სრული კოლექცია


Cingillioglu

Cingillioglu-ს ბრენდის თურქული საუთოო მაგიდები და ტანსაცმლის საშრობები. საუკეთესო ფასი, განვადება და უფასო ადგილზე მიტანა საქართველოში.

კომპანია Cingillioglu დაარსდა 1990 წელს, რომელიც დღემდე აფართოებს თავის წარმოებას.

ნანოტექონოლოგიების გამოყენებით, Cingillioglu აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ლითონის ნაწარმს, ხოლო მუდმივი განვითარების შედეგად, აგრძელებს ინვესტიციების განხორციელებას ტექნოლოგიების დახვეწასა და ხარისხის შენარჩუნებაში.

Cingillioglu აივნის  საშრობები

ბრენდს თურქეთის ბაზრის მნიშვნელოვანი წილი აქვს დაკავებული. გარდა ამისა, პროდუქცია ექსპორტზე გადის ევროპაში, აზიაში, ახლო აღმოსავლეთში და ა.შ.

როგორც აღვნიშნეთ, Cingillioglu დაკავებულია ლითონის ნაწარმის წარმოებით, რომელიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს საქართველოს ბაზარზე. ჩვენთან ძირითადად წარმოდგენილია Cingillioglu ტანსაცმლის საშრობები და საუთოო მაგიდები.

დღევანდელ აღწერაშიც წარმოგიდგენთ რამდენიმე პროდუქციას, რომელიც ყველა ოჯახში ერთ-ერთი საჭირო ნივთია.

მოკლედ, არის შემთხვევები, როდესაც ბინაში არ არის შესაბამისი ფართი ან აივანი, რათა დიასახლისმა მარტივად შესძლოს ტანსაცმლის გაშრობა. სწორედ ასეთ სიტუაციებში, ძალიან კომფორტული გამოსაყენებელია დასაკეცი ტიპის ტანსაცმლის საშრობები.

ყველაზე კომპაქტური და პოპულარულია იატაკის, ჭერის ან დასაკეცი მოდელები, რომლებიც ყოველდღიური გამოყენებისთვისაც ძალიან კომფორტულია. მათი განთავსება შესაძლებელია საცხოვრებელი ფართის ნებისმიერ ნაწილში, ხოლო ტანსაცმლის გაშრობის შემდეგ, მოთავსება შეგიძლიათ საკუჭნაო ოთახიც.

მცირე ფართის მქონე ბინებისთვის, ვერტიკალური მოდელები უფრო შესაფერისია, რადგან მინიმალურ ადგილს იკავებენ.

ტანსაცმლის საშრობის CINGILLIOGLU GALAXY CC-302-ის მაქსიმალური სიგრძე 2,5 მეტრია, რომელსაც საკმაოდ ერგონომიული დიზაინი აქვს. მარტივია გადასაადგილებლად და გამოსაყენებლად. შესაძლებელია დაკეცვაც, რომლის შემდეგ მცირე ადგილს იკავებს. სპეციალურად გათვალისწინებულია წინდების სამაგრიც.

ტანსაცმლის საშრობი CINGILLIOGLU CC-402 STAR-ის მახასიათებლები ზუსტად ზედა მოდელის მსგავსია. ამ შემთხვევაშიც მაქსიმალური სიგრძე 2,5 მეტრია და ერგონომიული დიზაინით გამოირჩევა. მარტივია გადასაადგილებლად და გამოსაყენებლად. შესაძლებელია დაკეცვაც, რომლის შემდეგაც მცირე ადგილს იკავებს. ზომა შეფუთვით 98 х 29 х 61 სმ-ია.

საუთოო მაგიდა Cingillioglu

საუთოო მაგიდის Cingillioglu CM-800 FLAMINGO DELUX-ის სამუშაო ზედაპირის ზომაა 127 x 46 სმ, რომელიც იატაკის მოდელია. გათვალისწინებულია თერმომდგრადი სამუშაო ზედაპირი და თერმომდგრადი უთოს სადგამი 290 °C-მდე. ასევე აქვს მონოლითური, ორთქლგამტარი ზედაპირი და ელექტროსტატიკური, უჟანგავი დაფარვა.

მეტი კომფორტისთვის, შესაძლებელია უთოს მოსახერხებელი ფიქსაცია სადგამზე. გარდა ამისა, საუთოო მაგიდას აქვს ელექტრო შესაერთებელი და კაბელი. მასალა 100% ბამბაა, რომელიც 149 х 45 х 44 სმ ზომისაა. წონა 6.82 კგ-ია.

Cingillioglu ტანსაცმლის საშრობი

ტანსაცმლის საშრობი CINGILLIOGLU CC-480 MELENA საშრობის მაქსიმალური სიგრძეა 2.5 მ. აქვს ერგონომიული დიზაინი და მარტივად გადასაადგილებელ-გამოსაყენებელია. ამ მოდელის შემთხვევაში, შესაძლებელია ფეხსაცმელების გაშრობაც.

საუთოო მაგიდის CINGILLIOGLU CM-700-ის ზედაპირის ზომაა 120 x 43 სმ, რომელიც თბოგამძლეა. აქვს დასაკეცი მექანიზმი და მონოლითური ორთქლის გამტარი რკინის მაგიდა. დამზადებულია ელექტროსტატიკური უჟანგავი საღებავით.