სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


Geo Fennel

მსოფლიოში ცნობილი ბრენდი ლაზერულ ხელსაწყოებში - Geo Fennel. საუკეთესო ფასი, ონლაინ განვადება, უფასო ადგილზე მიტანა და ოფიციალური გარანტია.

გერმანული კომპანია Geo Fennel-ი გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე საიმედო საწარმოდ ითვლება. კომპანია  1851 წელს დაარსდა, რომელიც ამჟამად  გეოდეზიის სფეროში აწარმოებს საჭირო ლაზერული და საზომი მოწყობილობების ფართო სპექტრს.

Geo Fennel

კომპანიის პროდუქტები წლებია დიდი  წარმატებით იყიდება, რადგან მომხმარებელში პოპულარობით  ნამდვილად სარგებლობს. გაყიდვები გაფართოვდა  გერმანიის ფარგლებს გარეთაც. მაგალითად, ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში. ამჟამად, Geo Fennel-ის პროდუქცია საქართველოშიც  ისეთივე პოპულარული გახდა, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

მაგალითად, ერთ-ერთი მოდელი, რომელიც შეგვიძლია თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგინოთ, არის - მაგნიტური ლაზერი  Geo Fennel 360° LinerPoint HP.

მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები შემდეგნაირად გამოიყურება: სამუშაო დიაპაზონი მიმღებით/მიმღების გარეშე 60მ/20მ-ია. მისი სიზუსტე ± 3 მმ/10 მ-ია, ხოლო თვითგასწორების კუთხე 5°.

ტალღის სიგრძე 635 ნმ-ია, მინიმალური-მაქსიმალური სამუშაო ტემპერატურაა -10°C/40°C. რაც ასევე აუცილებელია, აქვს დაცვის დონე (IP) – 54, კვება კი ხდება 4xAA-ით.

ფუნქციური მახასიათებლები კი აერთიანებს ავტონომიურ რეჟიმში  8 საათიან მუშაობას, ასევე 4 ლაზერის წერტილს 90 °-ზე, 360 გრადუსიან ხაზსა და  თვითსწორების გამორთვას.

კომპლექტს მოყვება შტატივი, მაგნიტური სამიზნე, სათვალე, სამაგრი ქამარი და ლაზერისა და აქსესუარების ჩასადები.

Geo Fennel

Geo Fennel-ის  ლაზერებს  წარმატებით იყენებენ სამშენებლო და გეოდეზური კომპანიები, რომლებიც მათი დახმარებით,  საწარმოო ნაგებობის მშენებლობასა  და გეოდეზიურ საქმიანობებს ახორციელებენ.

ლაზერული ტექნოლოგიის სფეროში, GEO FENNEL ცნობილია  ხარისხიანი  მბრუნავი ლაზერებით. გარდა ამისა, GEO-FENNEL პროდუქტის ხაზში შეგიძლიათ იპოვოთ მაღალი ხარისხის ელექტრო პროტექტორები, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ლაზერული ფუნქციებით.

როტაციული ლაზერი GEO FENNEL FLG 245HV (LC3R)+FR45 (RED) ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს, რომელიც ისურვეს გვერდზეც ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ.

ლაზერი როტაციული ტიპისაა, რომელიც  სამრეწველო დანიშნულებისთვის გამოიყენება.  ლაზერის კლასია 2R, <5 მვტ,  სხივის ფერი წითელი, ხოლო  სამუშაო დიაპაზონი (დეტექტორით FR 45) Ø 80 მ (500 /1000 მ)-ია.

Geo Fennel

მუშაობს დისტანციურად, პულტით, რომლის მოქმედებაა IR 100 მ, გაზომვის სიზუსტე ვერტიკალურად  ±0.15 მმ/მ-ია, ხოლო ჰორიზონტალურად  ±0.10 მმ/მ. თვითგასწორების კუთხე ± 5 °-ია,  ბრუნის სიჩქარე კი  300 / 800 ბრ/წთ.

მუშაობს ბატარეებით NiMH / 30 სთ, რომლის  დაცვის კლასია IP54. ბატარეის გარეშე მისი წონა სულ რაღაც  1,95 კგ-ია.

კომპლექტში შედის სხივის დეტექტორი FR 45 დამჭერით, დისტანციური მართვის პულტი, ბატარეა (NiMH), დამტენი მოწყობილობა, კონტეინერი ტუტე ბატარეებისთვის, კედლის/ჭერის სამაგრი, მაგნიტური სამიზნე, ლაზერული სათვალე და ჩემოდანი (ქეისი).

გეოდეზიის სფეროს პროფესიონალებისთვის, კომპანიას შეუძლია შესთავაზოს ოპტიკური ნიველირები, თეოდოლიტები და სხვა ეფექტური აღჭურვილობები. თითოეული ტიპის პროდუქტს  ხარისხის სერთიფიკატიც მოჰყვება.

GEO-FENNEL ლაზერები ყოველთვის მოთხოვნადია,  მაგრამ მათ შორის ლიდერებია Multi-Pointer-სა და Torpedo-ს მოდელები. მათი გამოყენებით, შეგიძლიათ  მეათედი მილიმეტრის სიზუსტის გამოთვლები გააკეთოთ.

შეგახსენებთ, რომ ისურვეზე შეძენილი ნებისმიერ პროდუქციაზე შესაძლებელია განვადების გაკეთება და შენაძენს, საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ჩვენი კურიერები უფასოდ მოგართმევენ.