Evren

Evren-ის ქვაბების ნაკრების სრული კატალოგი. განვადება და საუკეთესო ფასი. უფასო საკურიერო სერვისით სარგებლობა ნებისმიერ შენაძენზე.

Evren თურქული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 1978 წლიდან მოღვაწეობს და მას შემდეგ უდიდესი პოპულარობა და ავტორიტეტი მოიპოვა მთელი ევროპის მასშტაბით. 

ის თურქეთში უპირობოდ ლიდერობს სასტუმროს ჭურჭლის ასორტიმენტში და ერთ-ერთი მოწინავეა ზოგადად, სამზარეულოსთვის განკუთვნილი ქვაბების ნაკრების შემთხვევაში.

ნერგავს რა თანამედროვე ხარისხის სტანდარტებს და წარმატებით იყენებს ქვეყნის სტრატეგიულ მდგომარეობას, ის ნომერ 1 ბრენდად შეგვიძლია მივიჩინიოთ იმ მიმართულებით, რასაც უმაღლესი ხარისხის თურქული გრანიტის ქვაბების ნაკრები ჰქვია.

ევრენის პროდუქციის სრული ასორტიმენტი - რატომ მხოლოდ 3 მოდელი?

მიუხედავად ასეთი პოპულარობისა, სტამბულში დაარსებული ამ კომპანიის ქვაბები საქართველოში არცთუ ფართოდ გახლავთ წარმოდგენილი და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სულ მალე ამ მიმართულებით გარკვეული სიახლეები გახლავთ დაგეგმილი.

ძირითადი მიზეზი, რატომაც ბაზარზე ევრენის მხოლოდ 3 სხვადასხვა მოდელი იყიდება კომპანიის ევროპულ მიმართულებაზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება და ამ მხრივ სარეალიზაციო არეალის გაფართოებაა. ამიერკავკასიაში მისი გააქტიურება სწორედ მიმდინარე წლიდან იგეგმება.

იქამდე კი შეგიძლიათ დაათვალიეროთ ევრენის ჭურჭლის ონლაინ მაღაზია და შეარჩიოთ სასურველი ფერი, შავი, წითელი და ღია ნაცრისფერი არჩევნიდან.

სამივე ნაკრების ფასი ფასდაკლების შემთხვევაში, რა აქციაც ჩვენთან ფაქტობრივად მუდმივადაა, ბრენდის ხარისხის შესაბამისად, მისი გაყიდვის სურვილიდან გამომდინარე - 439 ლარია, რაც განვადების დროს ყველაზე დიდ პერიოდზეც კი თვეში 24 ლარს უდრის.

თითოეული მათგანის შემადგენლობაში შედის 4 ქვაბი (აქედან ერთი ე.წ "ტაფა-ქვაბი", რომლის ზომაც 26 გახლავთ) და იმავე ზომის ერთი ტაფა.

ეს მხოლოდ ჯერჯერობით, ევრენი სულ მალე ახალი პროდუქციით წარდგება თქვენს წინაშე!