Comet

ავტომობილის მაღალი წნევით სარეცხი აპარატები იტალიიდან, Comet-ის ძალიან გამძლე, პრემიუმ სარეცხები ყველაზე დაბალ ფასად და განვადებით. ისარგებლეთ უფასო საკურიერო სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით შეძენიდან იმავე ან მეორე დღეს.

კომეტის მაღალი წნევით სარეცხი აპარატის შეძენით თქვენ თვითონ შეძლებთ თქვენი ავტომობილი გაასუფთაოთ და დრო და ფული არ დახარჯოოთ სხვადასხვა სამრეცხაოებში სიარულით.

1959 წელს, როდესაც იტალიაში Comet დაარსდა, მალევე მოიპოვა და გაამართლა იმ მომხმარებელთა ნდობა, რომლებმაც სწორედაც რომ ამბიციური პროექტების განხორციელებისკენ უბიძგა ბრენდს.

მაღალი წნევის სარეცხი აპარატი Comet KS 1700

Comet-მა საკუთარი საქმიანობა სოფლის მეურნეობის სექტორში გადამამუშავებელი ტუმბოების წარმოებით დაიწყო, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, სპეციალიზირდა სხვა სფეროებშიც.

დღეს კომპანია Comet მუშაობს სამ მნიშვნელოვან სექტორში: სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და გადამუშავება.

მაღალი, დაბალი და საშუალო წნევის ტუმბოები - ეს არის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების დიაპაზონი, რომელსაც სთავაზობენ შესასხურებელი და სარეველების დანადგარების მწარმოებლებს. ტუმბოების ხარისხი და გამძლეობა ყველაზე დიდი პლუსია, რომელსაც მუდმივად აღიარებენ ის მომხმარებლები, რომლებმაც მსოფლიო დონის ლიდერად აქციეს Comet-ის ბრენდი.

სამრეწველო განყოფილების პროდუქციის ასორტიმენტი, ასევე შედგება მაღალი წნევის აპარატებისგან, რომელიც გამოიყენება მრავალ სექტორში. მანქანების რეცხვის სისტემებიდან დაწყებული, საგზაო სარეცხი მანქანებით და სამრეწველო-ურბანული დასუფთავების სისტემებით დასრულებული.

Comet დასუფთავების განყოფილება მოიცავს ცხელი და ცივი წყლის მაღალი წნევის აპარტების ფართო სპექტრს, რათა დააკმაყოფილოს მრავალფეროვანი მომხმარებლების საჭიროებები, როგორც სახლის, ასევე - პროფესიონალური გამოყენებისათვის.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ასორტიმენტი ცოტა ხნის წინ გაფართოვდა და ორი ახალი ხაზი დაემატა: მტვერსასრუტები და საშრობები, რომელთა წყალობითაც შესაძლებელი გახდა დასუფთავების სრული ასორტიმენტის წარმოდგენა ბაზარზე.

მისია

Comet-ში ყოველთვის აცნობიერებენ, რომ პარტნიორების კმაყოფილება მხოლოდ ნოუ-ჰაუს, კომპეტენციისა და ენთუზიაზმის საშუალებით მიიღწევა. ამიტომ, ყოველდღიურად სწავლობენ სფეროში არსებულ გამოწვევებს ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად, რომლებიც მორგებული იქნება თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებაზე. Comet წარმატების საწინდარი მომავლისკენ ხედვაა, მაგრამ საკუთარი წარსულის არ დავიწყება.

Comet  წნევით სარეცხი აპარატი KRM 1100

მაღალი წნევის სარეცხი აპარატი Comet KRM 1100 CLASSIC, Italy საყოფაცხოვრებო ტიპისაა, რომლის ძირითადი ფუნქციური მახასიათებლები შემდეგნაირად გამოიყურება:

მოწყობილობის სიმძლავრე 1,75 კვტ-ია, წნევა 125 ბარამდეა, ხოლო წყლის ხარჯი 360 ლ/სთ-ია. მაღალი წნევის მილის სიგრძე 6 მეტრია, ელექტროკვება კი 220 ვატი. აპარატის ზომაა 29х28х67მმ, წონა კი 8,2კგ.

აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის მაღალი წნევის ნასოსითა და ძრავით, მოყვება აქსესუარების კომპლექტი.

მაღალი წნევის აპარატი Comet KS 1700 აღჭურვილია მაღალი წნევის აქსიალური ტუმბოთი თითბერის თავაკით. ფუნქცია "Total Stop" უზრუნველყოფს ავტომატურ გამორთვას პისტოლეტის ჩახმახიდან თითის აწევის შემდეგ.

ტექნიკური მახასიათებლებია: სიმძლავრე 2700 W, სამუშაო წნევა 155 ბარი, წარმოებადობა წყლით 540 ლ/სთ, მილის სიგრძე 7 მ.

კომპლექტში შედის: მაღალი წნევის აპარატი Comet KS 1700, პისტოლეტი გაფრქვევის კუთხის რეგულირებით, 1.8 ლიტრიანი ავზი ქიმიური ნივთიერებებისთვის, ქაფის საცმი და მაღალი წნევის 7 მეტრიანი მილი. ფიზიკური პარამეტრებია 890х320х380 მმ ზომა და 17 კგ წონა.