, HEVC (H.265), Xvid, DivX, MKV, JPEG ფორმატების მხარდაჭერა, 24p True Cinema მხარდაჭერა და dlna მხარდაჭერა.

ტელევიზორის ენერგომოხმარებაა 150 w, რომლის  სრული წონაა 13,1 კგ.  წონა სადგამით 13,4 კგ-მდე ადის. ზომა სადგამით 1239 x 777 x 313 მმ-ია, ხოლო მის გარეშე 1239 x 715 x 62 მმ.