საუკეთესო ფასები და უფასო მიტანა მთელ საქართველოში!

სამწუხაროდ, ამ კატეგორიაში პროდუქტები ჯერ არ არის


Fessle

Fessle - ფესლეს ქვაბების ნაკრები საუკეთესო ფასად, განვადებით და ადგილზე მიტანის სუპერ მოქნილი, უფასო სერვისით.

ფესლე ერთ-ერთი იმ იშვიათ ბრენდთაგანია, რომლის პროდუქციაც ისეთი დონის საერთაშორისო ინტერნეტ მაღაზიაში იყიდება, როგორიც Amazon.com-ია.

ამას გარდა, ის განსაკუთრებულია იმითაც, რომ გვთავაზობს როგორც ფართოდ გავრცელებულ გრანიტის, ისე კერამიკის და მარმარილოს ქვაბებს. მსგავსი სრული ასორტიმენტით სულ რამდენიმე ბრენდი, მაგალითად პრიმა გერმანი გახლავთ წარმოდგენილი.

ჯერჯერობით, isurve.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ მისი 8 სხვადასხვა კომპლექტაცია. ეს სრული ასორტიმენტია, რომელსაც Fessle ამ ეტაპზე ქართველ მომხმარებელს სთავაზობს. 

საკმაოდ დიდია მოთხოვნა მისი ქვაბების ფასდაკლებით ყიდვასა და აქციებზე საჩუქრების არჩევის შესაძლებლობით.

კერამიკა - ყველაზე იშვიათი ქვაბები Fessle-სგან

ფესლეს კერამიკის ქვაბები ორი ყველაზე განსხვავებული ფერისა და მასალის ასორტიმენტს ნიშნავს.

ვერცერთი სხვა ბრენდის შემთხვევაში ვერ ნახავთ ღია ცისფერ და ვარდისფერ შემადგენლობას, თანაც არა ერთეული ქვაბის, არამედ 5 ნაჭრიანი სრულფასოვანი ნაკრების სახით.

კერამიკა განსაკუთრებით გამორჩეული მისი მაღალი გამძლეობის და ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების წარმოქმნისგან მაქსიმალურად დაცულობის გამო გახლავთ.

ვარდისფერი ნაკრები 295 ლარი, ხოლო ცისფერი - 419 ლარი ღირს. განსხვავება ძირის ფენების რაოდენობაში გახლავთ.

გრანიტი - ყველა ქვაბის მიმოხილვა

ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზება თუ გრანიტის ქვაბების ნაკრები ონლაინ საბანკო განვადებით ისურვეთ რომ შეიძინოთ, გამომდინარე ხარისხის, ფასისა და ასორტიმენტის კომბინაციიდან

გრანიტის ხაზში, Fessle წარმოგვიდგენს 5 სხვადასხვა ნაკრებს:

  • 4 ნაჭრიანი შავი - რომლის ფასიც 287 ლარია;
  • 5 ნაჭრიანი ყავისფერი, შავი, ღია და მუქი ნაცრისფერი ქვაბები, სულ 4 სეტი - 219-დან 487 ლარამდე ფასდაკლებული, სააქციო ღირებულებით.

ყველაზე გაყიდვადად ყავისფერი 5 ნაჭრიანი ნაკრები ითვლება, თუმცა ბოლო დროს შესამჩნევად მზარდია მოთხოვნა Fessle FS-4PCS-Black-ზეც, გამომდინარე მისი დახვეწილი დიზაინიდან და საკმაოდ მისაღები ფასიდან, მითუმეტეს განვადების დროს (თვეში 16 ლარი).

აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული ყავისფერი ნაკრები ვიზუალურად ძალიან ჰგავს დესინის ანალოგიურ სეტს და შემადგენლობითაც ფაქტობრივად იგივეა, ამიტომ კონკრეტულად ამ შემთხვევაში განსხვავება არ არსებობს და შენაძენი მხოლოდ ბრენდის მიმართ ნდობის თვალსაზრისით შეგიძლიათ გააკეთოთ.

მარმარილო - ყველაზე გემოვნებიანი მომხმარებლებისთვის

ეს შეფასება ჩვენ არ გვეკუთვნის, ის თავად ბრენდის აღნიშნული ხაზის "მოტოა" და იდეურად მარმარილოს ქვაბების პრემიუმ ხარისხსა და ფასს ემყარება.

სპეციფიურობიდან და შედარებით მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, მარმარილოს ქვაბების ნაკრები არცისე მოთხოვნადია, თუმცა გვერწმუნეთ და ეს შეფასებებსა და მიმოხილვებში თავადაც შეგიძლიათ ნახოთ, ყველა დიასახლისი, რომელმაც არჩევანი მასზე გააკეთა, ამ ქვაბებს მხოლოდ დადებითად ახასიათებს.

მის შემადგენლობაში შედის 4 ქვაბი და 1 ტაფა. კომპლექტაციაში ასევე გათვალისწინებულია ჩამჩების ნაკრები და თავად ქვაბებიც ისეა შერჩეული, რომ ყველაზე პოპულარულ ზომებს მოიცავს და ამ მხრივ, განსაკუთრებით მიმზიდველია.

რაც შეეხება მასალას, სტანდარტული მოხმარების პირობებში მას 10 წლიანი ქარხნული გარანტია აქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიცვლის "მიკრობის", მავნე ნივთიერებების წარმოქმნის მიმართ მედეგობას და ასევე ფერს, რაც ხშირად ხდება ხოლმე უხარისხო მასალისგან დამზადებული ან არა ორიგინალი მოდელების შემთხვევაში.