Gemei
პროფესიონალური და სამოყვარულო თავის მოვლის აქსესუარები Gemei-სგან, უფასო ადგილზე მიტანა, საუკეთესო ფასი და ონლაინ საბანკო განვადება.
ხარისხიანი თავის მოვლის საშუალებები მამაკაცებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც - ქალბატონებისთვის. ამიტომ, ბაზარზე არსებული მრავალფეროვანი მწარმოებლებიდან გამომდინარე, არსებითია მათი სწორად შერჩევა.
დღეისობით მამაკაცის სალონები საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ საკმად ძვირიცაა, ისურვე გაძლევთ შესაძლებლობას დაზოგოთ დრო და თანხა. შეიძინეთ თავის მოვლის საშვალებები და მოიგეთ დრო და თანხა.
ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც საქართველოში საკმაოდ ცნობილია და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს მამაკაცებსა და ქალბატონებში - GEMEI-ია.
GEMEI-ის ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია, რომელიც მოიცავს როგორც წვერის მოვლის საშუალებებს, ასევე - თმის საკრეჭებს. მამაკაცის ხაზში შედის უნივერსალური ტრიმერებიც, რომლებიც განკუთვნილია ცხვირისთვის, ყურებისა და წარბებისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ GEMEI-ის არც ქალბატონები დაუტოვებია ყურადღების მიღმა და მათთვისაც წარმოდგენილია თმის ფენები, თმის უთოები და ეპილატორები.
თითოეული ჩამოთვლილი პროდუქციის შესახებ, უფრო ვრცლად აღწერაში ვისაუბრებთ, სადაც განვიხილავთ მახასიათებლებსა და ტექნიკურ შესაძლებლობებს.
პირველი ეს არის GEMEI ტრიმერი - GM-3116, რომელიც თმის საკრეჭია. მუშაობს აკუმულატორით და დანის პირების მასალა დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. მოყვება 4 საცმი, რომელსაც შეჭრის ასევე 4 რეჟიმი აქვს.
ტრიმერი აღჭურვილია გაცურების საწინააღმდეგო საფარით, ერგონომიული დიზაინით და ხარისხიანი პირებით, რომლებიც არ საჭიროებს შეზეთვას. ასევე გათვალისწინებულია კონტურის შესაქმნელი თავაკიც.
კორპუსის მასალა უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული და წარმოდგეენილია ორ ფერში: შავსა და ვერცხლისფერში.
პროფესიონალური თმის საკრეჭი GEMEI GM-833 წინა მოდელისგან განსხვავებით, მუშაობს არა აკუმულატორით, არამედ ქსელიდან. სიმძლავრე 9 W-ია, ხოლო დანის პირების მასალა უჟანგავი ფოლადისაა. აქვს 4 საცმი და ერგონომიული დიზაინი. ამასთან, შესაძლებელია თმის სიგრძის რეგულირება: 3, 6, 9, 12 მმ-ზე.
თმის უთო GEMEI GM-412-ის სიმძლავრე 58 W-ია და გაცხელების მაქსიმალური ტემპერატურაა 220°С. ზედაპირის მასალა კერამიკისაა და შესაძლებელია ტემპერატურის რეგულირებაც. სტანდარტული მოდელების მსგავსად, აქვს ჩართვა-გამორთვის ღილაკი. სამწუხაროდ, წარმოდგენილია მხოლოდ თეთრი ფერის დიზაინში.
თმის საკრეჭი GEMEI GM-800 მუშაობს აკუმულატორით, ამდენად მისი თან წაღება მივლინებებისა და თუ დასვენების პერიოდში, ძალიან მოსახერხებელია. დანის პირების მასალა - უძრავი ტიტანისაა, ხოლო მოძრავი პირი - კერამიკის.
აქვს 7 თავაკი,LED დისფლეი და ვარცხნილობის სიგრძის რეგულირების შესაძლებლობა. დატენვის დრო 1.5 საათია, ხოლო სრულად დატენილ რეჟიმში მუშაობის ხანგრძლივობა 1 საათია. ჭრის პარამეტრებია 0.8 მმ - 30 მმ.
კომპლექტში შედის: სავარცხელი, 7 საცმი, სატენი მოწყობილობა, სადგამი, ზეთი და საწმენდი ჯაგრისი.
რადგან ზემოთ ქალბატონების ხაზზეც ვისაუბრეთ თმის ფენი GEMEI GM-103 უნდა წარმოგიდგინოთ, რომელიც პროფესიონალური ტიპისაა. აქვს ტემპერატურის 3 რეჟიმი და სიჩქარის 2.
ფენის კვება ქსელიდან ხდება, რომლის სიმძლავრე 2200 ვატია. გათვალისწინებულია ყულფი მოწყობილობის ჩამოსაკიდებლად, ცივი ჰაერის ნაკადი, მოსახერხებელი სახელური, სინათლის ინდიკატორი, თმის დიფუზორი და კონცენტრატორი. სადენის სიგრძეა 2.5 მ, ხოლო სიხშირე 50-60 Hz -ია.
ეპილატორი GEMEI GM-7003 განკუთვნილია ქალბატონებისთვის, რომელსაც ძალიან მოსახერხებელი დიზაინი და მახასიათებლები აქვს. მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია შემდეგ ზონებზე: სხეულზე, ხელებზე, ფეხებსა და სახეზე.
ეპილატორი აღჭურვილია 2 რეჟიმით და სრული მუშაობის დროა 90 წთ. დამატებით მახასიათებლებში შედის: განათება, 90 გრადუსის გამოყენება უკეთესი შედეგისთვის და ერგონომიული დიზაინი.
კომპლექტი მოიცავს სხეულის მასაჟორს, საპარს თავაკებს, ტრიმერის საცმ/სავარცხელს, სხეულის ასაქერცლ ჯაგრისს, საცმს სახის არისთვის და საწმენდ ჯაგრისს.
ფიზიკური პარამეტრებია: კერამიკის მასალის დისკები და თეთრი/ოქროსფერი დიზაინი.